წერილები ივო ჯიმადან
წერილები ივო ჯიმადან (იაპონ. 硫黄島からの手紙) — კლინტ ისტვუდის 2006 წლის ფილმი ივო-ძიმის ბრძოლის შესახებ. ეს იყო ამ ბრძოლის შესახებ ისტვუდის მეორე ფილმი, გადაღებული იაპონური თვალთახედვით. პირველი ფილმი, ამერიკული თვალთახედვით გადაღებული „ჩვენი მამების დროშები“, ისტვუდმა იმავე წელს გამოუშვა.
„წერილები ივო ჯიმადან“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | კლინტ ისტვუდი |
პროდიუსერი | კლინტ ისტვუდი, სტივენ სპილბერგი, რობერტ ლორენცი |
სცენარის ავტორი | ირის იამაშიტა |
ნაწარმოები |
„წერილები უფროსი მეთაურისგან“ — ტადამიჩი კურიბაიში |
ისტორია | ირის იამაშიტა, პოლ ჰაგისი |
როლებში | კენ ვატანაბე, კაზუნარი ნინომია |
მუსიკა | კაილ ისტვუდი, მაიკლ სტევენსი |
ხმის ოპერატორი | ალან რობერტ მარი, ბუბ ასმანი |
ოპერატორი | ტომ სტერნი |
მონტაჟი | ჯოელ კოქსი, გერი როუჩი |
სტუდია | Malpaso Productions, Amblin Entertainment, DreamWorks Pictures |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 20 დეკემბერი, 2006 |
ხანგრძლივობა | 141 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | იაპონური |
ბიუჯეტი | $19 მლნ |
შემოსავალი | $68 673 228 |
წინა | ჩვენი მამების დროშები |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ჯარის წინაშე დგას ამოცანა, დაიცვას და შეინარჩუნოს კუნძული ივო ჯიმა, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ფლოტი უტევს. იაპონიის არმიის გენერალი გადაწყვეტს, სურიბაჩის მთის მიწისქვეშა სამალავებში განათავსოს საკუთარი არმია. იაპონელთა ბრძოლის ისტორიას ერთ-ერთი ჯარისკაცის წერილები შემოინახავს, რომელთაც ათწლელების შემდეგ იპოვნიან სურიბაჩის სანგრების ნანგრევებში.
ჯილდოები
რედაქტირება- ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის
- ოსკარი საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის: ალან რობერტ მარი, ბუბ ასმანი