ბეტმენი სამუდამოდ

ბეტმენი სამუდამოდ“ (ინგლ. Batman Forever) — რეჟისორ ჯოელ შუმახერის 1995 წლის ფილმი. იგი ეფუძნება ბობ კეინის მიერ შექმნილი ბეტმენის ისტორიებს. ფილმის სცენარის ავტორები არიან ლი ბეჩლერი, ჯენეტ სკოტ-ბეჩლერი და აკივა გოლდსმენი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ: ველ კილმერი (ბრიუს უეინი/ბეტმენი), ტომი ლი ჯონსი (ჰარვი დენტი/ორსახა), ჯიმ კერი (ედვარდ ნიგმა/გამოცანა), ნიკოლ კიდმანი (ჩეის მერიდიანი) და კრის ო'დონელი (რობინი).

„ბეტმენი სამუდამოდ“
რეჟისორი ჯოელ შუმახერი
პროდიუსერი ტიმ ბარტონი
პიტერ მაკგრეგორ-სკოტი
სცენარის ავტორი ლი ბეჩლერი
ჯენეტ სკოტ-ბეჩლერი
აკივა გოლდსმენი
ეფუძნება ბეტმენი
ბობ კეინი
ისტორია ლი ბეჩლერი
ჯენეტ სკოტ-ბეჩლერი
როლებში ველ კილმერი
ტომი ლი ჯონსი
ჯიმ კერი
ნიკოლ კიდმანი
კრის ო'დონელი
კომპოზიტორი ელიოტ გოლდენთალი
ოპერატორი სტივენ გოლდბლეტი
მონტაჟი დენის ვირკლერი
მარკ სტივენსი
სტუდია Tim Burton Productions
Polygram Filmed Entertainment
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი
  • 16 ივნისი, 1995 (1995-06-16) (აშშ)
ხანგრძლივობა 122 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 336,529,844 აშშ დოლარი[1]

ტიმ ბარტონის წინა ეკრანიზაციებთან შედარებით, ახალი ფილმის ტონი განსხვავებული იყო და უფრო მეტად გათვლილი იყო ოჯახურ გარემოში სანახავად. Warner Bros.-ში თვლიდნენ, რომ წინა ფილმი, „ბეტმენი ბრუნდება“, კინოთეატრებში წარუმატებელი აღმოჩნდა ძალადობისა და ბნელი გარემოს გამო. ახალი ფილმის ბიუჯეტმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წარმოებას პრობლემები ახლდა - მთავარ როლებზე მსახიობთა შერჩევის გამო. გადაღებების ადგილებს შორის იყო ალკატრასის კუნძული (სან-ფრანცისკო) და მანჰეტენის ხიდი (ნიუ-იორკი).[2] ფილმი 1995 წლის 16 ივნისს გამოვიდა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ რეაქციები არაერთგვაროვანი იყო. კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მიანიჭეს ოპერატორის ნამუშევარს, ვიზუალურ ეფექტებსა და მხატვრულ გადაწყვეტას, მაგრამ აღნიშნეს, რომ იგი იყო უფრო მხიარული, ვიდრე ბარტონის ეკრანიზაციები. მაყურებელთა ფენებმა ფილმი დადებითად მიიღეს და წინა ეკრანიზაციასთან შედარებით, მან მნიშვნელოვანი შემოსავალი, მსოფლიო მასშტაბით 336,529,844 აშშ დოლარი მოიტანა. იგი იქცა 1995 წლის რიგით მეექვსე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. აშშ-ში 2842 ეკრანზე გამოსვლის პირველი კვირის ბოლოს (22 ივნისი 1995) მისმა შემოსავალმა უკვე შეადგინა 52,784,433 აშშ დოლარი.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Batman Forever (1995). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2020
  2. 2.0 2.1 http://www.imdb.com/title/tt0112462/