ცხოვრების ხე (ფილმი)
ცხოვრების ხე (ინგლ. The Tree of Life)— 2011 წლის ამერიკული დრამა ექსპერიმენტული ელემენტებით, რომელიც დაწერა და გადაიღო ტერენს მალიკმა. ფილმში მონაწილეობენ ბრედ პიტი, ჯესიკა ჩესტეინი და შონ პენი. მალიკი ცდილობს ფილმში ასახოს ცხოვრების საწყისი და მნიშვნელობა შუა ხნის კაცის ბავშვობის მოგონებებით. რამდენიმე წელი პროექტის განვითარების შემდეგ, ფილმის პრემიერა საბოლოოდ გაიმართა 2011 წელს კანის კინოფესტივალზე საკონკურსო ნამუშევრებს შორის, სადაც ოქროს პალმის რტო მიიღო.
„ცხოვრების ხე“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | ტერენს მალიკი |
პროდიუსერი |
დიდი გარდნერი სარა გრინი გრანტ ჰილი ბრედ პიტი ბილ პოლადი |
სცენარის ავტორი | ტერენს მალიკი |
როლებში |
ბრედ პიტი შონ პენი ჯესიკა ჩესტეინი |
კომპოზიტორი | ალექსანდრ დესპლა |
ოპერატორი | ემანუელ ლუბეცკი |
მონტაჟი |
ჰენკ კორუინი ჯეი რაბინოვიცი დენიელ რეზენდე ბილი უებერი მარკ იოშიკავა |
სტუდია |
Plan B Entertainment River Road Entertainment |
დისტრიბუტორი |
Fox Searchlight Pictures (აშშ) EuropaCorp (საფრანგეთი) |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 139 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $32 მილიონი[1] |
შემოსავალი | $54 303 319 [2] |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ჯეკ ო'ბრაიენი იხსენებს საკუთარ ბავშვობას, იმ დროს, როცა ორ ძმასთან ერთად იზრდებოდა. ბიჭს ყველაფერი ჯადოსნური ეჩვენებოდა. მისი დედა სიყვარულისა და გულისხმიერების განსახიერება იყო. მკაცრი მამა კი ბავშვებს ცხოვრების რეალობასთან აბრუნებდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Tree of Life. The Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-25. ციტირების თარიღი: 2012-01-20.
- ↑ http://boxofficemojo.com/movies/?id=treeoflife.htm