DreamWorks Pictures (აგრეთვე ცნობილი როგორც DreamWorks SKG ან DreamWorks Studios, უფრო მეტად ცნობილია როგორც DreamWorks) — ამერიკული კინომწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსეს სტივენ სპილბერგმა, ჯეფრი კატცენბერგმა და დევიდ გეფენმა 1994 წელს. თავდაპირველად DreamWorks დისტრიბუციას უწევდა საკუთარ და მესამე მხარის ფილმებს.

DreamWorks
ტიპი საჯარო კომპანია
დარგი გართობა
დაფუძნდა 12 ოქტომბერი, 1994; 30 წლის წინ (1994-10-12)
დამაარსებელი
სათავო ოფისი იუნივერსალ-სიტი, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია ფილმები, ტელესერიალები
მფლობელი Amblin Partners
საიტი dreamworkspictures.com

2006 წელს კომპანია შეიძინა Viacom-მა (Paramount Pictures-ის მშობელი კომპანია). 2008 წელს DreamWorks-მაგანაცხადა Paramount-თან თანამშრომლობის დასრულების შესახებ და 1.5 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა ინდურ კომპანია Reliance Anil Dhirubhai Ambani Group-თან.[1] მომდევნო წელს DreamWorks-მა კომპანია Walt Disney Studios Motion Pictures-თან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რის მიხედვითაც, Disney-ის უფლება მიეცა მოეხდინა DreamWorks-ის ფილმების დისტრიბუცია Touchstone Pictures-ის მეშვეობით. შეთანხმებამ 2016 წლამდე გასტანა. 2016 წლის ოქტომბრიდან DreamWorks-ის ფილმების დისტრიბუციას ახორციელებს Universal Pictures. სპილბერგის კომპანია სავაჭრო მარკა DreamWorks-ის გამოყენებას აგრძელებს Universal Studios-ის ლიცენზიით.[2][3]

რესურსები ინტერენტში

რედაქტირება
  1. AFP: DreamWorks, India's Reliance Sign Major Deal დაარქივებული 2008-09-29 საიტზე Wayback Machine. , AFP, 21 სექტემბერი, 2008
  2. ex99-1. Sec.gov. Retrieved on 2013-08-24.
  3. Dreamworks Animation - Current Report დაარქივებული 2013-08-23 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Investor.shareholder.com (2011-12-07). Retrieved on 2013-08-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=DreamWorks&oldid=4551694“-დან