განდაკი ან კალი-განდაკი — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდინარე ნეპალში და განგის მარცხენა შენაკადი ინდოეთში. ნეპალში მას ასევე კრიშნა-განდაკის უწოდებენ.[1] ამ ქვეყანაში იგი ცნობილია თავის ღრმა ხეობით ჰიმალაის მთებში და უზარმაზარი ჰიდროელექტრული პოტენციალით. აუზის მთლიანი ფართობი 46 300 კმ²-ია, რომლის უდიდესი ნაწილიც ნეპალში მდებარეობს. აუზი ამავე დროს მოიცავს მსოფლიოში სულ არსებული 14 ისეთი მწვერვალიდან სამს, რომელთა სიმაღლეც 8 000 მეტრზე მეტია; ესენია — დჰაულაგირი, მანასლუ და ანაპურნა. ამათგან უმაღლესია დჰაულაგირი.

განდაკი
ქვეყანა ნეპალის დროშა ნეპალი, ინდოეთის დროშა ინდოეთი
სათავე ნეპალი
სიგრძე 630 კმ
აუზის ფართობი 46 300 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} განდაკი ვიკისაწყობში

მდინარე სათავეს იღებს ნეპალში, ტიბეტის საზღვართან, ზღვის დონიდან 6 268 მეტრზე, მუსტანგის რეგიონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Negi, Sharad Singh. Himalayan Rivers, Lakes and Glaciers. Google Books. ციტირების თარიღი: 2010-05-28.