კრისტოფერ ნოლანი (დ. 30 ივლისი, 1970) — ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“ და „ბნელი რაინდი“, რომლებითაც მოიპოვა აღიარება.

კრისტოფერ ნოლანი
მშობლიური სახელი Christopher Nolan
დაბადების სახელი კრისტოფერ ედუარდ ნოლანი[1]
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1970 (1970-07-30) (54 წლის)
ლონდონი, ინგლისი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარების ავტორი, კინოპროდიუსერი
აქტიური 1998–დღემდე
მეუღლე(ები) ემა თომასი
შვილ(ებ)ი 4
ნათესავები ჯონათან ნოლანი (ძმა)
მეთიუ ნოლანი (ძმა)
ჯონ ნოლანი (ბიძა)
კიმ ჰარტმენი (დეიდა)

ნოლანმა სარეჟისორო კარიერა დაიწყო ფილმით „დევნა“ 1998 წელს. მას მოჰყვა ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“, რისთვისაც მან ოსკარზე ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. 2002-2006 წლებში გამოვიდა კრისტოფერის ფილმები, „ინსომნია“, „ბეტმენი: დასაწყისი“ და „პრესტიჟი“. ნოლანის შემდეგი ბლოკბასტერის, „ბნელი რაინდის“ შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა და წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა. 2010 წელს მან კიდევ ერთი ფილმი გადაიღო Warner Bros.-ისთვის. „დასაწყისი“ მისი პირველი და ერთადერთი ფილმია, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის, თუმცა მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანი ვერ მოხვდა ნომინანტ რეჟისორთა სიაში.[2] 2012 წლის 16 ივლისს, ნოლანის რეჟისორობით, გამოვიდა ბეტმენის მესამე და დასკვნითი ნაწილი, „ბნელი რაინდი: აღზევება“. ის ასევე არის „ფოლადის ადამიანის“ პროდიუსერი, რომელიც რეჟისორმა ზაკ სნაიდერმა გადაიღო. 2014 წელს გამოვიდა მისი ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი „ვარსკვლავთშორისი“.

ის ხშირად მუშაობს თავის ძმასთან, სცენარისტ ჯონათან ნოლანთან და მსახიობებთან, კრისტიან ბეილთან და მაიკლ კეინთან ერთად. ნოლანი არის კომპანია Syncopy Films-ის თანადამაარსებელი მეუღლესთან, ემა თომასთან ერთად. აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქეობა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კრისტოფერ ნოლანი დაიბადა ლონდონში 1970 წლის 30 ივლისს.[3] მამამისი სარეკლამო საქმით დაკავებული ინგლისელი იყო, დედამისი კი ამერიკელი სტიუარდესა.[4][5] მან ბავშვობა გაატარა ლონდონსა და ჩიკაგოში. შვიდი წლის ასაკში ის დაინტერესდა კინემატოგრაფიით, როდესაც იპოვა მამამისის Super 8 კამერა. მან დაიწყო სამხედრო ფილმების გადაღება უფროს ძმასთან, მეტთან ერთად სათამაშო ჯარისკაცების გამოყენებით. მასზე გავლება მოახდინა ჯორჯ ლუკასის ვარსკვლავურმა ომებმა, რომელიც 1977 წელს გამოვიდა.[6] ჩიკაგოში ცხოვრებისას, ის იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს მომავალ რეჟისორსა და პროდიუსერ როკო ბელიჩთან ერთად.[6] ფილმი, რომელმაც მოახდინა გავლენა მის კარიერაზე იყო რიდლი სკოტის სამართებელზე მორბენალი.[7]

ნოლანმა განათლება მიიღო ჰაილიბერის კოლეჯში, ჰერთფორდშირი, ინგლისი და შემდეგ სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში. პარალელურად ის მუშაობდა რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმზე კოლეჯის კინოსაზოგადოებასთან ერთად. მისი პირველი ფილმი, ტარანტელა ნაჩვენები იქნა 1989 წელს Image Union-ზე, PBS-ის სატელევიზიო გადაცემაში. მეორე მოკლემეტრაჟიანი სურათი, ქურდობა კი კემბრიჯის კინოფესტივალზე 1996 წელს. ნოლანს ასევე ეკუთვნის მოკლემეტრაჟიანი სურათი Doodlebug (1997). ქურდობასა და Doodlebug-ში თამაშობდა ჯერემი თეობალდი, რომელმაც შემდეგ განასახიერა მთავარი გმირი კრისტოფერ ნოლანის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში, დევნა.[8]

 
ნოლანი ადრეულ ასაკში

ნოლანმა გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი დევნა 1996 წელს. ფილმი მოგვითხრობს მწერალზე, რომელსაც ჩვევად აქვს ქცეული უცნობი ადამიანების დევნა და თვალთვალი. კადრები არ არის ნაჩვენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც მაყურებლებში იწვევს გაურკვევლობას. სურათის ბიუჯეტი სულ რაღაც $6000-ს შეადგენდა.[9] ნოლანი ფილმის გადაღებებზე მუშაობდა უიკენდებზე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კინოსაზოგადოების წევრებთან ერთად. გადაღებები ძირითადად მიმდინარეობდა მისი მშობლების სახლში.[10] კრისტოფერი ასევე არის სურათის მემონტაჟე და ოპერატორი. ფილმმა ყურადღება მიიპყრო 1998 წლის ტორონტოს კინოფესტივალზე, სადაც შედგა მისი პრემიერა.[11] ლონდონში ის მხოლოდ ორ კინოთეატრში უჩვენეს, 1999 წელს კი Zeitgeist-მა ფილმი გამოუშვა აშშ-ში.

ნოლანმა შემდეგი ფილმისთვის სცენარი დაწერა თავისი უმცროსი ძმის, ჯონათან ნოლანის გამოუქვეყნებელი მოთხრობის, "Memento Mori–ის" მიხედვით.[8] 1997 წლის ივლისში, ნოლანის მომავალმა მეუღლემ და ასევე ფილმის პროდიუსერმა სცენარი აჩვენა Newmarket Films-ის პროდიუსერს აარონ რაიდერს, რის შემდეგაც სტუდიამ თანხმობა განაცხადა ფილმის დაფინანსებაზე $4.5 მილიონით.[12] კრისტოფერი თავდაპირველად სურათის მონრეალში გადაღებს აპირებდა, თუმცა ის ლოს–ანჯელესით შეიცვალა.[13] მთავარი როლი ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, თუმცა დროის უქონლობის გამო მან პროექტი დატოვა. ასევე განიხილებოდნენ აარონ ეკჰარტი და თომას ჯეინი, თუმცა ნოლანმა გადაწყვიტა როლი ნაკლებად ცნობილი მსახიობისთვის ერგუნებინა. საბალოოდ კი გაი პირსი შეარჩია.[14]

მემენტოს პრემიერა გაიმართა ვენეციის კინფესტივალზე 2000 წლის სექტემბერში.[15] მან დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება და ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და აკადემიის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.[16] ფილმი მოგვითხრობს ლეონარდ შელბიზე (გაი პირსი), რომელიც დაავადებულია ანტეროგრადიული ამნეზიით. მემენტოში მოთხრობილი ისტორია იყოფა ორ ნაწილად, რომელთაგან ერთი ქრონოლოგიურია, ხოლო მეორე უკუქრონოლოგიური. ისინი ერთმანეთისგან განირჩევა გამოსახულებით, რადგან ერთი ნაჩვენიბია ფერადად, ხოლო მეორე შავ-თეთრად. ყოველი ფრაგმენტის დაწყების დროს, მაყურებელმა არ იცის წინამდებარე მოვლენების შესახებ, რაც მათ ლეონარდის მსგავს გაურკვევლობაში აგდებს.

ინსომნია

რედაქტირება

2002 წელს ნოლანმა გადაიღო ინსომნია, 1997 წლის იმავე სახელწოდების ნორვეგიული ფილმის ამერიკული რიმეიკი. მან ცვლილებები შეიტანა როგორც სიუჟეტში, ისე მთავარი პერსონაჟის ხასიათში. სურათი მოგვითხრობს ორი დეტექტივის შესახებ, რომლებიც ჩადიან ალასკაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მკვლელობის გამოსაძიებლად. გამოძიება მიმდინარეობს ალასკას „მზიანი“ სეზონის განმავლობაში, რის გამოც ფილმის პროტაგონისტი (ალ პაჩინო) ვერ ახერხებს დაძინებას მუდმივ სინათლეში. ფილმში ასევე მონაწილეობენ რობინ უილიამსი და ჰილარი სვონკი. კრიტიკოსებმა სურათი შეაფასეს, როგორც ევროპული ფილმის კარგი ამერიკული რიმეიკი, რაც იშვიათობას წარმოადგენს.[17]

ამ პერიოდში ნოლანი მუშაობდა ბრიტანელი მწერლის, რუთ რენდელი წიგნის, The Keys to the Street, ადაპტაციაზე, რომლის სცენარიც მემენტოს გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა. ნოლანს ფილმი ინსომნიას შემდეგ უნდა გადაეღო Fox Searchlight-ისთვის, თუმცა გადაღებები არ დაწყებულა. კრისტოფერმა სცენარის შესახებ თქვა: „ვფიქრობ სცენარი ძალიან კარგია. თუმცა არ მგონია, რომ ის არის, რისი გადაღებას ახლა მინდა. ალბათ სხვა რეჟისორი გადაიღებს მას ოდესმე. მართლაც კარგი სცენარია, მაგრამ ძალიან ბევრი საერთო აქვს სამ ფილმთან, რომელიც უკვე გადავიღე“.[18] 2010 წელს გემა არტერტონმა განაცხადა, რომ ითამაშებდა წიგნის ეკრანიზაციაში, თუმცა გაურკვეველია რეჟისორის ვინაობა და ასევე იქნება თუ არა სურათი გადაღებული ნოლანის სცენარის მიხედვით.[19]

ბეტმენი: დასაწყისი

რედაქტირება

1997 წელს Warner Bros.-მა ბეტმენი და რობინის უარყოფითი შეფასებებისა და მცირე შემოსავლის გამო გადაწყვიტა ბეტმენზე ახალ ფილმის გადაღების განუსაზღვრელი ვადით გადადება. 2003 წელს ნოლანმა ბლეიდის სცენარისტთან, დევიდ ს. გოიერთან ერთად დაარწმუნა სტუდია, რომ რისკზე წასულიყო და ბეტმენის ახალი სურათი ასე თუ ისე უცნობი რეჟისორისთვის მიენდოთ.[20][21] ბეტმენი: დასაწყისი გამოვიდა 2005 წლის 15 ივნისს და წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების ნუსხაში მეცხრე ადგილი დაიკავა. ფილმმა დაიმსახურა კრიტიკოსთა დადებითი შეფასება და ბევრმა ის ტიმ ბარტონის 1989 წლის ბეტმენზე უკეთეს ფილმად მიიჩნია. Rotten Tomatoes-ის მიხედვით კინოკრიტიკოსთა შეფასებების 85% პოზიტიურია. ფილმის ღირსებებად მიიჩნევა მისი ბნელი და გონივრული სიუჟეტი, ასევე შიშისა და ორმაგი ცხოვრების თემები. ფილმში მონაწილეობენ კრისტიან ბეილი (ბეტმენი), მაიკლ კეინი (ალფრედ პენივორთი), ლიამ ნისონი (რა'ს ალ გული), გერი ოლდმენი (ჯეიმზ გორდონი) და მორგან ფრიმენი (ლუციუს ფოქსი). სატურნის 32-ე დაჯილდოებაზე სურათმა გაიმარჯვა კატეგორიებში საუკეთესო ფენტეზი, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (კრისტიან ბეილი) და საუკეთესო სცენარი (ნოლანი და გოიერი). ფილმი ასევე ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ოპერატურისთვის (ვოლი პფისტერი).

პრესტიჟი

რედაქტირება

ნოლანის შემდეგი პროექტი იყო პრესტიჟი, დაფუძნებული კრისტოფერ პრიესტის ამავე სახელწოდების რომანზე. Newmarket Films-მა წიგნის ადაპტაციაზე უფლება ჯერ კიდევ 2001 წელს შეიძინა.[22] იმის გამო, რომ ნოლანი დაკავებული იყო ინსომნიასა და ბეტმენზე მუშაობით, მან სცენარის დაწერაში დახმარება სთხოვა თავის ძმას, ჯონათანს.[22] 2005 წელს, ბეტმენი: დასაწყისის გამოსვლის შემდეგ ნოლანმა განაახლა პროექტი, კრისტიან ბეილთან და ჰიუ ჯეკმენთან მოლაპარაკებით.[23] ძმებმა სცენარზე მუშაობა 2006 წლის 13 იანვარს დაასრულეს, სამ დღეში კი უკვე ფილმის გადაღებები დაიწყო. სურათი მოგვითხრობს ორ კონკურენტ ილუზიონისტზე, რომლებიც XIX საუკუნის მიწურულს მოღვაწეობენ. ბეილი და მაიკლ კეინი კიდევ ერთხელ მოგვევლილნენ ნოლანის ფილმში. მათთან ერთად პრესტიჟში ითამაშეს ჰიუ ჯეკმენმა, სკარლეტ იოჰანსონმა და დევიდ ბოუიმ. ფილმმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა და მისმა შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით $109 მილიონი შეადგინა.[24]

ბნელი რაინდი

რედაქტირება
 
ბნელი რაინდის მსახიობები და შემოქმედებითი გუნდი ფილმის ევროპულ პრემიერაზე

პრესტიჟის გამოსვლიდან რამდენიმე თვეში ნოლანმა განაცხადა, რომ ის დაბრუნდებოდა ბეტმენი: დასაწყისი-ის გაგრძელების გადასაღებად.[25] 2006 წლის ივლისში, ფილმი დასათაურდა, როგორც ბნელი რაინდი, ასევე ჯოკერის როლზე დაამტკიცეს ჰით ლეჯერი.[26] ქეით ჰოლმსი, რომელიც პირველ ფილმში თამაშობდა რეიჩელ დოუსს, ჩაანაცვლა მეგი ჯილენჰალმა. აარონ ეკჰარტმა, რომელიც განიხილებოდა მთავარ როლზე მემენტოში, ითამაშა ჰარვი დენტი. კრისტოფერმა და ჯონათანმა დაწერეს სცენარი, დაფუძნებული კრისტოფერისა და დევიდ ს. გოიერის მიერ შექმნილ ისტორიაზე.[27] ფილმის გადაღება დაიწყო 2007 წელს და მისი პრემიერა აშშ-ში შედგა 2008 წლის 18 ივლისს.[28] კრიტიკოსებმა ის შეაფასეს კომიქსის მიხედვით გადაღებულ საუკეთესო ფილმად.[29] სურათმა დიდ წარმატებას მიაღწია შემოსავლის მხრივაც. მან პირველ უიკენდზე $158 მილიონი შეაგროვა, რითაც დაამყარა რეკორდი და გახდა პირველ უიკენდზე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. ამავდროულად ის იმ დროისთვის გახდა მეოთხე ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.[30]

ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ნოლანი დათანხმდა ჯილდოს, მსახიობი მამაკაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ჰით ლეჯერის მაგივრად, რომელიც გარდაიცვალა ფილმის პრემიერამდე. კრისტოფერი ბნელი რაინდით ნომინირებული იყო ამერიკის რეჟისორთა გილდიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის 81-ე დაჯილდოებაზე ფილმი არ იყო ნიმინირებული ხუთ მთავარ კატეგორიაში, მან რვა ნომინაცია დაიმსახურა. მათგან ორში, ხმის მონტაჟისთვისა და მსახიობი მამაკაცისთვის მეორეხარისხოვან როლში (ჰით ლეჯერი) გამარჯვება მოიპოვა.

დასაწყისი და ბნელი რაინდის დასასრული

რედაქტირება

ბნელი რაინდის გამოსვლის შემდეგ Warner Bros.-მა ნოლანთან დადო კონტრაქტი მის შემდეგ პროექტზე, დასაწყისი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით მოლაპარაკება Warner Bros. Pictures-სა და ნოლანს შორის ითვალისწინებდა იმას, რომ დასაწყისის შემდეგ ნოლანი დაიწყებდა მუშაობას მილიარდიანი შემოსავლის მქონე ბნელი რაინდის გაგრძელებაზე.[31] მარტის დასაწყისში ფილმს ლეონარდო დიკაპრიო შეუერთდა.[32]

აპრილისა და მაისის განმავლობაში კი მნიშვნელოვანი როლებისთვის კასტინგი დამთავრდა. მთავარი როლების შესასრულებლად დაამტკიცეს მარიონ კოტიარი, სილიან მერფი, ელენ პეიჯი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მაიკლ კეინი, კენ ვატანაბე და ტომ ჰარდი. აღსანიშნავია, რომ მერფს, კეინსა და ვატანაბეს უკვე ჰქონდათ ნათამაშები ნოლანის ფილმებში. ფილმის სცენარი ეკუთვნის კრისტოფერს და წარმოადგენს „თანამედროვე სამეცნიერო-ფანტასტიკას, რომელშიც მოქმედება ხდება გონების არქიტექტურაში“.[33] სურათი მოგვითხრობს დომ კობის შესახებ, რომელიც სიზმრების მეშვეობით იპარავს სხვა ადამიანებიდან ინფორმაციას. გადაღებები დაიწყო 2009 წლის ზაფხულში და დასაწყისის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 16 ივლისს. ფილმი წარმატებული გამოდგა და ნომინირებული იყო რვა ოსკარზე, მათ შორის საუკეთესო სურათისა და სცენარისთვის, თუმცა მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანი ვერ მოხვდა ნომინანტ რეჟისორთა სიაში.[2].[34] რვიდან ფილმმა ოთხ ნომინაციაში გაიმრჯვა, რითაც მეფის სიტყვასთან ერთად გახდა სურათი, რომელმაც ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა დაჯილდოებაზე.[35]

2012 წელს ნოლანმა გადაიღო ბეტმენის ტრილოგიის დასასრული, — „ბნელი რაინდი: აღზევება“. კრისტოფერისა და გოიერის მიერ შექმნილი ისტორიის მიხედვით სცენარი დაწერა ჯონათან ნოლანმა და თავად კრისტოფერმა.[36][37] ფილმი კინოთეატრებში 2012 წლის 20 ივლისს გამოვიდა და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.

2008 წელს დევიდ ს. გოიერმა ბნელი რაინდი:აღზევებაზე მუშაობისას ნოლანს თავისი იდეები გააცნო სუპერმენის ეკრანიზაციის შესახებ. 2010 წლის მარტში ნოლანმა დაადასტურა, რომ ის და გოიერი მუშაობდნენ სუპერმენზე. Warner Bros.-მა ნოლანი პროდიუსერად, გოიერი კი სცენარისტად დაიქირავა. ამის შემდეგ, ნოლანი რეჟისორის ძებნას შეუდგა და საბოლოოდ ზაკ სნაიდერი შეარჩია. მთავარ როლზე სნაიდერმა დაამტკიცა ჰენრი კევილი,[38] მისი დედის, მართა კენტის როლზე კი დაიან ლეინი.[39]ფოლადის ადამიანი2013 წლის ზაფხულში გამოვიდა.

ვარსკვლავთშორისი და სამომავლო პროექტები

რედაქტირება

2013 წლის იანვარში ცნობილი გახდა რომ ნოლანი გადაიღებდა სამეცნიერო-ფანტასტიკურ „ვარსკვლავთშორისს“. სცენარის პირველი ვერსია ჯონათან ნოელმა დაწერა, რეჟისორად კი იმ დროს სტივენ სპილბერგი განიხილებოდა.[40] როლებზე დამტკიცდნენ მეთიუ მაკ-კონეჰი, ენ ჰეთეუეი, ჯესიკა ჩესტეინი, ბილ ირვინი და ელენ ბიურსტინი. კრისტოფერმა პირველად ითანამშრომლა ოპერატორ ჰოიტე ვან ჰოიტემასთან. მუსიკა ფილმისათვის დაწერა ჰანს ციმერმა.[41] Paramount Pictures-მა და Warner Bros.-მა ერთად დააფინანსეს პროექტი. სურათი 2014 წლის 5 ნოემბერს გამოვიდა და კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა. „ვარსკვლავთშორისი“ წარმატებული აღმოჩნდა ფინანსურადაც, — მისი ამჟამინდელი შემოსავალი $670 მილიონს აღემატება.[42][43][44] ამერიკული კინოს ინსტიტუტმა (AFI) ნამუშევარი წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარა.[45] ოსკარის 87-ე დაჯილდოებაზე გაიმარჯვა საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში, ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური სცენარის, ხმის მონტაჟის, ხმისა და მხატვრული გაფორმების კატეგორიებში.[46]

ნოლანი და ემა თომასი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ფილმისა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის დაბადება“, რომელიც 2016 წელს გამოვა ზაკ სნაიდერის რეჟისორობით.[47]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ემა თომასი და კრისტოფერ ნოლანი WonderCon-ზე (2010)

კრისტოფერ ნოლანი დაქორწინებულია ემა თომასზე, რომელიც მან ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლისას გაიცნო. თომასი არის Syncopy Films-ის თანადამაარსებელი და ნოლანის ყველა ფილმის პროდიუსერი, ინსომნიას გამოკლებით. წყვილი 1997 წელს დაქორწინდა და ლოს-ანჯელესში შვილებთან, ფლორასთან, ოლივერთან, რორისთან და მაგნუსთან ერთად ცხოვრობს. მაგნუსს აქვს ეპიზოდური როლი დასაწყისში. კრისის უმცროსი ძმა ჯონათანი ხშირად მუშაობს მასთან ერთად სცენარებზე; უფროსი ძმა, მეთიუ კი 2009 წელს დააპატიმრეს მკვლელობასთან კავშირის გამო,[48] თუმცა შემდეგ ბრალდებები მოეხსნა.[49] ჯონ ნოლანი, კრისტოფერის ბიძა განასახიერებს პოლიციელს ნოლანის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში, დევნა.

კრისტოფერი არის ცაცია[6] და დალტონიკი, რომელიც ვერ არჩევს წითელსა და მწვანეს.[50] მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქეობა. როგორც ნოლანმა განაცხადა, მას არ აქვს მობილური ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა, რაც მეტ დროს აძლევს ფიქრისთვის.[51]

ხშირი თანამშრომლები

რედაქტირება

მსახიობები

რედაქტირება
მსახიობი
დევნა
მემენტო
ინსომნია
ბეტმენი: დასაწყისი
პრესტიჟი
ბნელი რაინდი
დასაწყისი
ბნელი რაინდი: აღზევება
ვარსკვლავთშორისი
კრისტიან ბეილი        
კენ ვატანაბე    
ჯერემი თეობალდი    
მაიკლ კეინი            
სილიან მერფი      
გერი ოლდმენი      
მორგან ფრიმენი      
მარკ ბონი ჯუნიორი    
ტომ ჰარდი    
გუნდი დევნა
მემენტო
ინსომნია
ბეტმენი: დასაწყისი
პრესტიჟი
ბნელი რაინდი
დასაწყისი
ბნელი რაინდი: აღზევება
ემა თომასი              
ჯონათან ნოლანი        
დევიდ გოიერი      
ვოლი პფისტერი              
დოდი დორნი    
ლი სმითი          
დევიდ ჯულიანი        
ჰანს ციმერი        
ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი      

ფილმოგრაფია

რედაქტირება

მხატვრული ფილმები

რედაქტირება
წელი ფილმი მითითებულია, როგორც დისტრიბუცია შემოსავალი
რეჟისორი პროდიუსერი სცენარისტი
1998 დევნა დიახ დიახ დიახ Momentum Pictures
Zeitgeist Films
0.24 მილიონი აშშ დოლარი დაარქივებული 2014-02-23 საიტზე Wayback Machine.
2000 მემენტო დიახ დიახ Summit Entertainment 40 მილიონი აშშ დოლარი
2002 ინსომნია დიახ Warner Bros. 114 მილიონი აშშ დოლარი
2005 ბეტმენი: დასაწყისი დიახ დიახ 374 მილიონი აშშ დოლარი
2006 პრესტიჟი დიახ დიახ დიახ Buena Vista Pictures
Warner Bros.
110 მილიონი აშშ დოლარი
2008 ბნელი რაინდი დიახ დიახ დიახ Warner Bros. 1,005 მილიონი აშშ დოლარი
2010 დასაწყისი დიახ დიახ დიახ 826 მილიონი აშშ დოლარი
2012 ბნელი რაინდი: აღზევება დიახ დიახ დიახ 1,084 მილიონი აშშ დოლარი
2013 ადამიანი ფოლადისგან დიახ ამბავი 668 მილიონი აშშ დოლარი
2014 უპირატესობა აღმ. 103 მილიონი აშშ დოლარი
ვარსკვლავთშორისი დიახ დიახ დიახ Warner Bros.
Paramount Pictures
672 მილიონი აშშ დოლარი
2016 ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი აღმ.[47]
2017 დიუნკერკი დიახ დიახ დიახ

მოკლემეტრაჟიანი ფილმები

რედაქტირება
წელი ფილმი მითითებულია, როგორც
რეჟისორი პროდიუსერი სცენარისტი
1989 ტარანტელა დიახ დიახ დიახ
1996 ქურდობა დიახ დიახ დიახ
1997 ლომჭიანჭველა დიახ დიახ დიახ

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

პუბლიკაციები

რედაქტირება
სტატიები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Index entry. FreeBMD. ONS. ციტირების თარიღი: 8 March 2016.
  2. 2.0 2.1 Nominations by Category - 83rd Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2011-01-25.
  3. „Biography for Christopher Nolan“. IMDb. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
  4. http://www.theage.com.au/articles/2002/09/07/1031115958092.html
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-11. ციტირების თარიღი: 2010-06-28.
  6. 6.0 6.1 6.2 Christopher Nolan - Biography. www.christophernolan.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-26. ციტირების თარიღი: 2011-02-27.
  7. Lawrence, Will (2010-06-19). „Christopher Nolan interview for Inception“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
  8. 8.0 8.1 „Christopher Nolan“. Yahoo Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-25. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
  9. Interview with Christopher Nolan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-05. ციტირების თარიღი: 2010-06-28.
  10. Duncker, Johannes. (2002-06-06) The Making of Following. christophernolan.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2008-05-19.
  11. Release dates for Following. IMDb. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
  12. მოტრემი, გვ. 177.
  13. მოტრემი გვ. 151–152
  14. მოტრემი გვ. 107-8
  15. Release dates for Memento. IMDb. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
  16. Christopher Nolan - Awards & Nominations. Yahoo Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-25. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
  17. Thom, Fred. Insomnia Review. ციტირების თარიღი: 2011-02-28.
  18. The Keys To The Street. christophernolan.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-20. ციტირების თარიღი: 2011-02-12.
  19. Graham, Bill (2010-09-06). „Gemma Arterton Set for THE KEYS TO THE STREET and IN WITH THE OUTLAWS; Met with Ridley Scott for ALIEN Prequels“. Collider. ციტირების თარიღი: 2011-02-12.[მკვდარი ბმული]
  20. Fleming, Michael (January 27, 2003). 'Batman' captures director Nolan“. Variety. ციტირების თარიღი: November 2, 2006.
  21. Brodesser, Claude; Dunkley, Cathy (2003-03-26). „Inside Move: WB jump starts Batmobile“. Variety. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი, 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  22. 22.0 22.1 Jeff Goldsmith (2006-10-28). „The Prestige Q&A: Interview with Jonathan Nolan“. Creative Screenwriting Magazine Podcast. Creative Screenwriting. ციტირების თარიღი: 2007-07-24.[მკვდარი ბმული]
  23. Michael Fleming, David S. Cohen (2005-10-02). „Meet the men of magic“. Variety. ციტირების თარიღი: 2007-03-05.
  24. The Prestige (2006)
  25. Nolan Talks Next. IGN FilmForce (12 October 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-19. ციტირების თარიღი: 2007-03-09.
  26. Garth Franklin. (31 July 2006) It's Official: "Batman 2" Gets A Title. DarkHorizons.com. ციტირების თარიღი: 2007-03-09.
  27. Full cast and crew for The Dark Knight. IMDb. ციტირების თარიღი: 2011-03-04.
  28. [http://www.imdb.com/title/tt0468569/releaseinfo Release dates for The Dark Knight]. IMDb. ციტირების თარიღი: 2011-03-04.
  29. The Dark Knight Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-11. ციტირების თარიღი: 2010-06-28.
  30. All Time Worldwide Box Office Grosses.
  31. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-12. ციტირების თარიღი: 2011-02-27.
  32. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-24. ციტირების თარიღი: 2011-02-27.
  33. Fleming, Michael (February 11, 2009). „Nolan tackles 'Inception' for WB“. Variety. ციტირების თარიღი: April 2, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  34. Fleming, Michael (April 1, 2009). „Trio in talks for 'Inception'. Variety. ციტირების თარიღი: April 2, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  35. Winners and Nominees. ციტირების თარიღი: 2011-01-25.
  36. Bettinger, Brendan (10 March 2010). „Christopher Nolan Speaks! Updates on Dark Knight Sequel and Superman Man of Steel“. Collider.com.
  37. Boucher, Geoff (27 October 2010). „Christopher Nolan reveals title of third Batman film and that 'it won't be the Riddler'. Los Angeles Times.
  38. Fischer, Russ (2011-01-30). „Henry Cavill Cast as ‘Superman’“. Slashfilm. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  39. Fleming, Mike (2011-03-02). „Warner Bros Sets Diane Lane For Superman's Adopted Mother, Martha Kent“. Deadline. ციტირების თარიღი: 2011-03-02.
  40. „Christopher Nolan's 'Interstellar': 'Dark Knight Rises' Director Lines Up Next Project“. Huffington Post. 9 January 2013.
  41. Berlin: Hans Zimmer Talks Christopher Nolan's Interstellar and the Influence of the Dark Knight Trilogy Score on Blockbuster Filmmaking. Collider.
  42. Christopher Nolan's 'Interstellar' To Be Paramount–Warner Bros Co-Production And Joint Distribution
  43. Interstellar Reviews. metacritic.com. Metacritic.
  44. Interstellar (2014). Box Office Mojo.
  45. Kilday, Gregg (December 9, 2014). „AFI List of Top 10 Films Expands to Include 11“. The Hollywood Reporter.
  46. Oscars 2015: See the Full List of Nominees. Time (January 15, 2015).
  47. 47.0 47.1 Charles Roven: Ben Affleck "Was the First Guy We Went to" for Batman Role. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 13 October 2014.
  48. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-03. ციტირების თარიღი: 2011-02-27.
  49. http://www.bringdadahomesafely.com/index.php დაარქივებული 2010-12-14 საიტზე Wayback Machine. Nolan Family Blog
  50. Brett, Anwar. Christopher Nolan - Interview. BBC. ციტირების თარიღი: 2011-02-27.
  51. Saito, Stephen. (2010-06-12) Christopher Nolan: No 3D, no cell phone, lots of diagrams.. IFC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2011-03-02.