Universal Pictures (აგრეთვე ცნობილია როგორც Universal Studios) — ამერიკული კინოსტუდია. დაარსდა 1912 წელს კარლ ლემლეს, მარკ დინტენფასის, ჩარლზ ბაუმანის, ადამ კესელის, პეტ პაუერსის, უილიამ სვენსონის, დევიდ ჰორსლის, რობერტ კოკრეინისა და ჟიულ ბრულატურის მიერ. ის ითვლება ყველაზე ძველ კინოსტუდიად აშშ-ში და მეხუთე ყველაზე ძველ სტუდიად მსოფლიოში Gaumont-ის, Pathé-ის, Titanus-ისა და Nordisk Film-ის შემდეგ.

Universal Pictures
დარგი კინოწარმოება
დაფუძნდა 30 აპრილი, 1912; 111 წლის წინ (1912-04-30)
სათავო ოფისი იუნივერსალ-სიტი, კალიფორნია, აშშ
შემოსავალი Increase2.svg 4.239 მილიარდი აშშ დოლარი (2011)
საწარმოო შემოსავალი Increase2.svg 27 მილიონი აშშ დოლარი (2011)
მფლობელი NBCUniversal.[1]
შვილობილ(ებ)ი
ფილიალი
საიტი universalpictures.com

მისი სტუდიები განლაგებულია იუნივერსალ-სიტში, კალიფორნიის შტატში, ხოლო კორპორაციული ოფისები — ნიუ-იორკში.

Universal Pictures არის ამერიკის კონოკომპანიების ასოციაციის წევრი. ის აგრეთვე იყო „პატარა სამეულის“ (ინგლ. Little Three) წევრი ჰოლივუდის ოქროს ხანაში.[2]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Lieberman, David. "Comcast Completes Acquisition Of GE’s 49% Stake In NBCUniversal." Deadline Hollywood (19 მარტი, 2013)
  2. Our Story. MPAA.