ჯონ დესმონდ ბერნალი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ დესმონდ ბერნალი (ინგლ. John Desmond Bernal; დ. 10 მაისი, 1901, ნენაგა — გ. 15 ოქტომბერი, 1971) — სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატი, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და პროფესორი, მშვიდობის დაცვის მსოფლიო საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, მსოფლიო მეცნიერ-მუშაკთა ფედერაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი უცვლელი ვიცე-პრეზიდენტი, ქართველ მეცნიერთა დიდი მეგობარი, ირლანდიელი ფიზიკოსი.

ჯონ დესმონდ ბერნალი
ინგლ. John Desmond Bernal
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1901(1901-05-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ნინა[9]
გარდ. თარიღი 15 სექტემბერი, 1971(1971-09-15)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] (70 წლის)
გარდ. ადგილი Camden Town, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო ან ლონდონი[10]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერების ფილოსოფოსი, კრისტალოგრაფი, ბიოქიმიკოსი, მწერალი, ისტორიკოსი და ბუნებისმეტყველი[10]
მუშაობის ადგილი ბირკბეკი, კავენდიშის ლაბორატორია და სამეფო ინსტიტუტი
ალმა-მატერი Emmanuel College, ბედფორდის სკოლა, კემბრიჯის უნივერსიტეტი და სამეფო ინსტიტუტი[11]
განთქმული მოსწავლეები დოროთი ჰოჯკინი, მაქს პერუცი, Florence Bell და Alan Lindsay Mackay[11]
პარტნიორ(ებ)ი Margaret Gardiner და Margot Heinemann
შვილ(ებ)ი Martin Bernal
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის, ბეიკერის სახელობის ლექცია, გატრის ლექცია[12] , Faraday Medal and Prize და Royal Society Bakerian Medal

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯონ დესმონდ ბერნალი დაიბადა 1901 წლის 10 მაისს ირლანდიის სოფელ ნენაგაში. საშუალო სასწავლებელი მან სამშობლოში დაამთავრა. იგი ბავშვობის წლებშივე გახდა მოწმე ირლანდიელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მომავალი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ფორმირებაზე. 1918-1922 წლებში ბერნალი კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული ემნუილ-კოლეჯის სტუდენტია. ბერნალის სიტყვებით რომ გამოვთქვათ, მაშინ მას დიდი გაჭირვებით შეეძლო სიტყვა „სოციალიზმის“ ახსნა. პოლიტიკურ იდეებთან გაცნობა ბერნალს სტუდენტობის პერიოდში მოუხდა.

ჯონ დესმონდ ბერნალის შრომები

რედაქტირება

1922 წელს მერნალი ამთავრებს კემბრიჯის უნივერსიტეტს და იწყებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კრისტალოგრაფიაში. მის პირველ შრომას ეწოდება „230 სივრცითი ჯგუფის ანალიზური თეორია“. ბერნალის შემდგომი შრომები რენტგენოსტრუქტურული ანალიზის დარგში მთლიანად ამ შრომას ეყრდნობოდა. ექსპერიმენტული კვლევა ბერნალმა ლონდონში დევი-ფარადეის ლაბორატორიაში დაიწყო. მისი მეცნიერული ხელმძღვანელი იყო რენტგენოსტრუქტურული ანალიზის აღიარებული კლასიკოსი უილიამ ბრეგი (მისი მამა). დევი-ფარადეის ლაბორატორიაში ტრადიციულად იყო გაბატონებული მეცნიერული დემოკრატიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამწყები მეცნიერი ამ ლაბორატორიაში კვლევას იწყებს არა ხელმძღვანელის კარნახით, არამედ თავისი გემოვნებით შერჩეული თემატიკით. ბერნალმა კარგი ექსპერიმენტატორის თვისებები გამოამჟღავნა. მან პირველად შექმნილი დანადგარით გამოიკვლია გრაფიტის კრისტალური სტრუქტურა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საკითხის გარკვევაში.

1926 წელს ბერნალმა გამოაქვეყნა შრომა მბრუნავი კრისტალის მეთოდის შესახებ. მასში აღწერილია აპარატურა, მათემატიკური გამოთვლები, სქემები და გრაფიკები, რომლებითაც მესერის ინდექსების გამოთვლის დროს სარგებლობდა. ბერნალის ეს შრომა ერთ-ერთი ფუნდამენტურ შრომად ითვლებოდა რენტგენოსტრუქტურულ ანალიზში.

1927 წელს ბერნალი მუშაობას იწყებს კემბრიჯის უნივერსიტეტში - სტრუქტურულ კრისტალოგრაფიაში. ბერნალის აქ გატარებული 10 წელი გამოდგა ყველაზე ნაყოფიერი მის ბიოგრაფიაში, სწორედ ამ პერიოდში გამოაქვეყნა მან ის შრომები, რომლებმაც იგი მსიფლიოს მოწინავე ფიზიკოსთა რიგებში ჩააყენა. ბერნალის მეცნიერული მემკვიდრეობა ძირითადად ეძღვნება არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებზე რენტგენოსტრუქტურული ანალიზის გამოყენებას. დიდი ამაგი დასდო ბერნალმა კრისტალური ცილების აღნაგობის შესწავლის საქმეს. მან ეს საკითხები რენტგენოსტრუქტურული ანალიზის მეთოდებით შეისწავლა, მან თავისი მეთოებით შეისწავლა მრავალი კრისტალური ცილა, მათ შორის ინსულინის, გემოგლობინისა და სხვა უაღრესად საჭირო ნივთიერებებისა.

ბერნალის ხელმძღვანელობით ჯგუფმა შეისწავლა პომიდორის ზრდის დაავადების ვირუსის, თამბაქოს ნეკროზის ვირუსის, თალგამის ყვითელი ვირუსისა და სხვა მცენარეულის ვირუსების კრისტალები. თამბაქოს მოზაიკის ვირუსისაგან განსხვავებით ზემოხსენებული ვირუსები სამზომა კრიდტალურ მესერებს ქმნიან და სხვა. ამ შრომების საფუძველზე იგი 1937 წელს აირჩიეს ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრად. ამავე წელს ბერნალი სამუშაოდ ლონდონში გადადის და რიგი თანამდებობების შემდეგ უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯის ფიზიკის კათედრის გამგედ ინიშნება. იგი აქ დაჩა 1939 წლამდე. 1939 წელს მან გამოაქვეყნა კაპიტალური შრომა „მეცნიერების სოციალური ფუნქცია“, რომელშიც შეაჯამა ამ დარგში საკუთარი გამოკვლევების მნიშვნელოვანი შედეგები.

1951 წლის აპრილში ჯონ ბერნალი საქართველოს ეწვია. იგი გაეცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატრიებს, წაიკითხა ორი მოხსენება რენტგენოსტრუქტურული ანალიზის საკუთარი მეთოდების შესახებ. 1953 წელს ბერნალს საერთაშორისო ლენინური პრემია მიენიჭა.

ჯონ დესმონდ ბერნალი გარდაიცვალა 1971 წლის 15 ოქტომბერს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, გვ., 528-536, თბ., 1973
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Kojevnikov A. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  7. 7.0 7.1 Dictionary of Irish BiographyRIA.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. Бернал Джон Десмонд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. 10.0 10.1 Czech National Authority Database
  11. 11.0 11.1 Mathematics Genealogy Project — 1997.
  12. https://www.scientificlib.com/en/Physics/Info/GuthrieMedalAndPrize.html