დაიან ლეინი

ამერიკელი მსახიობი

დაიან ლეინი (ინგ. diane lane დ. 22 იანვარი, 1965 წელი) ამერიკელი მსახიობია, რომელიც ცნობილია ფილმებით: "Man of Steel", "Batman v Superman", "Unfaithful", "My Dog Skip", "The Outsiders" და "The Perfect Storm". დაიანა ასევე გამოჩნდა ჟურნალ "Time" - ის გარეკანზე.

diane lane (2011)

ადრეული წლები რედაქტირება

დაიან ლეინი დაიბადა 1965 წლის 22 იანვარს, ნიუ-იორკში. მისი ეროვნება არის ამერიკელი. იგი არის ბურტ ლეინის (მოქმედი მწვრთნელი) და კოლინ ფარინგტონის (კაბარეის მომღერალი) ქალიშვილი. მისი მშობლები დაშორდნენ, როდესაც დაიანი 13 დღის იყო. მამამისმა დაიანის მეურვეობა მიიღო და დაიანა ადრეული ცხოვრების უმეტეს ნაწილს ნიუ-იორკის სასტუმროს ნომრებში ატარებდა მამასთან. შემდეგ მოგვიანებით მათ ბინა იქირავეს. შემდეგ მან მიატოვა მამა, როდესაც იგი თხუთმეტი წლის იყო და მეგობარ კრისტოფერ ატკინზთან ერთად წავიდა ლოს-ანჯელესში. მან ინტერვიუში თქვა, რომ ნაადრევ ასაკში დამოუკიდებლობის მიღების გამო იგი უგუნური იყო. შემდეგ ის დაბრუნდა ნიუ იორკში და ცხოვრობდა მეგობრის ოჯახში ქირით. 1981 წელს იგი შეუერთდა საშუალო სკოლას, მაგრამ გაუჭირდა სკოლის და სამუშაოს დაბალანსება. დედამ ლეინი თავისთან წაიყვანა და ამის გამო, ლეინის მამა და დედა სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. დაიანი დედას მრავალი წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა, მაგრამ ახლა ისინი ახლოს არიან.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ლეინი პირველად დაქორწინდა კრისტოფერ ლამბერტზე. მათ ჰყავთ ქალიშვილი ელეონორ ჟასმინ ლამბერტი. ისინი დაშორდნენ 1994 წელს. მოგვიანებით დაიანას ურთიერთობა ჰქონდა ჯოშ ბროლინთან და იქორწინა მასთან, მაგრამ სამწუხაროდ ისინი მალევე დაშორდნენ.

კარიერა რედაქტირება

ლეინმა მოქმედება ექვსი წლის ასაკში დაიწყო. იგი იყო ნიუ იორკის თეატრალური კლუბის ნაწილი. დაიანმა პირველი ჯილდო მოიგო თეატრში მსახიობობისთვის. მოგვიანებით იგი გახდა "La Mama Repertory Troupe" - ის წევრი. ის 1979 წელს გამოჩნდა ფილმში "A Little Romance’". ის ბევრს უყვარდა, ამ როლის კრიტიკოსების ჩათვლით. მისმა გამოჩენამ "Time" - ის გარეკანზე ის ჰოლივუდში, როგორც ამომავალ ვარსკვლავად აქცია. მას მოზარდობის პერიოდში სურდა, რომ მოდელი გამხდარიყო. მოგვიანებით, იგი სამსახიობო სამსახურში გადავიდა. იგი გახდა ჰოლივუდის ერთ–ერთი განმეორებადი სახე მრავალ ფილმსა და სერიალში მონაწილეობის გამო.

ღონისძიების შემდეგ იგი მიიწვიეს ფილმებში, როგორიცაა "გარიყულნი", "Rumble Fish", "Cotton Club", "Chaplin", "Judge Dredd", "Jack" და მრავალი სხვა. 18 წლის ასაკში დაიანი მულტიმილიონერი იყო. მას ჰქონდა 61 კრედიტი, როგორც მსახიობს მრავალი ფილმისა და სატელევიზიო სერიალისთვის. მან მიიღო პროექტტები - 'Touched by Love', 'Rumble Fish', 'Six Pack', 'Vital Signs', 'Night Moves', 'Indian Summer', 'Wild Bill', 'Mad Dog Time'.

დაიანი იყო ნომინირებული 1 ოსკარზე, 2002 წელს, ფილმში "Unfaithful" . იგი ნომინირებულია 3 ოქროს გლობუსის პრემიაზე. იგი ასევე იყო ნომინირებული Primetime Emmy, AARP Movies for Grownups Award, CFCA Awards და სხვა მრავალრიცხოვან პრემიებზე. მას სულ აქვს 13 გამარჯვება და 29 ნომინაცია.

იგი ძალიან ნიჭიერია ინდუსტრიაში, თაყვანს სცემს კინომოყვარულებს და აქვს სანდოობა და ხარისხი, რაც დღეს ძალიან იშვიათია. მისი უზარმაზარი ნიჭი ადამიანური და რეალური პერსონაჟების თამაშში, გარანტიას იძლევა, რომ იგი დარჩება მაღლა და დიდხანს შეინარჩუნებს კარიერას.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ფილმის სახელწოდება ინგლისურად ფილმის სახელწოდება ქართულად
2019 Serenity ცდუნება
2017 Justice League სამართლიანობის ლიგა
2017 Mark Felt: The Man Who Brought Down the White House მარკ ფელტი: კაცი, რომელმაც თეთრი სახლი დაამხო
2016 Paris Can Wait პარიზი დაიცდის
2016 Batman v Superman: Dawn of Justice ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი
2015 Trumbo ტრამბო
2015 Inside Out თავდაყირა
2014 Every Secret Thing ყველაზე სანუკვარი
2013 Man of Steel რკინის კაცი
2010 Secretariat ჩემპიონი
2009 Killshot მკვლელი
2008 Nights in Rodanthe როდანტეს ღამეები
2008 Jumper ტელეპორტი
2008 Untraceable უკვალო
2006 Fierce People სასტიკი ადამიანები
2006 Hollywoodland ჰოლივუდლენდი
2005 Must Love Dogs უნდა გიყვარდეს ძაღლები
2003 Under the Tuscan Sun ტოსკანის მზის ქვეშ
2002 Unfaithful მოღალატე
2001 Hardball ჰარდბოლი
2000 The Perfect Storm იდეალური შტორმი
2000 My Dog Skip ჩემი ძაღლი სკიპი
1995 Judge Dredd მოსამართლე დრედი
1992 Chaplin ჩაპლინი
1992 Night Moves ღამის მანევრები
1989 Lonesome Dove მარტოხელა მტრედი
1984 Streets of Fire ქუჩები ცეცხლში
1983 The Outsiders გარიყულნი
1983 Rumble Fish მებრძოლი თევზი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

https://www.gudstory.com/diane-lane-biography/

https://marriedbiography.com/diane-lane-biography/#Diane_and_her_ex-husband_Josh_Brolin8217s_case

https://www.imdb.com/name/nm0000178/bio

https://www.fandango.com/people/diane-lane-375103/film-credits დაარქივებული 2017-05-20 საიტზე Wayback Machine.