ქარი, რომელიც ქერს არხევს
„ქარი, რომელიც ქერს არხევს“ — რეჟისორ კენ ლოუჩის მხატვრული ფილმი ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ. ფილმმა მიიღო ოქროს პალმის რტო.
„ქარი, რომელიც ქერს არხევს“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | კენ ლოუჩი |
პროდიუსერი | რებეკა ო'ბრაიენი |
სცენარის ავტორი | პოლ ლავერტი |
როლებში |
კილიან მერფი ლიამ კანინჰემი |
კომპოზიტორი | ჯორჯ ფენტონი |
ოპერატორი | ბარი აკროიდი |
მონტაჟი | ჯონათან მორისი |
სტუდია |
Pathé Distribution IFC First Take |
დისტრიბუტორი | Entertainment One |
გამოსვლის თარიღი | 18 მაისი, 2006 |
ხანგრძლივობა | 127 წთ. |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური, ირლადიური, |
ბიუჯეტი | $6,5 მლნ |
შემოსავალი | $22 899 908 |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება ირლანდიაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. ირლანდია იღებს ავტონომიურ უფლებებს და ხდება განხეთქილება ირლანდიის განმათავისუფლებელ მოძრაობაში. დამპყრობელთან ბძოლას ანაცვლებს სამოქალაქო და ანტიკაპიტალისტური ბრძოლა. ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან ძმები. უფროსი ძმა, ტედი, უხეში და მებრძოლი სულის ადამიანი ირლანდიური სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ხდება. უმცროსი ძმა, დემიენი, რომელიც ექიმობას აპირებდა, ანტიკაპიტალისტური მოძრობის ერთ-ერთი ლიდერი ხდება. ძმათა დაპირისპირება მთავრდება იმით, რომ ტედი იძულებულია, თავად აღასრულოს დემიანის დახვრეტის განაჩენი.