სიდნი ლუმეტი (ინგლ. Sidney Lumet; დ. 25 ივნისი, 1924, ფილადელფია — გ. 9 აპრილი, 2011, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, და პროდიუსერი. გადაღებული აქვს 50-ზე მეტი ფილმი. ლუმეტის ფილმებში მონაწილე მსახიობებმა ჯამში ოსკარის 18 ნომინაცია მოიპოვეს. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „12 განრისხებული მამაკაცი“ და „ქსელი“.

სიდნი ლუმეტი
დაბადების თარიღი 25 ივნისი, 1924
ფილადელფია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 2011 (86 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
აქტიური 1939-2007
ოსკარი საპატიო ოსკარი (2004)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო რეჟისორი

1976 — ქსელი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სიდ­ნი ლუ­მე­ტი 1924 წელს ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, ებ­რა­უ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 4 წლის ასა­კი­დან სცე­ნა­ზე იდ­გა, მო­ნა­წი­ლე­ობ­და რა­დი­ო­დად­გ­მებ­ში, 30-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან კი ბროდ­ვე­ის სცე­ნა­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. 50-იანი წლე­ბი­დან სიდ­ნი ლუ­მე­ტი ტე­ლე­არხ „CBS”-ის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მე­ბის რე­ჟი­სო­რად მუ­შა­ობ­და. ტელევიზიაში მან 10 წელი იმუშავა, შემდეგ კი კინემატოგრაფიაში გადავიდა. მისი კინოკარიერა დაიწყო ფილმით „12 განრისხებული მამაკაცი“. ეს იყო დაძაბული და კლაუსტროფობიული დრამა ნაფიცი მსაჯულების შესახებ, რომელმაც რეჟისორს ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანა. ამის შემდეგ მან კიდევ ოთხი ნომინაცია მიიღო, თუმცა ვერცერთხელ გახდა გამარჯვებული.

60-იან წლებში ლუმეტმა მყარად დაიმკვიდრა თავი ჰოლივუდში როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა რეჟისორმა. 1964 წელს როდ სტაიგერმა მიიღო ნომინაცია მამაკაცის მთავარი როლისათვის ლუმეტის ფილმში „მევახშე“, შემდეგ კი ლუმეტმა გადაიღო ორი ფილმი შონ კონერით მთავარ როლში „ბორცვი“ და „ანდერსონის ჩანაწერები“. 70-იანი წლებიდან ლუმეტმა დაიწყო თანამშრომლობა ალ პაჩინოსთან. ლუმეტმა ის გადაიღო ფილმებში „სერპიკო” და „ძაღლური შუადღე“. ფილ­მი რე­ა­ლურ ამ­ბავ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ერ­თ­ს­ქე­სი­ან ქორ­წი­ნე­ბა­ს ეხება. 1974 შემდეგ წელს ლუმეტმა გადაიღო აგატა კრისტის მოთხრობის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ ეკრანიზაცია, რომელმაც ოსკარის 6 ნომინაცია დაიმსახურა.

1976 წელს გამოვიდა „ქსელი“, სატირული ფილმი ტელევიზიის შესახებ. ფილმმა ოსკარის 10 ნომინაცია მოიპოვა. 1981 წელს გადაიღო ფილმი „ქალაქის უფლისწული“, 1982 წელს კი - „ვერდიქტი, ხოლო 1990 წელს „კითხვები და პასუხები“, ფილმი კორუმპირებულ დეტექტივებზე, 1996 წელს კი კომედია „ინტენსიური თერაპია“.

2005 წელს ამერიის კინოაკა­დე­მი­ამ სა­პა­ტიო ოს­კა­რი გა­დას­ცა. ლუმეტის უკანასკნელი ფილმი იყო 2007 წელს გამოსული კრიმინალური ტრაგედია „სანამ ეშმაკი გაიგებს რომ მკვდარი ხარ“. ლუმეტი 2011 წლის 9 აპრილს, 86 წლის ასაკში ლიმფომისაგან გარდაიცვალა.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება