პატნა
პატნა (ჰინ. पटना) — ინდოეთის ბიჰარის შტატის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი აღმოსავლეთ ინდოეთში (მოსახლეობის მხრივ). პატნა უწყვეტად დასახლებული ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში.[4] პატალიპუტრის სახელით ცნობილი ძველი პატნა რამდენიმე დინასტიის დროს მაგადჰის იმპერიის დედაქალაქი იყო, ისლამურ პერიოდში კი სურის დინასტიის ცენტრი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პატნა ჰინ. पटना | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
შტატი | ბიჰარი | ||
კოორდინატები | 25°36′40″ ჩ. გ. 85°08′38″ ა. გ. / 25.61111° ჩ. გ. 85.14389° ა. გ. | ||
ფართობი | 99,45 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 53 მ | ||
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა, Magahi, ბოჯპური და მაიტილი | ||
მოსახლეობა | 1 683 200[1] კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 1 803 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+5:30 | ||
სატელეფონო კოდი | +91-612-XXX XXXX | ||
საფოსტო ინდექსი | 800001[2] | ||
ოფიციალური საიტი | http://patna.bih.nic.in/[3] | ||
| |||
პატალიპუტრა ამავე დროს საგანმანათლებლო დახელოვნების ცენტრიც იყო. მაურების დროს (დაახლ. ძვ. წ. 300 წ.) მისი მოსახლეობა 400 000 ადამიანს ითვლიდა.[5]
თაბამედროვე პატნა მდინარე განგის სამხრეთ ნაპირზეა გაშენებული. მას ასევე გადაკვეთს მდინარე სონი, განდაკი და პუნპუნი. ქალაქის სიგრძე დაახლოებით 35 კმ-ია, სიგანე კი 16 - 18 კმ.
2009 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკმა პატნა ინდოეთში მეორე ქალაქად დაასახელა დელის შემდეგ ბიზნესის წამოწყების სიმარტივის მხრივ.[6] საშუალო წლიური ზრდის მიხედვით, პატნა 21-ე ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია მსოფლიოში და მე-5 ინდოეთში. 2006-2010 წლებში 3,72%-იანი ზრდა დაფიქსირდა.[7]
პატნასა და მის შემოგარენში მდებარეობს ბუდისტების, ინდუისტების, ჯაინისტების და სიქების წმინდა ადგილები, რომლებსაც მრავალი პილიგრიმი სტუმრობს.[8]
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- (1909) რედ. Walter Kelly Firminger: The Diaries of Three Surgeons of Patna - 1763. The Calcutta Historical Society.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Provisional Population Totals, Census of India 2011; Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above (pdf). Office of the Registrar General & Census Commissioner, India. ციტირების თარიღი: 26 March 2012.
- ↑ Pin Code
- ↑ https://web.archive.org/web/20110228012237/http://patna.bih.nic.in/
- ↑ Populations of Largest Cities in PMNs from 2000BC to 1988AD. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2012-04-26.
- ↑ O'Malley, L. S. S. (2005) History of Magadha. Delhi: Veena Publication, გვ. 23. ISBN 9788189224011. ციტირების თარიღი: 2011-02-24.
- ↑ „New Delhi, Patna best cities to start business: World Bank“. The Times of India. The Times of India. PTI. 30 June 2009. ციტირების თარიღი: 2011-02-24.
- ↑ Fastest growing cities and urban areas (1 to 100). Citymayors.com. ციტირების თარიღი: 2012-03-04.
- ↑ Gurdwara-gears-up-for-Guru's-jayanti,Kumod Verma, TNN, Dec 30, 2001. Articles.timesofindia.indiatimes.com (2001-12-30). ციტირების თარიღი: 2012-03-04.