კომიქსი
კომიქსი (ინგლ. Comics) — ვიზუალური ხელოვნების ფორმა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6b/Little_nemo_the_walking_bed.jpg/250px-Little_nemo_the_walking_bed.jpg)
თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი ქვეჟანრებით.
კომიქსების მწარმოებელი ორი წამყვანი კომპანიაა — Marvel Comics და DC Comics, რომლებიც ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. 2016 წლის მონაცემებით, DC Comics და მისი მთავარი მეტოქე Marvel, ამერიკული კომიქსების ბაზრის 70%-ს ფლობდნენ.[1]
Marvel Comics კომიქსების გამომცემელი კომპანია, რომელიც Marvel Entertainment-ს ეკუთვნის. (The Walt Disney Company-ის შვილობილი).[2][3]
Marvel-ის გმირებს შორისაა კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ. ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა.
Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიკური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel-ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC Comics-ერთად.
DC Comics (დაარსდა 1934 წელს, როგორც National Allied Publications) — არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი კომიქსების გამომცემლობა მარველ კომიქსების შემდეგ. გამომცემლობა 1969 წელს შეიძინა კომპანიამ Warner Bros. Entertainment Inc.
DC კომიქსების ყველაზე ცნობილი გმირებია: სუპერმენი, ბეტმენი, ქალი საოცრება, ფლეში, მწვანე ფარანი და სამართლიანობის ლიგა. ინიციალი „DC“ შეიქმნა ამ კომპანიის პოპულარული სერიის დეტექტიური კომიქსების მიხედვით (Detective Comics) და მალე კომპანიის ოფიციალური დასახელება გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ahrens, Jörn; Meteling, Arno (2010) Comics and the City: Urban Space in Print, Picture, and Sequence. Continuum International Publishing Group. ISBN 978-0-8264-4019-8.
- Alaniz, José (2010). Komiks: Comic Art in Russia. University Press of Mississippi. ISBN 978-1-60473-366-2.
- Barker, Martin (1989). Comics: Ideology, Power, and the Critics. Manchester University Press. ISBN 978-0-7190-2589-1.
- Beaty, Bart (2007). Unpopular Culture: Transforming the European Comic Book in The 1990s. University of Toronto Press. ISBN 978-0-8020-9412-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კომიქსი“ ვიკისაწყობში.
- კომიქსი საიტზე DMOZ
- კომიქსების მონაცემთა ბაზა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Johnston, Rich. DC Comics Humiliates Marvel With August 2016 Marketshare, As Diamond Sets A Record Month Of Sales. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2016.
- ↑ „Disney to acquire Marvel Entertainment for $4B“. MarketWatch.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი, 2011. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ Donley, Michelle. (31 დეკემბერი, 2009) Marvel Shareholders OK Disney Acquisition. MarketWatch.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ნოემბერი, 2014.