ბნელი რაინდი (ფილმი)

ბნელი რაინდი (ინგლ. The Dark Knight) — 2008 წლის სუპერგმირული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია DC კომიქსების პერსონაჟ ბეტმენზე. ფილმის რეჟისორი და ძმასთან, ჯონათან ნოლანთან ერთად ერთ-ერთი სცენარის ავტორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმი არის ნოლანის ბეტმენის ფილმების სერიის ნაწილი და ბეტმენი: დასაწყისის გაგრძელება.

„ბნელი რაინდი“
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი კრისტოფერ ნოლანი
ემა თომასი
ჩარლზ როვენი
სცენარის ავტორი კრისტოფერ ნოლანი
ჯონათან ნოლანი
ნაწარმოები ბობ კეინი
ბილ ფინგერი
ისტორია დევიდ გოიერი
კრისტოფერ ნოლანი
როლებში კრისტიან ბეილი
ჰით ლეჯერი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი უოლი პფისტერი
მონტაჟი ლი სმიტი
სტუდია DC კომიქსები
Syncopy Films
Legendary Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი 16 ივლისი, 2008 (2008-07-16)
18 ივლისი, 2008 (2008-07-18)
(აშშ)
24 ივლისი, 2008 (2008-07-24)
(დიდი ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა 152 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $185 მილიონი[1]
შემოსავალი $1 004 558 444[1]
წინა ბეტმენი: დასაწყისი
შემდეგი ბნელი რაინდი: აღზევება

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გოთემის ცხოვრება კოშმარად გადაიქცა მას შემდეგ, რაც ჯოკერი გამოჩნდა. მან მყუდროება დაურღვია როგორც ქალაქის კრიმინალურ დაჯგუფებებს, ასევე პოლიციის კომისარ ჯეიმზ გორდონს, ბეტმენსა და ახალ პროკურორს, ჰარვი დენტს. მან გაძარცვა ბანკი და კრიმინალურ დაჯგუფებებს შეუთანხმდა, რომ მათ ბეტმენის განადგურებაში დაეხმარებოდა, სინამდვილეში კი მისი მიზანი ტოტალური ქაოსია. მასთან გამკლავება კი მხოლოდ ბეტმენს შეუძლია.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

ფილმი დაფუძნებულია 1940 წლის ჯოკერის სადებიუტო კომიქსებზე და 1996 წლის კომიქსების სერიის გრძელ ჰელოუინზე, რომელიც მოგვითხრობს ჰარვი დენტის ორსახოვანად გარდაქმნის შესახებ.

ბნელი რაინდის გადაღებები ძირითადად ჩიკაგოში მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე სცენა გადაიღეს სხვადასხვა ადგილებზე აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჰონგკონგში. ნოლანმა ზოგიერთი მომენტის, მათ შორის ჯოკერის პირველი გამოჩენის გადასაღებად გამოიყენა IMAX კამერა. 2008 წლის 22 იანვარს, როდესაც ფილმის გადაღებები უკვე დასრულებული იყო გარდაიცვალა მსახიობი ჰით ლეჯერი. ვარსკვლავის სიკვდილმა დიდი ინტერესი გამოიწვია პრესასა და კინოსამყაროში.

ჯილდოები რედაქტირება

ფილმმა დაიმსახურა რამდენიმე ნომინაცია სხვადასხვა დაჯილდოვებებზე და ორი ოსკარი[2] ხმის მონტაჟისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის სახით. ეს უკანასკნელი ჰით ლეჯერის შესრულებამ დაიმსახურა. ლეჯერმა ასევე მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ჯილდოები.

შემოსავალი რედაქტირება

ფილმის პრემიერა თავდაპირველად ავსტრალიაში შედგა 16 ივლისს, სამხრეთ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში კი შესაბამისად 18 და 24 ივლისს. ამერიკასა და კანადაში პრემიერამდე უკვე დაიჯავშნა ბილეთბის რეკორდული რაოდენობა და ასევე დადებითი შეფასებები დაიმსახურა კინოკრიტიკოსებისგან. ფილმმა წარმოუდგენელ კომერციულ წარმატებას მიაღწია ჩრდ. ამერიკაში და გახდა მეორე ფილმი, რომლის სალარომაც იქ $500 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მასშტაბით კი ბნელი რაინდი არის იმ 6 ფილმს შორის, რომელთა შემოსავალმაც $1 მილიარდს გადააჭარბა და ამ ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 The Dark Knight. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2010-01-19.
  2. Oscar – 81st Annual Acedemy Award nominees.
  3. All Time Worldwide Box Office Grosses. Boxofficemojo.com. ციტირების თარიღი: May 31, 2010.