ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდი ბაზა

ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდი ბაზა (ინგლ. The Big Cartoon DataBase, შემოკლებით BCDB) — ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი, აგრეთვე ტელესერიალების შესახებ.

ანიმაციური ფილმების მონაცემთა დიდი ბაზა
The Big Cartoon DataBase
საიტი bcdb.com
კომერციულობა კი
საიტის ტიპი მონაცემთა ბაზა
რეგისტრაცია არასავალდებულო
გაეშვა 3 ოქტომბერი 1996

პროექტი დაიწყო 1996 წელს, ავტორის, დევი კოხის კომპიუტერში სიის შექმნით.[1] მასალით სხვების მხრიდან დაინტერესების გამო, 1998 წელს ბაზა ინტერნეტში გამოქვეყნდა, როგორც ძიებას დაქვემდებარებული რესურსი, მიძღვნილი ანიმაციური ნამუშევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებისადმი. გარდა ამისა, საიტზე წარმოდგენილია გამხმოვანებლების, პროდიუსერების, რეჟისორების და ფილმების მიმოხილვების სექციები.[2] 2003 წელს BCDB არაკომერციულ კორპორაციად ჩამოყალიბდა.[1] 2009 წელს, კოხის განცხადებით, მასზე წარმოდგენილი იყო 100 000-მდე ფილმის მონაცემი.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Koch, Dave. About BCDB. BCDB. ციტირების თარიღი: November 12, 2009.
  2. „Best Free Reference Web Sites: Eighth Annual List“. Reference & User Services Quarterly. Reference and User Services Association. May 1, 2006. ISSN 1094-9054. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 21, 2011. ციტირების თარიღი: November 12, 2009.
  3. 100K!. BCDB. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 2, 2013. ციტირების თარიღი: November 12, 2009.