კილიან მერფი (ინგლ. Cillian Murphy; დ. 25 მაისი, 1976, დაგლასი) — ირლანდიელი კინოსა და თეატრის მსახიობი. გამოირჩევა შესრულებისას ქამელეონისებური გარდასახვითა და თვალის უჩვეულოდ ლურჯი ფერით. კარიერა დაიწყო როგორც როკმუსიკოსმა. აქტიურად თანამშრომლობს კრისტოფერ ნოლანთან.

კილიან მერფი
დაბ. თარიღი 25 მაისი, 1976 (1976-05-25) (43 წლის)
დაგლასი, ირლანდია
საქმიანობა მსახიობი, მუსიკოსი
აქტიური 1996-დღემდე
მეუღლე(ები) ივონ მაკ-გინესი (2004-დღემდე)
შვილ(ებ)ი 2

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2003 ცივი მთა Cold Mountain ბარდოლფი
2005 ბეტმენი: დასაწყისი Batman Begins საფრთხობელა
2006 ქარი, რომელიც ქერს არხევს The Wind That Shakes the Barley დემიენ ო'დონოვანი
2008 ბნელი რაინდი The Dark Knight საფრთხობელა
2010 დასაწყისი Inception რობერტ ფიშერი
2011 დრო In Time რეიმონდ ლეონი
2012 წითელი შუქი Red Lights ტომ ბაკლი
2012 ბნელი რაინდი: აღზევება The Dark Knight Rises საფრთხობელა
2014 ტრანსცენდენცია Transcendence დონალდ ბიუკინენი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება