სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კენგურუები.

კენგურუ (ინგლ. Kangaroo Island) — ავსტრალიის სიდიდით მესამე კუნძული ტასმანიის და მელვილის შემდეგ. მდებარეობს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან. ადმინისტრაციულად ეკუთვნის სამხრეთ ავსტრალიის შტატს.

კენგურუ
მშობ. სახელი: ინგლ. Kangaroo Island

მდებარეობა
გეოგრაფია
35°50′00″ ს. გ. 137°20′00″ ა. გ. / 35.83333° ს. გ. 137.33333° ა. გ. / -35.83333; 137.33333 (Kangaroo Island)
მდებარეობა წმინდა ვინსენტის ყურე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 4405 კმ²
სიგრძე 145 კმ
სიგანე 0,9-57 კმ
სანაპიროს სიგრძე 509 კმ
უმაღლესი წერტილი 307 მ
სამხრეთი ავსტრალია
დემოგრაფია
მოსახლეობა 4259 (2006)
სიმჭიდროვე 0,967 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს ადელაიდადან სამხრეთით 112 კმ-ში, წმინდა ვინსენტის ყურის შესასვლელში და უახლესი მატერიკული წერტილიდან — ჯერვისის კონცხიდან 13 კმ-ში. კუნძულის სიგრძეა — 145 კმ, სიგანე — 0,9 კმ-დან 57 კმ-მდე, ფართობი — 4405 კმ². სანაპირო ხაზის სიგრძე — 509 კმ, ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილია — 307 მ.

ზედაპირი ვაკეა. ჰავა სუბტროპიკულია. ნალექები 600 მმ-მდე წელიწადში. გაბატონებულია ქსეროფილური ბუჩქნარები და ევკალიპტის მშრალი ტყეები.

ბუნება და მისი დაცვა

რედაქტირება

კუნძულის ტერიტორიის ნახევარზე მეტი არასდროს არ მუშავდებოდა ადამიანის მიერ. ტერიტორიის დაახლოებით მესამედი უკავია ეროვნულ პარკებს, კონსერვაციულ პარკებს და ნაკრძალებს. ყველაზე დაცული ადგილებია:

  • ეროვნული პარკი «ფლინდერს ჩეისი» (Flinders Chase National Park)
  • კონსერვაციული პარკი «სელაპის ყურე» (Seal Bay Conservation Park)
  • დაცული ტერიტორია კონცხი განზეუმი (Cape Gantheaume Wilderness Protection Area)
  • დაცული ტერიტორია კონცხი ბუგუერი (Cape Bouguer Wilderness Protection Area)
  • დაცული ტერიტორია გამოქვაბული დეს-კაზოარსი (Ravine des Casoars Wilderness Protection Area)

კუნძულზე არ არიან მელიები და კურდღლები. კუნძულის ფაუნას წარმოადგენენ კენგურუები, ვალაბები, ყავისფერი ბანდიკუტები, როზენბერგის ვარანები, კუსკუსები, იქედნისებრნი და ახალზელანდიური სელაპები, ასევე ღამურების ექვსი და ბაყაყების რამდენიმე სახეობა. კუნძულის ერთადერთი ენდემია აიტკენის ჩანთოსანი თაგვი. კუნძულზე შემოიყვანეს ჩანთოსანი დათვები, ოვალურკუდიანი კუსკუსები და იხვნისკარტები, რომლებიც დღემდე ბინადრობენ. ადრე კუნძულზე სირაქლემა ემუც ბინადრობდა, მაგრამ 1802 წლიდან 1836 წლამდე პერიოდში ისინი გადაშენდნენ, შესაძლებელია ტყის ხანძრების ან მონადირეთა გამო.

კუნძულ კენგურუზე არიან ასევე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჯიშის ფრინველები, მათ შორისაა შავი კაკადუ, ჯუჯა პინგვინები, ამბარული ბუები (ბუხრინწები) და ბევრი სხვა.

კუნძული კენგურუ გამოეყო ავსტრალიის მატერიკს დაახლოებით 10 000 წლის წინ, ზღვის დონის აწევის გამო. არქეოლოგიური გათხრების შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირველი ავსტრალიელი აბორიგენები კუნძულზე მოხვდნენ დაახლოებით 11 000 წლის წინ, მაგრამ დაახლოებით 200 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დატოვეს იგი, შესაძლებელია ომების, ეპიდემიის ან კლიმატის ცვლილების გამო.

1802 წელს ბრიტანელმა მკვლევარმა მეტიუ ფლინდერსმა კუნძულს დაარქვა «კენგურუ». 1836 წლის 27 ივლისს დაარსდა ქალაქი კინგსკოტი, რომელიც გახდა პირველი ევროპული დასახლება და კუნძულზე ყველაზე დიდი ქალაქი. ქალაქს ჰქონდა ყველა შანსი გამხდარიყო სამხრეთ ავსტრალიის დედაქალაქი, მაგრამ კუნძულის შეზღუდული რესურსების გამო, დედაქალაქი გახდა ადელაიდა.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულზე ცხოვრობს 4259 ადამიანი (2006), აქედან 1800 ცხოვრობს კინგსკოტში.

ეკონომიკა

რედაქტირება

კუნძულის ეკონომიკის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა (ღვინის, თაფლის, ბეწვეულის, ხორცის და მარცვლეული კულტურების წარმოება). ამის გარდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმი და თევზჭერა. 1881 წელს იტალიური პროვინცია ლიგურიადან კუნძულზე ჩამოიყვანეს ლიგურიული ფუტკრები და დღეისათვის ის განთქმულია თავისი საფუტკრეებით.

ლიტერატურა

რედაქტირება