ტომ ჰარდი
ედვარდ ტომას „ტომ“ ჰარდი (ინგლ. Tom Hardy, დ. 15 სექტემბერი, 1977) — ინგლისელი მსახიობი. მისი პირველი კინოროლი იყო რიდლი სკოტის სამხედრო ფილმში „შავი ქორი ჩამოვარდა“. ჰარდი ცნობილია მთავარი პერსონაჟის განსახიერებისთვის 2009 წლის ფილმში „ბრონსონი“, ასევე კრისტოფერ ნოლანის სურათიდან „დასაწყისი“. 2012 წელს მან ითამაშა Dc Comics-ის პერსონაჟი, ბეინის როლი კრისტოფერ ნოლანის ფილმში, „ბნელი რაინდი: აღზევება“ და ფორესტ ბონდურანტის როლი კრიმინალურ თრილერში „უკანონო“. 2014 წელს კი ის მთავარ პერსონაჟს განასახიერებს შეშლილი მაქსის ფრენჩაიზის მეოთხე ნაწილში, „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“.
ტომ ჰარდი | |
---|---|
დაბადების სახელი | ედვარდ ტომას ჰარდი |
დაბადების თარიღი |
15 სექტემბერი, 1977 ჰამერსმითი, ლონდონი, ინგლისი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2001 – დღემდე |
მეუღლე(ები) |
სარა უარდი (1999–2004) შარლოტ რაილი (დანიშნული) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტომ ჰარდი“ ვიკისაწყობში.
- ტომ ჰარდი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში