ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ინგლ. University College London, UCL) — დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი. შეიქმნა 1826 წელს შოტლანდიელი პოეტის, ტომას კემპბელისა და ადვოკატის, ჰენრი ბრუმის ინიციატივით როგორც ლონდონის უნივერსიტეტი. გათვლილი იყო სხვადასხვა აღმსარებლობის, ეროვნებისა და სქესის (ქალების მიღება დაიწყეს 1878 წლიდან) სტუდენტებზე. მის „სულიერ მამად“ ითვლება ჯერემი ბენთამი. დამაარსებლები ახალ უნივერსიტეტს უყურებდნენ როგორც ალტერნატივას ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებისათვის, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ანგლიკანურ ეკლესიასთან. თავდაპირველად მოიცავდა ქიმიის და რამდენიმე უცხო ენის ფაკულტეტებს, მოგვიანებით გაიხსნა მათემატიკის, გეოგრაფიის, ფსიქოლოგიისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტები, 1836 წელს ლონდონის სამეფო კოლეჯთან ერთად გახდა ლონდონის უნივერსიტეტის საფუძველი, 1907 წლიდან მის შემადგენლობაშია, თანამედროვე სახელი ეწოდება 1976 წლიდან.[11]

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
დევიზი Cuncti adsint meritaeque expectent praemia palmae.
დაფუძნდა 1826
დამფუძნებელი (-ები) ჰენრი ბრუმი
ტიპი უნივერსიტეტის კოლეჯი, აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება, უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო ორგანიზაცია
სტუდენტი 23 250
მისამართი University College London, Gower Street, London, WC1E 6BT
მდებარეობა ბლუმსბერი, ლონდონი[1] და Stratford
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო[1]
ტელეფონი +44-20-7679-2000 და +44-2076792000
კავშირები რასელის ჯგუფი[2] , ORCID[3] [4] , Jisc[5] , iRODS კონსორციუმი[6] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[7] , ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა, თანამეგობრობის უნივერსიტეტების ასოციაცია, ოქროს სამკუთხედი, arXiv[8] , Committee on Publication Ethics[9] , ELIXIR UK და University and College Union[10]
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი — გაერთიანებული სამეფო
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
https://www.ucl.ac.uk[1]

1834 წელს გაიხსნა ჩრდილოეთ ჰოსპიტალი, 1871 წელს — ფელიქს სლეიდის ნატიფი ხელოვნების სკოლა, 1948 წელს — ჯორჯ ისტმენის სტომატოლოგიური ინსტიტუტი, 1959 წელს — ევროპული კულტურის შესწავლის მსოფლიოში პირველი ინსტიტუტი, 1966 წელს მალარდის კოსმოსური სამეცნიერო ლაბორატორია, 1999 წელს — სლავური და აღმოსავლეთევროპული კვლევების სკოლა, 2001 წელს — ჯილ დანდოს კრიმინალისტიკის ინსტიტუტი (დანაშაულის შემცირების პროგრამების შემუშავების მსოფლიოში პირველი ცენტრი), 2006 წელს — ლონდონის ნანოტექნოლოგიების ცენტრი (ლონდონის საიმპერიო კოლეჯთან ერთად).[11]

კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა შორისაა: ალექსანდერ ბელი, ფრენსის გალტონი, მაჰათმა განდი, ჯომო კენიატა, ჯონ სტიუარტ მილი, ნობელის პრემიის 30-მდე ლაურეატი, მ.შ. უილიამ ლორენს ბრეგი, ჰენრი ჰალიტ დეილი, ფრენსის კრიკი, ჯონ ო’კიფი, ოტო ლევი, პოლ ნერსი, უილიამ რამზაი, ოუენ რიჩარდსონი, რაბინდრანათ თაგორი.[11]

სტრუქტურაშია (2016): 11 ფაკულტეტი, 100-ზე მეტი დეპარტამენტი, ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი, 17 მსხვილი ბიბლიოთეკა, 7 მუზეუმი, მ.შ. ზოოლოგიის დიდი (1828), სამხატვრო (1847), პიტრის სახელობის ეგვიპტის არქეოლოგიური (1892), ფრენსის ჰალტონის ინსტუმენტებისა და პრეპარატების კოლექცია. სწავლობს 36 ათასამდე სტუდენტი მსოფლიოს 150 ქვეყნიდან (2016).[11]

2016–2017 წლების შეფასებით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტთა რეიტინგში (QS World University Rankings) მე-7 ადგილს იკავებს (თავისუფლების ინდექსი — 95,6), მ.შ. სამეცნიერო რეპუტაცია — 99,8, რეპუტაცია დამსაქმებლებთან — 99,3.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება