გაი ედვარდ პირსი (ინგლ. Guy Edward Pearce დ. 5 ოქტომბერი, 1967)[1]ინგლისში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი.[2]

გაი პირსი

პირსი 2012 წელს
დაბადების სახელი გაი ედვარდ პირსი
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1967 (1967-10-05) (56 წლის)
ილი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი, მუსიკოსი
აქტიური 1985-დღემდე
მეუღლე(ები) კეიტ მესტიცი (იქ. 1997–2005)
შვილ(ებ)ი 1
საიტი guypearce.net

სახელი გაითქვა მაიკ იანგის როლით ავსტრალიურ ტელესერიალში „მეზობლები“. მონაწილეობს ფილმებში: „უდაბნოს დედოფალი პრისცილას თავგადასავალი“ (1994), „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი“ (1997), „მძარცველები“ (1999), „მემენტო“ (2000), „გრაფი მონტე კრისტო“ (2002), „გზა“ (2009), „ცხოველთა სამეფო“ (2010), „მეფის სიტყვა“ (2010), „პრომეთე“ (2012), „რკინის კაცი 3“ (2013) და „როვერი“ (2014)

დაიბადა ინგლისის ქალაქ ილში.[3] იგი სამი წლის იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჯილონგში, ავსტრალიაში. 1976 წელს, ავიაკატასტროფაში დაეღუპა მამა.[1][4][5] პირსი ადრეულ ასაკში დაინტერესებული იყო თეატრით. თერთმეტი წლის ასაკში პირველად გავიდა სცენაზე, ხოლო 1985 წელს დაამტკიცეს მაიკ იანგის როლზე ტელესერიალში „მეზობლები“.

მიღებული აქვს პრაიმტაიმის ემის ჯილდო, აგრეთვე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის, AACTA Awards-ისა და კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებებზე.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1986–1989 მეზობლები Neighbours მაიკ იანგი
1991 ნადირობა Hunting შარპი
1994 უდაბნოს დედოფალი პრისცილას თავგადასავალი The Adventures of Priscilla, Queen of the Desert ადამ უაიტლი/ფელიცია ჯოლიგუდფელოუ
1996 მათი სხეულები გადაცვალეს Dating the Enemy ბრეტი
1997 ფლინი Flynn ეროლ ფლინი
1997 ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი L.A. Confidential ედ ექსლი
1998 Brand New World ჯიმი კომპტონი
1999 „მძარცველები Ravenous ჯონ ბოიდი
1999 A Slipping-Down Life დრამსტრინგს კეისი
2000 ბრძოლის წესები Rules of Engagement მარკ ბიგსი
2000 მემენტო Memento ლეონარდ შელბი
2002 მძიმე სიტყვა The Hard Word დეილი
2002 გრაფი მონტე კრისტო The Count of Monte Cristo ფერნანდ მონდეგო
2002 სანამ ადამიანთა ხმები გაგვაღვიძებენ Till Human Voices Wake Us სემ ფრენკი
2004 ორი ძმა Two Brothers ეიდან მაკროი
2005 შეთავაზება The Proposition ჩარლი ბერნსი
2006 პირველი თოვლი First Snow ჯიმი სტარკსი
2006 მე შევაცდინე ენდი უორჰოლი Factory Girl ენდი უორჰოლი
2008 სასიკვდილო ნომერი Death Defying Acts ჰარი ჰუდინი
2008 Winged Creatures ბრიუს ლერები
2008 მოღალატე Traitor როი კლეიტონი
2008 ზღაპრები ძილის წინ Bedtime Stories კენდალი
2008 ქარიშხლის მბრძანებელი The Hurt Locker მეტ ტომპსონი
2009 სხვის ტყავში In Her Skin მისტერ ბარბერი
2009 გზა The Road Veteran
2010 მეფის სიტყვა The King's Speech ედუარდ VIII
2010 ცხოველთა სამეფო Animal Kingdom ნეითან ლეკი
2011 33 ღია ბარათი 33 Postcards დინ რენდალი
2011 ნუ გეშინია სიბნელის Don't Be Afraid of the Dark ალექს ჰირსტი
2011 სამართლის ძიებაში Seeking Justice საიმონი
2011 მილდრედ პირსი Mildred Pierce მონტი ბერაგონი
2012 გარღვევაზე Lockout მერიონ სნოუ
2012 პრომეთე Prometheus პიტერ უეილანდი
2012 უკანონო Lawless ჩარლი რეიკსი
2013 ისუნთქე ღრმად Breathe In კეით რეინოლდსი
2013 რკინის კაცი 3 Iron Man 3 ოლდრიხ კილიანი
2014 სიძულვილი, სიყვარული Hateship, Loveship კენი
2014 როვერი The Rover ერიკი
2015 შედეგები Results ტრევორი
2015 არ გაუშვა Holding the Man დიკ კონიგრეივი
2015 თანასწორები Equals ჯონასი
2016 გენიოსი Genius ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
2016 ბრიმსტოუნი Brimstone მღვდელი
2016 უცხო: აღთქმა Alien: Covenant პიტერ ვეილანდი
2016–2018 ჯეკ აირიში Jack Irish ჯეკ აირიში
2017 სვინგ საფარი Swinging Safari კეით ჰოლი
2018 ორმაგი აგენტის თამაში The Catcher Was a Spy რობერტ ფურმანი
2018 სიგიჟის ზღვარზე Spinning Man ევან ბირხი
2018 მარია, შოტლანდიის დედოფალი Mary Queen of Scots უილიამ სესილი
2019 დომინო Domino ჯოუ მარტინი
2019 საშობაო ზღაპარი A Christmas Carol ებენეზერ სკრუჯი
2020 ბლადშოტი Bloodshot ემილ ჰარტინგი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Guy Pearce Biography (1967–). Filmreference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 3, 2016. ციტირების თარიღი: 13 April 2011.
  2. Gary Dretzka. (1 ივნისი, 2003) An Interview With Guy Pearce. Movie City News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ნოემბერი, 2008. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2009.
  3. In profile: Iron Man actor Guy Pearce. Ely-News.co.uk (19 აპრილი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი, 2013. ციტატა: „Ely-born actor Guy Pearce...“ ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2013.
  4. Aviation Safety Network. Retrieved 4 February 2019.
  5. Iley, Chrissy (4 March 2007). „Portrait of the artist“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 4 May 2010.