კენ ვატანაბე
კენ ვატანაბე (იაპონ. 渡辺 謙 ვატანაბე კენ?, დ. 21 ოქტომბერი, 1959) — იაპონელი თეატრის, ტელევიზიისა და კინოს მსახიობი. ის ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „წერილები ივო ჯიმადან~ და „უკანასკნელი სამურაი“. ამ უკანასკნელისთვის ის ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში. სხვა ჯილდოებთან ერთად, ვატანაბეს ორჯერ აქვს მოგებული იაპონიის აკადემიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, 2007 წელს „ხვალინდელი დღის მოგონებებისთვის“ და 2010 წელს ფილმისთვის „შიზუმანუ ტაიო“. ის ასევე ცნობილია რეჟისორი კრისტოფერ ნოლანის ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში „ბეტმენი: დასაწყისსა“ და „დასაწყისში“ განსახიერებული გმირებისთვის.
კენ ვატანაბე | |
---|---|
ვატანაბე 2007 წელს | |
დაბადების სახელი | კენ ვატანაბე |
დაბადების თარიღი |
21 ოქტომბერი, 1959 კოიდე, ნიიგატა, იაპონია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1979 – დღემდე |
მეუღლე(ები) |
იუმიკო ვატანაბე (–2005) კაჰო მინამი (2005–დღემდე) |
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2003 | ფ | უკანასკნელი სამურაი | The Last Samurai | კაცუმოტო მორიცუგუ |
2005 | ფ | გეიშას მემუარები | Memoirs of a Geisha | თავმჯდომარე |
2005 | ფ | ბეტმენი: დასაწყისი | Batman Begins | რას ალ გული |
2006 | ფ | წერილები ივო ჯიმადან | Letters from Iwo Jima | ტადამიჩი კურიბაში |
2010 | ფ | დასაწყისი | Inception | საიტო |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კენ ვატანაბე“ ვიკისაწყობში.
- კენ ვატანაბე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში