სონი (ჰინ. सोन नदी) — მდინარე ინდოეთში, განგის უდიდესი სამხრეთ შენაკადი. სიგრძე — 780 მ, აუზის ფართობი — 71 900 კმ².

სონი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
სიგრძე 780 კმ
აუზის ფართობი 71 900 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} სონი ვიკისაწყობში

სათავეს იღებს ჩჰოტა-ნაგპურის პლატოზე. მისი ზემო დინება, დაახლოებით 480 კმ ვიწრო ხეობაში მიედინება, კაიმურის მთების სამხრეთ კალთებთან.

მუსონების პერიოდში, სონის ქვემოწელი ხშირად ტბორავს მიმდებარე ველებს. ზამთრობით კი იგი წყალმარჩხ, ვიწრო მდინარედ იქცევა.

ნაოსნობა მხოლოდ ქვემო დინებაშია შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება