ლიოსი
ლიოსი (გერმ. Löss) — წმინდამარცვლოვანი ერთგვაროვანი არაშრეებრივი ჩალისფერი ქანი, რომლის შედგენილობაა: კვარცი და სილიკატები 27-90%, თიხამიწა 4-20%, ნახშირმჟავა კალციუმი 6% და მეტი. მინარევების სახით შეიცავს რკინის ჰიდროჟანგებს, ქარსებსა და სხვა მინერალებს. ფორიანობა 40-55%. ლიოსი წარმოიქმნება ზომიერი სემიარიდული ჰავის პირობებში. განლაგებულია რამდენიმე მ-იდან 50-100 მ სისქის ზეწრის სახით. გავრცელებულია ზომიერ სარტყელში, მ.შ. ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
ლიოსის წარმოშობის შესახებ არსებობს ეოლური, ალუვიური, პროლუვიური, ნიადაგური და სხვა თეორიები. ლიოსის წარმოშობის თეორიაზე მუშაობდნენ ფერდინანდ ფონ რიხტჰოფენი, ლევ ბერგი და სხვა მკვლევრები. ლიოსი შავმიწა და რუხი ნიადაგის დედაქანია. გამოიყენება აგურისა და ცემენტის წარმოებაში, ჯებირების მშენებლობაში და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 246.
- Берг Л. С., Избранные труды, т. 3, М., 1960.
- Петрографический словарь. М., Недра, 1981.