ბეტმენი ბრუნდება (ინგლ. Batman Returns) — 1992 წლის ფილმი, რომელიც ეფუძნება კომპანიის DC Comics კომიქსების გმირის ბეტმენის თავგადასავალს. ფილმის რეჟისორია ტიმ ბარტონი, ხოლო როლებს ასრულებენ: მაიკლ კიტონი (ბეტმენი), დენი დევიტო (პინგვინი), მიშელ პფაიფერი (ქალი-კატა) და კრისტოფერ უოკენი (მაქს შრეკი) ეს ფილმი არის მეორე კომპანიის Warner Brothers მიერ ბეტმენის თემაზე გადაღებული ფილმებიდან.

„ბეტმენი ბრუნდება“
ჟანრი ფანტასტიკა
რეჟისორი ტიმ ბარტონი
პროდიუსერი ტიმ ბარტონი
დენის დი ნოვი
ბენჯამინ მელნიკერი
მაიკლ უსლანი
პიტერ გუბერი
ჯონ პიტერსი
სცენარის ავტორი დენიელ უოტერსი
როლებში მაიკლ კიტონი
დენი დევიტო
მიშელ პფაიფერი
კრისტოფერ უოკენი
კომპოზიტორი დენი ელფმენი
ოპერატორი სტეფან ჩაპსკი
მონტაჟი კრის ლებენზონი, ბობ ბადამი
დისტრიბუტორი Warner Brothers
გამოსვლის თარიღი 19 ივნისი, 1992წ.
ხანგრძლივობა 126 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $80 მილიონი
შემოსავალი $266 822 354
წინა ბეტმენი
შემდეგი ბეტმენი სამუდამოდ
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მრავალი წლის შემდეგ ქალაქში ბრუნდება მშობლებისგან მიტოვებული პინგვინი, რომელსაც სურს, შური იძიოს მთელ სამყაროზე და ქალაქ გოთემის მოსახლეობა გაანადგუროს. პინგვინი შეეკვრება ბოროტ ბიზნესმენს, მაქს შრეკს, რათა ქალაქის მერი გახდეს. მას წინ აღუდგება ბეტმენი. შრეკის გეგმებს მისი მდივანი, სელინა კაილი გაიგებს. შრეკი ფანჯრიდან აგდებს სელინა კაილს. სელინა ქალ-კატად გადაიქცევა. ის ძველ იდენტობაზე უარს ამბობს. ქალი-კატა პირველად მაშინ გამოჩნდება, როდესაც პინგვინი საჯაროდ აცხადებს, რომ მშობლებს აპატია. მაქს შრეკი პინგვინის საარჩევნო კამპანიას აორგანიზებს. სანამ ბეტმენი და პინგვინი ერთმანეთს ესაუბრებიან, ქალი-კატა მაღაზიას აფეთქებს. ქალი-კატა და პინგვინი შეთქმულებას დაგეგმავენ, რათა პრინცესას მკვლელობა ბეტმენს დაბრალდეს. ქალი-კატა ბეტმენს ეუბნება, რომ მისი გადადგომის დროა. პინგვინი აპირებს გოთემის პირველშობილი ბიჭები გაიტაცოს და კანალიზაციაში ჩარეცხოს. ბეტმენი მის წინააღმდეგ ნამდვილ პინგვინებს გამოიყენებს. შემდეგ ის ცდილობს გადააფიქრებინოს ქალ-კატას მაქს შრეკზე შურისძიება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს პინგვინიც მოკვდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება