იაგუარი (ლათ. Panthera onca) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი . მისი სხეულის სიგრძე 2 მ, წონა 140 კგ აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ფართო, ძლიერბრჭყალებიანი თათები. ფერად მოწითალო-ყვითელია, თან შავი რგოლები და ხალები აქვს, ზოგჯერ შავიც გვხვდება. იაგუარი გავრცელებულია ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ხშირ, ტენიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეეებში, უპირატესობას ანიჭებს მდინარეთა სანაპიროებს. კარგად დაცოცავს ხეებზე და ცურავს. იკვებება ჩლიქოსნებით (ტაპირი, ირემი, პეკარი), მღრღნელებით, თევზებით, ჭამს აგრეთვე კუს და მის კვერცხებს, ზოგჯერ თავს ესხმის შინაურ საქონელსაც. მაკეობა 3,5 თვე გრძელდება, შობს 4-მდე ბოკვერს. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა (იყენებენ ტყავს).

იაგუარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  პანტერები
სახეობა:  იაგუარი
ლათინური სახელი
Panthera onca
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 15953
გავრცელება

  ამჟამინდელი გავრცელების არეალი
  ისტორიული გავრცელების არეალი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: