ნათლია (ფილმი)

1972 წლის კინოფილმი, რომლის რეჟისორია ფრენსის ფორდ კოპოლა

„ნათლია“ (ინგლ. The Godfather) — 1972 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია 1969 წლის ამავე სახელწოდების, მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. „ნათლია“ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ და გავლენიან ფილმად მსოფლიო კინოში[2][3]. ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ მიჩნეულია მეორე საუკეთესო ფილმად ამერიკულ კინოში[4]; ასევე მეორე ადგილი უკავია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზის (IMDb) ვერსიით[5].

„The Godfather
ნათლია“
რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა
პროდიუსერი ალბერტ ს. რუდი
სცენარისტი მარიო პიუზო, ფრენსის ფორდ კოპოლა
ნაწარმოები ნათლია
— მარიო პიუზო
როლებში მარლონ ბრანდო
ალ პაჩინო
ჯეიმზ კაანი
რობერტ დიუვალი
დაიანა კიტონი
კომპოზიტორი ნინო როტა
კარმინ კოპოლა
ოპერატორი გორდონ უილისი
მონტაჟი ვილიამს ჰ. რეინოლდსი
პიტერ ზინერი
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 15 მარტი, 1972 (აშშ)
1 ნოემბერი, 1972 (ავსტრალია)
ხანგრძლივობა 175 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $6.5 მილიონი[1]
შემოსავალი $286 მილიონი
შემდეგი ნათლია II

გამოსვლის შემდეგ, ფილმი 1975 წლამდე ინარჩუნებდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმის სტატუსს, ვიდრე მისი რეკორდი ფილმმა „ყბები“ არ დაამხო[6]. „ნათლიამ“ მოიგო სამი ოსკარი, — საუკეთესო სურათის, საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა (ბრანდო) და საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში, ხოლო ექვს სხვა კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია მიიღო. ფილმს მოჰყვა ორი გაგრძელება: „ნათლია II“ (1974) და „ნათლია III“ (1990).

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება 1945-55 წლებშმი მიმდინარეობს. დონ ვიტო კორლეონე ნიუ-იორკის სიცილიურ მაფიას ხელმძღვანელობს. ის ათხოვებს ქალიშვილს. ამავე დროს მეორე მსოფლიო ომიდან ბრუნდება მისი ვაჟი მაიკლი. მაიკლი ომის გმირი და ოჯახის სიამაყეა, მაგრამ მას არ სურს მაფიის საქმეებში ჩარევა. დონ კორლეონე, რომელიც ტრადიციების ერთგულია, თავის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგია, რაც ხელს არ აძლევს მაფიის სხვა კლანების წარმომადგენლებს. ამ უთანხმოების საფუძველზე წამოწყებული მტრობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება. მოწინააღმდეგეები დონ კორლეონეზე თავდასხმას აწყობენ. კორლეონე გადარჩება, მაგრამ იძულებულია დროებით საქმეებს ჩამოშორდეს. ოჯახის გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მაიკლი საკუთარ თავზე აიღებს ოჯახის მართვას და საქმეების გაძღოლას, ის ამისთვის მკვლელობასაც ჩაიდენს. მაიკლი მკვლელობის გამო იტალიაში დაიმალება და იქ დაქორწინდება. იტალიაში მაიკლზე თავდასხმას მისი მეუღლე ემსხვერპლება. მაიკლი ბრუნდება იტალიაში და საბოლოოდ ჩაებმება მაფიის საქმიანობაში.

  • მარლონ ბრანდო — დონ ვიტო კორლეონე
  • ალ პაჩინო — მაიკლ კორლეონე
  • ჯეიმზ კაანი — სანტინო კორლეონე
  • რობერტ დიუვალი — ტომ ჰეიგენი
  • დაიან კიტონი — ქეი ადამსი
  • ჯონ კაზალე — ფრედო კორლეონე
  • ტალია შირი — კონი კორლეონე
  • რიჩარდ ს. კასტელანო — პიტ კლემენცა
  • აბე ვიგოდა — სალ ტესიო
  • ალ ლეტიერი — ვირჯილ სოლოცო
  • გაიან რუსო — კარლო რიჩი
  • სტერლინგ ჰეიდენი — კაპიტანი მკ'ლასკი
  • ლენი მონტანა — ლუკა ბრაზი
  • რიჩარდ სონტე — ემელიო ბარცინი
  • ალ მარტინო — ჯონი ფონტეინი
  • ჯონ მარლი — ჯეკ ვოლთსი
  • ალექს როსო — მო გრინი
  • მორგან კინგი — კარმელა კორლეონე
  • ჯონ მარტინო — პოლი გატო
  • ვიქტორ რენდინა — ფილიპ ტატალია
  • სიმონეტა სტეფანელი — აპოლონია ვიტელი-კორლეონე
  • ლაუს გუსი — დონ სალუჩი
  • ტომ როსქი — როსო ლამპონი
  • ჯო სპინელი — ვილი კისი
  • რიჩარდ ბრაითი — ალ ნერი
  • ჯული გრეგი — სანდრა კორლეონე

ჯილდოები

რედაქტირება

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Francis Ford Coppola's commentary on the 2008 DVD edition "The Godfather – The Coppola Restoration"
  2. BFI. The directors' top ten films. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-07.
  3. The Godfather and the Mafia in the Popular Culture. history.com.
  4. "Citizen Kane Stands the test of Time" დაარქივებული 2011-08-11 საიტზე Wayback Machine. . American Film Institute.
  5. Top 250 movies as voted by our users. IMDb
  6. Top Films of All-Time. Filmsite.org.