ანაპურნა (სანსკრ. अन्नपूर्णा) — მწვერვალი ნეპალში, ჰიმალაიზე, ანაპურნის მასივზე. მწვერვალის სიმაღლეა — 8091 . ანაპურნა სიმაღლით მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. ის არის პირველი რვაათასიანი მწვერვალი, რომელიც ადამიანმა დაიპყრო. (1950 წლის 3 ივნისს) მიუხედავად ამისა, ანაპურნა წარმოადგენს ყველაზე სახიფათო რვაათასიანს. მასზე ასვლისას ან ჩამოსვლისას დაიღუპა მრავალი ალპინისტი. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 40%-ზე მეტია. რვაათასიანებზე ალპინისტების ასვლების ისტორიაში ყველაზე ნაკლები ასვლა განხორციელდა ანაპურნაზე. 2008 წლის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია 154 ასვლა და 58 დაღუპული ალპინისტი.

ანაპურნა
ანაპურნის სამხრეთი კალთა
ანაპურნის სამხრეთი კალთა
კოორდინატები: 28°35′46″ ჩ. გ. 83°49′13″ ა. გ. / 28.59611° ჩ. გ. 83.82028° ა. გ. / 28.59611; 83.82028
ქვეყანა ნეპალის დროშა ნეპალი
სიმაღლე 8091 
შეფარდებითი სიმაღლე 2984 
იზოლაცია 34 კმ
დაკავშირებული მთა ჩო-ოიუი
პირველი ასვლა 3 ივნისი, 1950
ანაპურნა — ნეპალი
ანაპურნა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება