ჯონათან ნოლანი
ჯონათან ნოლანი (დ. 6 ივნისი, 1976)[1]) — ბრიტანელ-ამერიკელი ავტორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მოთხრობა „Memento Mori“, რომელზე დაფუძნებული სცენარითაც ჯონათანის ძმამ, კრისტოფერ ნოლანმა 2000 წელს გადაიღო ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“. ძმები ფილმის სცენარისთვის ოსკარზე იყვნენ ნომინირებულები. ის ძმასთან ერთად ასევე მუშაობდა „პრესტიჟის“, „ბნელი რაინდის“, „ბნელი რაინდი: აღზევებისა“ და „ინტერსტელარის“ სცენარებზე. 2011-2016 წლებში CBS-ზე გადის ნოლანის შექმნილი ტელესერიალი „Person of Interest“.
ჯონათან ნოლანი | |
---|---|
ნოლანი 2017 წელს San Diego Comic-Con-ზე | |
დაბადების სახელი | ჯონათან ნოლანი |
დაბადების თარიღი |
1976 ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ალმა-მატერი | ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი |
აქტიური | 1997 - დღემდე |
მეუღლე(ები) | ლიზა ჯოუი |
ფილმოგრაფია
რედაქტირება- „მემენტო“ (2000) — ნაწარმოები
- „პრესტიჟი (2006) — სცენარი
- „ბნელი რაინდი“ (2008) — სცენარი
- „Person of Interest“ (2011-2016) — შემქმნელი, სცენარისტი, აღმ. პროდიუსერი
- „ბნელი რაინდი: აღზევება“ (2012) — სცენარი
- „ინტერსტელარი“ (2014) — სცენარი
- „ველური დასავლეთის სამყარო“ (2016-დღემდე) — თანაშემქმნელი, სცენარისტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯონათან ნოლანი“ ვიკისაწყობში.
- ჯონათან ნოლანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Flans, Lindsay. (2013-06-06) FilmDistrict's Kimberly Smith Weds, Producer-Director Neil Mandt Engaged: Hitched, Hatched, Hired. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 2016-10-06.