უილიამ ლორენს ბრეგი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უილიამ ლორენს ბრეგი (ინგლ. Sir William Lawrence Bragg; დ. 31 მარტი, 1890, ადელაიდა, სამხრეთ ავსტრალია — გ. 1 ივლისი, 1971, ვალდრინგფილდი, იფსუიჩი, ინგლისი) — ავსტრალიაში დაბადებული ბრიტანელი ფიზიკოსი და X-სხივების კრისტალოგრაფი, ბრეგის კანონის (X-სხივების დიფრაქციაზე) აღმომჩენი (ეს კანონი ძირითადად განსაზღვრავს კრისტალების სტრუქტურას). იგი 1915 წელს მამასთან, უილიამ ჰენრი ბრეგთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „მათ მიერ გაწეული შრომისთვის რენტგენის სხივებით გაკეთებული კრისტალური სტრუქტურის ანალიზზე“.[23]

უილიამ ლორენს ბრეგი
ინგლ. William Lawrence Bragg[1]
დაბ. თარიღი 31 მარტი, 1890(1890-03-31)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ადელაიდა[10]
გარდ. თარიღი 1 ივლისი, 1971(1971-07-01)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (81 წლის)
გარდ. ადგილი იფსუიჩი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[11]
 ავსტრალია
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, კრისტალოგრაფი და ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი მანჩესტერის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ადელაიდის უნივერსიტეტი, ტრინიტის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი, ლიდზის უნივერსიტეტი[12] , დედოფლის კოლეჯი და წმინდა პეტრეს კოლეჯი
განთქმული მოსწავლეები ჯონ როჯერსი და ჯონ დესმონდ ბერნალი[12]
მეუღლე ელის გრეის ჯენი ჰოპკინსონი[13]
მამა უილიამ ჰენრი ბრეგი[14] [13]
დედა გვენდოლინ ტოდი[13]
შვილ(ებ)ი სტივენ ბრეგი და პეიშენს მერი ბრეგი[13]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამხედრო ჯვარი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, კოპლის მედალი[15] , როებლინგის მედალი[16] , სამეფო მედალი, ნობელის პრემია ფიზიკაში[17] [18] , ჰიუზის მედალი, მატეუჩის მედალი, რენტგენის მედალი, ავგუსტ ვილჰელმ ჰოფმანის მედალი[19] , ბეიკერის სახელობის ლექცია, ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი, გატრის ლექცია[20] , რაინდი-ბაკალავრი, დალტონის მედალი, მაქსველის ლექცია, ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი[21] და doctor honoris causa from the University of Paris[22]

ადრეული წლები

რედაქტირება

უილიამ ლორენს ბრეგი დაიბადა 1890 წლის 31 მარტს ადელაიდაში, სამხრეთ ავსტრალიაში. მან ადრეულ ასაკშივე გამოავლინა მეცნიერებისადმი ინტერესი. მისი მამა, უილიამ ჰენრი ბრეგი იყო უფროსი პროფესორი ადელაიდის უნივერსიტეტში. სკოლაში შესვლიდან მალევე ლორენსი გადმოვარდა საკუთარი ტრიციკლიდან და ხელი მოიტეხა. მისი მამა ამ პერიოდში ეცნობოდა ვილჰელმ რენტგენის ექსპერიმენტებს, რომლებსაც ევროპაში ახორციელებდა. აგრეთვე უილიამ ჰენრი ბრეგი საკუთარ ექსპერიმენტებს აწარმოებდა და სწორედ საკუთარი შვილის მოტეხილ ხელზე ჩაატარა ერთ-ერთი ექსპერიმენტი — ანუ გამოსცადა მის მიერ შექმნილი აღჭურვილობა. ეს ფაქტი იყო ავსტრალიაში X-სხივების პირველი ქირურგიული გამოყენება.

ბრეგიმ წმინდა პიტერის კოლეჯიში სწავლის დაწყების შემდეგ (1905) იგი შევიდა ადელაიდის უნივერსიტეტში ,სადაც სწავლობდა მათემატიკას, ქიმიასა და ფიზიკას. ეს სასწავლებელი მან 1908 წელს დაასრულა. ამავე წელს მისმა მამამ ლიდის უნივერსიტეტში მიიღო ქავენდაშის მდივნის თანამდებობა და ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში. ბრეგი აქ უკვე შევიდა ტრინიტის კოლეჯში (კემბრიჯში) და 1909 წლის შემოდგომაზე მიიღო სტიპენდია მიუხედავად იმისა, რომ მან გამოცდა პნევმონიის გამო მწოლიარემ ჩააბარა. 1914 წელს ბრეგი აირჩიეს ტრინიტის კოლეჯის „ამხანაგად“ — კემბრიჯიში „ამხანაგობა“ გულისხმობდა დისერტაციის წარდგენას და მის დაცვას.[24][25]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

უილიამ ლორენს ბრეგის ცოლი იყო ალისი ჰოპკინსონი (1899-1989). მათ ჰყავდათ ოთხი შვილი: სტივენ ლოურენსი (1923–2014), დევიდ უილიამი (1926–2005), მარგარეტ ალისი (დაიბადა 1931 წელს) და მერი (დაიბადა 1935 წელს).

ბრეგის ჰობებში შედიოდა: ხატვა (ოჯახის წერილები ილუსტრირებულია ცოცხალი სკეტჩებით), ლიტერატურა და მებაღეობა, რომლის მიმართაც ინტერესს მთელი ცხოვრების განმავლობაში იჩენდა.[26]

იგი გარდაიცვალა 1971 წლის 1 ივლისს ვალდრინგფილდში, იფსუიჩში. იგი დაკრძალეს ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯში.

ჯილდოები და პატივი

რედაქტირება

ბრეგი 1921 წელს აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად.[27] 1939-1943 წლებში იგი იყო ლონდონის ფიზიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი.[24]

1992 წლიდან ავსტრალიის ფიზიკის ინსტიტუტი გასცემს „ბრეგის ოქროს მედალს“ ფიზიკაში წარმატებისათვის.[28] ეს ხდება ლოურენს ბრეგის და მამის პატივსაცემად.

მისი სხვა ჯილდოებიდან აღსანიშნავია: ნობელის პრემია ფიზიკის დარგში (1915), მატეუჩის მედალი (1915), ჰუგეს მედალი (1931), სამეფო მედალი (1946) და კოპლეის მედალი (1966).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #119560275 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Lonsdale K. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.0 9.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  10. Брэгг Уильям Лоренс // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  11. LIBRISNational Library of Sweden, 2012.
  12. 12.0 12.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Kindred Britain
  14. The Greatest Father-Son Team In Science // Forbes / S. ForbesNYC: Forbes, 2016. — ISSN 0015-6914
  15. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  16. Mineralogical Society of America — 1919.
  17. The Nobel Prize in Physics 1915Nobel Foundation.
  18. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  19. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/august-wilhelm-von-hofmann-commemorative-medal.html
  20. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html
  21. https://www.royalsociety.org.nz/who-we-are/our-people/our-fellows/all-honorary-fellows/
  22. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1946. — P. 7930. — ISSN 0242-6773
  23. The Nobel Prize in Physics 1915. Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2018-04-26.
  24. 24.0 24.1 Cambridge Physicists - William Lawrence Bragg. Cambridge Physics. Cavendish Laboratory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 26 April 2018.
  25. See Fred Hoyle's remarks regarding Hutchinson in 1965 Galaxies, Nuclei and Quasars p. 38 London:Heinemann and also R J N Phillips 1987 "Some Words from a Former Student" in Tribute to Paul Dirac, Bristol:Adam Hilger, p. 31.
  26. Thomson, Patience (2013). „A tribute to W. L. Bragg by his younger daughter“ (PDF). Acta Crystallographica Section A. A69: 5–7. ციტირების თარიღი: 24 December 2012.
  27. Phillips, D. (1979). „William Lawrence Bragg. 31 March 1890-1 July 1971“. Biographical Memoirs of Fellows of the Royal Society. 25: 74–143. doi:10.1098/rsbm.1979.0003. JSTOR 769842.
  28. Bragg Gold Medal for Excellence in Physics დაარქივებული 14 July 2014 საიტზე Wayback Machine.