ჩვენი მამების დროშები (ფილმი)

ჩვენი მამების დროშები (ინგლ. Flags of Our Fathers) — კლინტ ისტვუდის 2006 წლის ფილმი ივო ჯიმას ბრძოლის შესახებ.

„ჩვენი მამების დროშები“
დამდგმელი რეჟისორი კლინტ ისტვუდი
პროდიუსერი კლინტ ისტვუდი, სტივენ სპილბერგი, რობერტ ლორენცი
სცენარის ავტორი უილიამ ბროილესი, პოლ ჰაგისი
ნაწარმოები „ჩვენი მამების დროშები“
— კეიმს ბრედლი, რონ პაუერსი
ისტორია დეივ იოჰანსონი, ნიკ შენკი
როლებში რაიან ფილიპი, ჯეს ბერდფორდი
მუსიკა კლინტ ისტვუდი
ოპერატორი ტომ სტერნი
მონტაჟი ჯოელ კოქსი
სტუდია Malpaso Productions, Amblin Entertainment, DreamWorks Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 20 ოქტომბერი, 2006
ხანგრძლივობა 132 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $55 მლნ
შემოსავალი $65 900 249
შემდეგი წერილები ივო ჯიმადან

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი აღმართავს დროშას კუნძულ ივო ჯიმაზე, სურიბაჩის მწვერვალზე. მათგან მხოლოდ სამი დარჩება ცოცხალი. დროშის აღმართვის ფოტო მთელ ამერიკას მოივლის. სამეულ გმირებად მონათლავენ. სამშობლოში დაბრუნებული ჯარისკაცები უამრავ ღონისძიებაში მონაწილეობენ, რათა ამერიკელების პატრიოტული სული გააძლიერონ. სინამდვილეში ფოტოზე სულ სხვა ჯარისკაცები არიან გამოსახულნი. სამეულს ეს შინაგანად აწუხებს. ერთი მათგანი სახლში დროულად დაბრუნებას ცდილობს. მეორეს ნამდვილი გმირობა სურს, მესამეს კი წარსული სტანჯავს.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

2000 წელს სტივენ სპილბერგმა შეისყიდა წიგნის „ჩვენი მამების დროშები“ ეკრანიზაციის უფლება. მას სცენარი არ მოეწონა და გადაღებას არ შეუდგა. ოთხი წლის შემდეგ პროექტს ხელი მოკიდა კლინტ ისტვდუმა, რომელსაც ახალგამოშვებული ჰქონდა ფილმი „გოგონა მილიონ დოლარად“. ისტვუდმა სპილბერგს უპრეცედენტო იდეა შესთავაზა. მან გადაიღო ორი სხვადასხვა ფილმი ერთი მოვლენის, ივო ჯიმას ბრძოლის შესახებ. პირველი ფილმი ასახავს ივო ჯიმას ბრძოლას ამერიკული თვალსაწიერიდან. მეორე ფილმი, წერილები ივო ჯიმადან, გადაღებულია იაპონური თვალთახედვით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება