მარიო პიუზო
მარიო პიუზო (ინგლ. Mario Puzo; დ. 15 ოქტომბერი, 1920 — გ. 2 ივლისი, 1999) — ორი ოსკარის მფლობელი იტალო–ამერიკელი ავტორი და სცენარისტი. სახელი გაითქვა თავისი რომანით „ნათლია“, რომელშიც მოთხრობილია მაფიის ცხოვრება. რომანის მიხედვით რეჟისრომა ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაიღო ფილმი (1972).
მარიო პიუზო | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 ოქტომბერი, 1920[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი |
გარდაცვალების თარიღი | 2 ივლისი, 1999[1] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (78 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონგ-აილენდი |
დასაფლავებულია | North Babylon Cemetery[4] |
ფსევდონიმი | Mario Cleri |
საქმიანობა | რომანისტი, სცენარისტი[10] , მწერალი[10] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და დიპლომატი[10] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტი |
ჟანრი | დეტექტივი |
Magnum opus | ნათლია[12] |
ჯილდოები | აშშ-ის სცენარისტთა გილდიის პრემია, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის და ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის |
მეუღლე | Erika Puzo |
შვილ(ებ)ი | Dorothy Ann Puzo |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | mariopuzo.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებაახალგაზრდობა
რედაქტირებაიგი სწავლობდა ნიუ ორკის სოციალური კვლევის ახალ სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა კოლუმბიის უნივერსიტეტში. მისი ახალგაზრდობა დაემთხვა II მსოფლიო ომის წლებს, რომლის დროსაც იგი მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში. 20 წლის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში ამერიკასა და სხვადასხვა ქვეყნებში.1963 წლიდან დაიწყო მუშაობა უშტატო ჟურნალისტად.
შემოქმედება
რედაქტირებაპირველი ნაწარმოები „წყვდიადის არენა“ გამოქვეყნდა 1955 წელს, რომელიც აღწერს ომის შემდგომი გერმანიის ცხოვრებას. შემდგომი რომანი იყო „ბედნიერი ფურცელი“ რომელიც ასახავს იტალიელი ემიგრანტების მძიმე ცხოვრებას ამერიკაში „დიდი დეპრესიის“ დროს.ეს ნაწარმოები გამოიცა ამერიკაში 1965 წელს.
მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა „ნათლია“. ამ ნაწარმოების დაწერის იდეა თვითონ მარიო კალერს ეკუთვნის მაგრამ მის გამოქვეყნებაში მისი მეგობარი ბენი ბრიუსი დაეხმარა, რომელმაც მწერალი რედაქტორს შეახვედრა, მწერალმა რედაქტორს მხოლოდ იდეა გააცნო რაშიც მან ავანსის სახით 5000 დოლარი მიიღო.1970-იან წლებში „ნათლია“ მსოფლიო ბესტსელერად იქცა, რამაც მწერალს, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე ლიტერატურულ სამყაროში წარმატება მოუტანა.
1972 წელს ამერიკელმა კინოეჟისორმა ფრენსის ფორდ კაპოლამ გადაიღო მხატვრული ფილმი „ნათლია“ მარიო პიუზოს სცენარით, რომელშიც მონაწილეობენ მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო და სხვა მსახიობები.
მარიო პიუზო საუკეთესო სცენარებისათვის დაჯილდოებულ იქნა ორჯერ ოსკარის ნომინაციით. იგი გარდაიცვალა 1999 წლის 2 ვლისს, 79 წლის ასაკში ბეი-შოურში.
სცენარები
რედაქტირება- „ნათლია“ (1972)
- „ნათლია II“ (1974)
- „მიწისძვრა“ (1974)
- „სუპერმენი: ფილმი“ (1978)
- „სუპერმენი 2“ (1980)
- „ნათლია III“ (1990)ფ"
- „ქრისტოფერ კოლუმბი: აღმოჩენა“ (1992)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118743023 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 9.0 9.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Munzinger Personen
- ↑ Classify — 2008.