სამხრეთი ავსტრალია

(გადამისამართდა გვერდიდან სამხრეთ ავსტრალია)
სამხრეთი ავსტრალია
სამხრეთი ავსტრალია, დროშა სამხრეთი ავსტრალია, გერბი
დევიზი: არ აქვს
მეტსახელი: ფესტივალების შტატი
ავსტრალიის რუკაზე
დედაქალაქი ადელაიდა
ფართობი
 * საერთო
 * ხმელეთი
 * წყალი
 
1 043 514 კმ² (მე-4 ადგილი)
983 482 კმ²
60 032 კმ² (5,75%)
მოსახლეობა (2011)
 * რაოდენობა
 * სიმჭიდროვე
 
1 596 572 (მე-5 ადგილი)
1,62/კმ² (მე-6 ადგილი)
დროის სარტყელი UTC+09:30 (ზაფხულში UTC+10:30)
პარლამენტი
 * წარმომადგენელთა რაოდენობა
 * სენატორების რაოდენობა
 
11
12
აბრევიატურა
 * საფოსტო
 * ISO 3166-2
 
SA
AU-SA
ვებ-გვერდი
{{{ვებ-გვერდი}}}

სამხრეთი ავსტრალია (ინგლ. South Australia) — შტატი ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში. 1644 წელს ეს ტერიტორია გამოიკვლია აბელ ტასმანმა, 1834 წელს გაჩნდა პირველი ევროპული დასახლება, 1836–დან ავსტრალიის პროვინციაა, 1901–დან — შტატი.

  • ქალაქებიადელაიდა (1 103 979 ადამიანი (2011)[1]), დაარს. 1836; უაიალა, მაუნტ-გამბირი.

გეოგრაფია

რედაქტირება

შტატის ტერიტორია მდებარეობს კონტინენტის ყველაზე მშრალ ტერიტორიაზე, ხოლო მისი საერთო ფართობია 983 482 კმ², რაც სიდიდით მეოთხეა ავსტრალიის შტატებში. დასავლეთით ესაზღვრება დასავლეთ ავსტრალიას, ჩრდილოეთით — ჩრდილოეთ ტერიტორიას და კუინზლენდს, აღმოსავლეთით — ახალ სამხრეთ უელსს და ვიქტორიას. სამხრეთიდან გარს ეკვრის ავსტრალიის დიდი ყურე და სამხრეთის ოკეანე. შტატის ნიადაგს ძირითადად წარმოადგენს არიდული და ნახევრადარიდული ზონები, რომლებიც დაყოფილები არიან რამდენიმე არცთუ ისე მაღალ მთიან ქედებად, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მაუნტ-ლოფტი-ფლინდერსის ქედი, რომელიც გადაჭიმულია 800 კმ-ზე ჯერვისის კონცხის ჩრდილოეთიდან ტორენსის ტბის ჩრდილოეთამდე და მარილიან ტბებამდე. შტატის წველაზე მაღალი წერტილია ვუდროფის მთა (სიმაღლე 1435 მ), რომელიც ეკუთვნის მასგრეივის ქედს შტატის მოშორებულ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში[2]. პრაქტიკულად დაუსახლებელი შტატის დასავლეთი ნაწილი მდებარეობს ნულარბორის ვაკეზე.

სამხრეთი ავსტრალია ესაზღვრება ქვეყნის ყველა შტატს და ტერიტორიას, ფედერალური ტერიტორიის და ტასმანიის გარდა. ტერიტორია, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც ჩრდილოეთი ტერიტორია, ჯერ 1863 წელს შეუერთდა სამხრეთ ავსტრალიას და 1911 წელს გადაეცა მას ფედერალურ დაქვემდებარებაში, ხოლო შემდგომში გახდა ავსტრალიის ცალკე ტერიტორია.

შტატის სამხრეთი სანაპიროს გარს ეკვრის სამხრეთის ოკეანე, რომელშიც შეჭრილია ნახევარკუნძულები ეირი, იორკი და ფლორო.

საშუალო ტემპერატურა შეადგენს 29 °C იანვარში და 15 °C ივლისში. დღის ტემპერატურამ შტატის ზოგიერთ ნაწილში შეიძლება მიაღწიოს 48 °C იანვარში და თებერვალში.

მაქსიმალური დარეგისტრირებული ტემპერატურა: 50,7 °C (123,3 °F), უდნადატა, 1960 წლის 2 იანვარი (მაქსიმალური დარეგისტრირებული ტემპერატურა მთელ ავსტრალიაში).

მინიმალური დარეგისტრირებული ტემპერატურა: −8,2 °C (17,2 °F), იონგალა, 1976 წლის 20 ივლისი[3]

არსებული მონაცემებით, პირველი ევროპელები, რომლებმაც გამოიკვლიეს ავსტრალიის სამხრეთი სანაპიროები, იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები, რომლებმაც აქ მოცურეს 1627 წელს გემით Gulden Zeepaert, რომელსაც მეთაურობდა კაპიტანი ფრანსუა ტეისენი. სანაპიროს პირველი რუკა შეადგინეს მეტიუ ფლინდერსმა და ნიკოლა ბოდენმა 1802 წელს. ბოდენმა მას დაარქვა ნაპოლეონის მიწა.

ავსტრალიის ყველა სხვა შტატებისაგან განსხვავებით, სამხრეთი ავსტრალია დაარსდა, როგორც დიდი ბრიტანეთიდან გადასახლებულთა თავისუფალი დასახლება, და არა, როგორც გადასახლებული კატორღელების კოლონია. შტატის დასახლება დაიწყო 1836 წლის 28 დეკემბერს, როდესაც იგი შტატად ოფიციალურად გამოაცხადა მაშინდელმა გუბერნატორმა ჯონ ჰაინდმარშმა. შტატის განვითარების ძირითად პრინციპებად აღიარეს სისტემატიური კოლონიზაციის თეორია, რომელიც შეიმუშავა ედვარდ უეიკფილდმა და შემდგომში გამოყენებულ იქნა ახალზელანდიური კომპანიის დროს. განვითარების მიზნად ითვლებოდა პროვინციის დაფუძნება, როგორც ცივილიზაციის ცენტრი თავისუფალი იმიგრანტებისთვის, სადაც დაცული იქნებოდა მათი სამოქალაქო და რელიგიური უფლებები. თუმცა შტატის ისტორია ხასიათდებოდა ეკონომიკური სიძნელეებით, სამხრეთი ავსტრალია რჩებოდა აქტიურ რეგიონად პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში.

1834 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო აქტი სამხრეთ ავსტრალიის შესახებ, რომელმაც დააფუძნა სამხრეთი ავსტრალია, როგორც პროვინცია. აქტის თანახმად კოლონიისთვის უნდა გამოყოფილიყო ტერიტორია 802 511 კმ², ასევე დამტკიცდა მისი სტატუსი, როგორც თავისუფალი დასახლება. იგეგმებოდა, რომ ზუსტად ეს პროვინცია გახდებოდა ბრიტანული საზოგადოების ყველა დადებითი თვისებების გამოხატულება, რომ აქ არ იქნებოდა რელიგიური დისკრინიმაცია ან უმუშევრობა.

პირველი ცხრა გემი, რომელთა ბორტზე იმყოფებოდა 636 გადმოსახლებული, მიადგა კინგსკოტს კუნძულ კენგურუზე, რომელიც იქ იქამდე დარჩა, სანამ არ შეირჩა კოლონიისათვის ოფიციალური ადგილი დღევანდელი ადელაიდის ტერიტორიაზე. პირველი იმიგრანტები მოვიდნენ ჰოლდფასტის ყურეში (დღევანდელ გლენელგთან ახლოს) 1836 წლის ნოემბერში და კოლონია ოფიციალურად გამოცხადდა 1836 წლის 28 დეკემბერს. ეს დღე სამხრეთ ავსტრალიაში გახდა დღესასწაული. ავსტრალიის სხვა ტერიტორიებთან შედარებით, რომლებიც ასევე კოლონიებად ითვლებოდნენ, სამხრეთ ავსტრალიას თავიდანვე ერქვა ბრიტანეთის პროვინციის თავისუფალი დასახლება.

1861 წელს სამხრეთ ავსტრალიაში შევიდა აქტიური საარჩევნო უფლება, სადაც ქალებს მიეცათ უფლება არჩეულიყვნენ პარლამენტში 1894 წლიდან.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

სამხრეთ ავსტრალიის შტატი იყოფა 74 ადგილობრივი თვითმმართველობის რაიონებად. ასეთი რაიონების რამდენიმე ტიპი არსებობს:

  • ქალაქები (ინგლ. City);
  • სასოფლო ქალაქები (ინგლ. Rural City);
  • მუნიციპალიტეტები/მუნიციპალური საბჭოები (ინგლ. Municipality/Municipal Council)
  • საოლქო საბჭოები (ინგლ. District Council);
  • რეგიონალური საბჭოები (ინგლ. Regional Council);
  • აბორიგენთა საბჭოები (ინგლ. Aboriginal Council).

შტატის ტერიტორიის თითქმის 60 % მცირედდასახლებული ტერიტორიების განვითარების თანამეგობრობის — ტრასტის მმართველობაშია (ინგლ. Outback Areas Community Development Trust).

მოსახლეობა

რედაქტირება

შტატის მოსახლეობაა — 1 596 572 ადამიანი[4] (2011), რაც შეადგენს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 7,4 პროცენტს. მოსახლეობის რაოდენობით შტატს ქვეყანაში უკავია მეხუთე ადგილი. მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს შტატის დედაქალაქში — ადელაიდაში, ხოლო სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა — სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ არსებულ ნაყოფიერ ტერიტორიებზე და მდინარე მურეის აუზში.

ეკონომიკა

რედაქტირება

შტატის ეკონომიკა დაფუძნებულია სოფლის მეურნეობაზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე და წარმოებაზე. შტატში ბოლო დროს აქტიურად ვითარდება ფინანსური სექტორი.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მარცვლეულის მოყვანა, მეღვინეობა და მეცხვარეობა. ყველა ავსტრალიური ღვინოების ნახევარზე მეტი აქ იწარმოება.

საწარმოო სექტორი მთავარ როლს თამაშობს შტატის ეკონომიკაში, აკმაყოფილებს რა სამხრეთ ავსტრალიის მთლიანი შიდა პროდუქტის 15 %-ს და ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს. შტატში ხდება ავტომანქანების და მისი კომპონენტების წარმოება (2006 წელს ქვეყანაში წარმოებული ყველა ავტომანქანის 44 %), ფარმაცევტული და თავდაცვის საწარმოების (2,1 % მშპ, 2002—2003 წლები). სამხრეთ ავსტრალიის ეკონომიკა ორიენტირებულია უფრო მეტად ექსპორტზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ავსტრალიური შტატის ეკონომიკა. შემოსავლები საექსპორტო ოპერაციებიდან შეადგენენ დაახლოებით 10 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს წელიწადში, რომელიც 2002—2003 წლებში 8,8 %-ით გაიზარდა.

შტატის კვების წარმოების მოცულობა და სოფლის მეურნეობა შეადგენს დაახლოებით 10 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს.

რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ ავსტრალიის ეკონომიკის ზრდა მიმდინარეობს უფრო ნელა, ვიდრე ავსტრალიის სხვა შტატებში (2,1 % 2002—2003 წლებში), მაგრამ შემდეგ ძირითადი მაჩვენებლები გამოსწორდა (ზრდის პროგნოზმა შეადგინა 3,5 % 2006/2007 წლებში). სამხრეთ ავსტრალიის საკრედიტო რეიტინგი გაიზარდა AAA+ მაჩვენებლამდე, მნიშვნელოვანი დაქვეითების შემდეგ, რომელიც გამოწვეული იყო სამხრეთ ავსტრალიის მთავარი ბანკის გაკოტრების გამო. 2004 წლიდან დაწყებული სამხრეთ ავსტრალიის მშპ-მა შეადგინა $48,9 მილიარდ ავსტრალიურ დოლარი, ხოლო მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე — $32 996. ექსპორტის მოცულობამ 2006 წელს შეადგინა $9,0 მილიარდი, იმპორტის — $6,2 მილიარდი ავსტრალიური დოლარი. 2006 წელს საბინაო მშენებლობის ზრდამ შეადგინა 80 %.

სამხრეთ ავსტრალიის ეკონომიკა გადანაწილებულია შემდეგ სექტორებად (2006 წლის ოქტომბრის მონაცემები მილიარდ ავსტრალიურ დოლარში):

  • ხორცი და ხორცის გადამუშავება: 463,1
  • მარცვლეული: 487,5
  • ღვინის წარმოება: 1482,2
  • მატყლი და მეცხვარეობის პროდუქტები: 160
  • მანქანათწარმოება: 379,5
  • ლითონები და ლითონგადამუშავება: 1888,7
  • თევზჭერა: 316,1
  • ავტომანქანების წარმოება: 1196,9
  • ნავთობგადამუშავება: 227,7
  • სხვა სექტორის დარგები: 2393,6

სხვა დარგებს შეადგენენ განათლება და თავდაცვითი მრეწველობა. ისინი იძენენ უფრო დიდ მნიშვნელობას.

სამხრეთ ავსტრალია იღებს ყველაზე ნაკლებ სახელმწიფო დოტაციის მოცულობას ავტოსაგზაო ქსელის შენახვაზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა შტატი[5].

დღეისათვის შტატი ცნობილია თავისი ფესტივალებით, ასევე ადგილობრივი წარმოების ღვინით.

განათლება

რედაქტირება

16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისათვის განათლება სავალდებულოა, მაგრამ მოსწავლეთა უმრავლესობა სამხრეთ ავსტრალიის განათლების სერტიფიკატის (SACE) მისაღებად სწავლას შემდეგაც აგრძელებს. სასკოლო სწავლა იმყოფება სამხრეთ ავსტრალიის მთავრობის განკარგულებაში, მაგრამ როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სკოლები ფინანსირდება ავსტრალიის მთავრობასთან ერთად. შტატის მთავრობა უზრუნველყოფს განათლების დაწესებულებების მთელი დაფინანსების 89 %-ს, რომელიც ნაწილდება სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით, დანარჩენი 11 % ფინანსირდება ფედერალური ბიუჯეტიდან. 1970 წლიდან დაწყებული დიდი კამათი გამოიწვია იმ ფაქტმა[6], რომ სახელმწიფო დაფინანსების 68 % (2008 წელს ეს ციფრი გაიზარდა 75 %-მდე) ხმარდებოდა კერძო სკოლებს, რომლებშიც სწავლობენ მხოლოდ შტატის მოსწავლეთა 32 %[7].

2009 წლის 1 იანვრიდან სკოლის დამთავრების ასაკი გაიზარდა 17 წლამდე[8].

სამხრეთ ავსტრალიაში სამი უნივერსიტეტია და სამივე ადელაიდაში: ადელაიდის უნივერსიტეტი, ფლინდერსის უნივერსიტეტი და სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტი. თუმცა სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტს ასევე აქვს კორპუსები ქალაქებში უაიალა და მაუნტ-გამბირი[9]. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ფილიალი და «გართობის ტექნოლოგიის ცენტრი» ასევე ადელაიდაში მდებარეობს[10].

პროფესიული სწავლება მთელ შტატში უზრუნველყოფილია კოლეჯთა სისტემით (TAFE).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dorothy Jauncey, Bardi Grubs and Frog Cakes – South Australian Words, Oxford University Press (2004) ISBN 0-19-551770-9

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ადელაიდას მოსახლეობა (2011) დაარქივებული 2014-01-11 საიტზე Wayback Machine. Australian Bureau of Statistics - Adelaide
  2. Highest Mountains. Geoscience Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28. ციტირების თარიღი: 2006-05-28.
  3. World temperature extremes (2005-10-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28. ციტირების თარიღი: 2006-05-28.
  4. მოსახლეობის აღწერა (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 2014-06-08.
  5. Inquiry into Local Government and Cost Shifting. Australian House of Representatives (2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28. ციტირების თარიღი: 2007-06-11.
  6. The Redefinition of Public Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-15. ციტირების თარიღი: 2014-06-08.
  7. Ministerial Council National Report on Schooling in Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-27. ციტირების თარიღი: 2014-06-08.
  8. Owen, Michael (2006-05-22). „School leaving age to be raised“. The Advertiser. News Corp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-28. ციტირების თარიღი: 2006-05-28. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. Campuses and maps. University of South Australia (2006-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-28. ციტირების თარიღი: 2006-05-28.
  10. Welcome to ETC: Australia. Университет Карнеги — Меллон. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-07. ციტირების თარიღი: 2006-05-28.