ალ პაჩინო
ალ პაჩინო (ინგლ. Alfredo James Pacino; დ. 25 აპრილი, 1940, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მსახიობი. აქტიური მოღვაწეობა დაიწყო 1971 წელს. მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა: ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა. მსახიობობასთან ერთად იგი რეჟისორიცაა. სახელი გაითქვა ფილმებით: „ქალის სურნელი“, „ნაიარევი სახე“, „ნათლია I, II, III“.
ალ პაჩინო | |
---|---|
ალ პაჩინო 2014 წელს | |
დაბადების სახელი | ალფრედო ჯეიმზ პაჩინო |
დაბადების თარიღი |
25 აპრილი, 1940 მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 1967-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი |
იან ტარანტი (1988–89) ბევერლი დ'ანჯელო (1996–2003) |
შვილ(ებ)ი |
ჯული მარი (დ. 1989) ტყუპები: ანტონი და ოლივია (დ. 2001) |
ოსკარი | 1992 — ქალის სურნელი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაცხოვრების ადრეული წლები
რედაქტირებაალ პაჩინოს მშობლები, როზი და სალვატორე პაჩინო ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როდესაც ალ პაჩინო 2 წლისა იყო.[1] დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმზ ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ჰქონდა თავის რესტორანი სახელად „Pacino's Lounge“, რომელიც დაიხურა 1992 წელს. 1960-იან წლებში ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა, რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული.
კარიერა
რედაქტირება1971 წელს, ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“ ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ „ნათლიაში“. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმმა „სერპიკომ“, სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს „ნათლია II“-ში. 1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: „ძაღლური შუადღე“ და „ბობი დირფილდი“ და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოსკარის ოთხი ნომინაცია ფილმებისთვის „სერპიკო“, „ნათლია III“, „ძაღლური შუადღე“ და „...და სამართლიანობა ყველასთვის“. მოგვიანებით მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის რიჩარდ III.
მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში „ზღვით მგზავრობა“ და „ავტორი! ავტორი!“, საკამათო იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავად ამისა, 1983 წელს, ბრაიან დე პალმას ფილმში ნაიარევი სახე, ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ ამ ფილმისთვის მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია.
ალ პაჩინომ მიიღო ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის „დიკ ტრეისი“. 1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში „ფრენკი და ჯონი“ და კვლავ მიიღო ოსკარის ნომინაცია. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში „ქალის სურნელი“. მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: „კარლიტოს გზა“ (1993), „დონი ბრასკო“ (1997), „ჩვენიანი“ (1999) და „უძილობა“ (2002).
2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში „ვენეციელი ვაჭარი“, ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმში „ოუშენის ცამეტი მეგობარი“, სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი.
ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონის როლში ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. ალ პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული.
სამსახიობო ტექნიკა
რედაქტირებადე ლაურენტისმა ალ პაჩინოს შესახებ განაცხადა, რომ მას ასაკი არ აქვს, სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება.
სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის „ემოციური გაშიშვლების“ ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი თვლის, რომ დროთა განმავლობაში „ემოციონალური ათლეტი“ ხდება. ასაკთან ერთად ის უფრო გაძლიერდა და დაძლია მორიდებულობა. მას პრემიერაზე „ნათლიას“ ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღებას აპირებდა. საკუთარი თავის შესახებ პაჩინომ აღნიშნა: „ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ“.
რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; „ნაიარევ სახეზე“ მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. „როცა ვთამაშობ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.
მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. „ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს“. თავის დროზე პაჩინომ უამრავ როლზე თქვა უარი: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“, „ვარსკვლავური ომები“, „ლამაზმანი“, „კლუბი კოტონი“, „რემბო“, „ტრაფიკი“.
ალ პაჩინო ოცნებობს ითამაშოს მარტინ სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტის როლზე[2].
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1972 | ფ | ნათლია | The Godfather | მაიკლ კორლეონე |
1973 | ფ | სერპიკო | Serpico | ფრენკ სერპიკო |
1973 | ფ | საფრთხობელა | Scarecrow | ფრანსის ლაიონელ დელბუში |
1974 | ფ | ნათლია II | The Godfather Part II | მაიკლ კორლეონე |
1975 | ფ | ძაღლური შუადღე | Dog Day Afternoon | სონი ვოიტოვიცი |
1982 | ფ | ავტორი, ავტორი | Author! Author! | ივან ტრავალიანი |
1983 | ფ | ნაიარევი სახე | Scarface | ტონი მონტანა |
1989 | ფ | სიყვარულის ზღვა | Sea of Love | ფრენკ კელერი |
1990 | ფ | დიკ ტრეისი | Dick Tracy | დიდი ბიჭი კარპისი |
1990 | ფ | ნათლია III | The Godfather Part III | მაიკლ კორლეონე |
1992 | ფ | ქალის სურნელი | Scent of a Woman | ფრენკ სლეიდი |
1992 | ფ | გლენგარი გლენ როსი | Glengarry Glen Ross | რიკი რომა |
1993 | ფ | კარლიტოს გზა | Carlito's Way | კარლიტო ”ჩარლი” ბრიგანტე |
1995 | ფ | შერკინება | Heat | ვინსენტ ჰანა |
1999 | ფ | შინაკაცი | The Insider | ლოუელ ბერგმანი |
2007 | ფ | ოუშენის ცამეტი მეგობარი | Ocean's Thirteen | ვილი ბენკი |
2008 | ფ | მკვლელობის უფლება | Righteous Kill | დეტექტივი დევიდ ფისკი |
2010 | ტფ | შენ ჯეკს არ იცნობ | You Don't Know Jack | დოქტორი ჯეკ კევორკიანი |
2013 | ტფ | ფილ სპექტორი | Phil Spector | ფილ სპექტორი |
2013 | ფ | ნამდვილი მამაკაცები | Stand Up Guys | ვალენტინი |
2019 | ფ | ერთხელ ჰოლივუდში | Once Upon a Time in Hollywood | მარვინ შვარცი |
ოჯახი
რედაქტირება- პაპა: ჯეიმზ ჯერარდი
- ბებია: ქეით ჯერარდი
- მამა: ალფრედ პაჩინო, იყო 18 წლის როდესაც გაჩნდა ალ პაჩინო, დატოვა სახლი როდესაც ალ პაჩინო იყო 2 წლის
- დედა: როზა პაჩინო, გარდაიცვალა 1962 წელს
- დედინაცვალი: კატერინა კოვინ-პაჩინო
- ნახევარდა: რობერტა პაჩინო, პაულას ტყუპი
- ნახევარდა: პაულა პაჩინო, რობერტას ტყუპი
- შვილი: ჯულია მერი პაჩინო, დაიბადა 1989 წლის ოქტომბერს
- შვილი: ანტონ პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ოლივიას ტყუპი
- შვილი: ოლივია პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ანტონის ტყუპი
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირება- ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, ნათლია (1972)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, სერპიკო (1973)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლია II (1974)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ძაღლური შუადღე (1975)
- ნომინაცია საუკეთესო მსახიობი, ...And Justice for All (1979)
- ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, დიკ ტრეისი (1990)
- ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, გლენგარი გლენ როსი (1992)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ქალის სურნელი (1992)
- ნომინაცია: საუკეთესო ახალბედა, ნათლია (1973)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, სერპიკო (1975)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ნათლია II (1975)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ძაღლური შუადღე (1975)
- ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, დიკ ტრეისი (1991)
- მოგება: გამოჩენილი ლიდერი მსახიობი მინისერიალში ან ფილმში, Angels in America (2004)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლია (1973)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, სერპიკო (1974)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლია II (1975)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ძაღლური შუადღე (1976)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Bobby Deerfield (1978)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ...And Justice for All (1980)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ავტორი! ავტორი (1983)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნაიარევი სახე (1984)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Sea of Love (1990)
- ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, დიკ ტრეისი (1991)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლია III (1991)
- ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, გლენგარი გლენ როსი (1993)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ქალის სურნელი (1993)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი მინი სერიალში ტელევიზიისთვის, Angels in America (2004)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-08-27 საიტზე Wayback Machine.
- ალ პაჩინო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ფან კლუბი დაარქივებული 2008-02-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Al Pacino Biography. The Biography Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2012. ციტირების თარიღი: March 10, 2010.
- ↑ პირადი ცხოვრება - ჟურნალი ”კაკადუ”, გვ 30-31. 19-25 თებერვალი, 2003