ჯომო კენიატა
ჯომო კენიატა (ინგლ. Jomo Kenyatta; დ. 1894, გატუნდუ, კენია — გ. 22 აგვისტო, 1978, მომბასა, კენია) — კენიის პოლიტიკური მოღვაწე, კენიის პრემიერ-მინისტრი 1963–1964 წლებში და პრეზიდენტი 1964–1978 წლებში. უწოდებენ "კენიელების მამას".
ჯომო კენიატა | |
კენიის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 დეკემბერი 1964 – 22 აგვისტო 1978 | |
მემკვიდრე | დანიელ არაპ მოი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ივნისი, 1963 – 12 დეკემბერი, 1964 | |
მემკვიდრე | რაილა ოდინგა |
დაბადებული | 1894 გატუნდუ, კენია |
გარდაცვლილი | 22 აგვისტო 1978 მომბასა, კენია |
პოლიტიკური პარტია | KANU |
ეკუთვნის კიკუიოს ტომს. ახალგაზრდობაში ერქვა ნგენგი კამაუ, 23 წლის ასაკში მიიღო ქრისტიანობა და დაირქვა ჯონსტონ კამაუ, ხოლო ამის შემდეგ მიიღო სახელწოდება ჯომო კენიატა. 1920-იან წლებში მუშაობდა კენიის უზენაეს სასამართლოში თარჯიმნად. 1928 წელს დაიწყ პოლიტიკური კარიერა და გახდა კიკუიოს ცენტრალური ასოციაციის მდივანი. 1929 წლიდან ცხოვრობს ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროს კი – ინგლისში და ეწევა სოფლის მეურნეობას. 1946 წელს ბრუნდება კენიაში და ხდება კენიის აფრიკელთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე. 1952 წელს აპატიმრებენ და უსჯიან 7 წლით თავისუფლების აღკვეთს მაუ-მაუს აჯანყების ორგანიზებისათვის.
იბრძოდა კენიის დამოუკიდებლობისათვის. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული მმართველობა. გარდაიცვალა თანამდებობაზე. მისი შემცვლელი გახდა ვიცე-პრეზიდენტი დანიელ არაპ მოი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Speech by Kenyatta at the Kenya African Union Meeting at Nyeri, July 26, 1952 დაარქივებული October 26, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Mzee Jomo Kenyatta
- Famous People in Kenya: Jomo Kenyatta
წინამორბედი: |
კენიის პრემიერ-მინისტრი 1963 – 1964 |
შემდეგი: რაილა ოდინგა |
წინამორბედი: |
კენიის პრეზიდენტი 1964 – 1978 |
შემდეგი: დანიელ არაპ მოი |