მაუნტ-გამბირი
მაუნტ-გამბირი (ინგლ. Mount Gambier) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 25 199 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლებობის მიხედვით ამ ქალაქს 50-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 943,78 ადამიანს. ქალაქის ფართობია 26,7 კმ². მაუნტ-გამბირი 450 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ადელაიდას, ხოლო მელბურნს 435 კილომეტრით. მაუნტ-გამბირთან მდებარეობს ორი ტბა ლურჯი ტბა და ვალეის ტბა, ტბები მოქცეულია გამბირის მთაზე, ეს ტერიტორიები ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია. მაუნტ-გამბირიდან 15 კილომეტრში მდებარეობს ორი შტატის სამხრეთი ავსტრალიის და ვიქტორიის ოფიციალური საზღვარი. ქალაქი დაარსდა 1854 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 708.3 მმ-ს.
ქალაქი | |
---|---|
მაუნტ-გამბირი ინგლ. Mount Gambier | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | სამხრეთი ავსტრალია |
კოორდინატები | 37°49′46″ ს. გ. 140°46′58″ ა. გ. / 37.82944° ს. გ. 140.78278° ა. გ. |
დაარსდა | 1854 |
ფართობი | 26,7 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 41 მეტრი |
მოსახლეობა | 25 199 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 943,78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+9:30 |
საფოსტო ინდექსი | 5290 |
ოფიციალური საიტი | https://www.mountgambier.sa.gov.au/ |
ფოტო გალერეა
რედაქტირება-
ლურჯი ტბა — ქალაქ მაუნტ-გამბირის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი.
-
ვალეის ტბა — ქალაქ მაუნტ-გამბირის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- City of Mount Gambier
- District Council of Grant
- Limestone Coast დაარქივებული 2006-10-04 საიტზე Wayback Machine.
- Mount Gambier tourism დაარქივებული 2008-05-12 საიტზე Wayback Machine.