ჰიუ მაიკლ ჯეკმენი (ინგლ. Hugh Michael Jackman;[1] დ. 12 ოქტომბერი 1968, სიდნეი) — ემის და ტონისა და ოქროს გლობუსის მფლობელი ავსტრალიელი მსახიობი. დამსახურებული მომღერალი, მოცეკვავე და სასცენო მიუზიკლების მსახიობი - ჯეკმენი მსოფლიოში უმეტესწილად ცნობილია მისი როლებით რამდენიმე მაღალბიუჯეტიან ფილმში, მათ შორის „იქს-ადამიანები“, „კეიტი და ლეოპოლდი“, „პრესტიჟი“, „ვან ჰელსინგი“ და „ავსტრალია“.

ჰიუ ჯეკმენი
დაბადების სახელი ჰიუ მაიკლ ჯეკმენი
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1968 (1968-10-12) (55 წლის)
სიდნეი, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია
აქტიური 1994-დღემდე
მეუღლე(ები) დებორა-ლი ფარნესი (1996-დღემდე)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში

2012 — საბრალონი

ტონის დაჯილდოების სამ გზის მასპინძელი ჯეკმენი გაუძღვა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს 2009 წელს[2]. 2009 წელს ასევე გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე.[3]

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2000 იქს-ადამიანები X-Men ლოგანი
2001 ფლირტი მხეცთან Someone Like You ედი ალდენი
2001 კეიტი და ლეოპოლდი Kate & Leopold ლეოპოლდი
2004 ვან ჰელსინგი Van Helsing გაბრიელ ვან ჰელსინგი
2006 პრესტიჟი The Prestige რობერტ ანგიერი
2006 წყარო The Fountain ტომასი
2008 ავსტრალია Australia დრიფტერი
2012 საბრალონი Les Misérables ჟან ვალჟანი
2014 იქს-ადამიანები: მომავალი წარსულის დღეები X-Men: Days of Future Past ლოგანი
2017 ლოგანი Logan ლოგანი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება