სუპერმენი
სუპერმენი (ინგლ. Superman) — DC კომიქსების გამოგონილი სუპერგმირი, შეიქმნა 1936 წელს, მეგობრების, ჯო შუსტერის და ჯერი სიგელის მიერ. სუპერმენის კომიქსებზე მუშაობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც ემონდ ჰამილტონი და ალფრედ ბესტერი არიან.
სუპერმენი | |
---|---|
![]() პრომო სურათი, Superman #204 (ტომი 2, აპრილი, 2004), ჯიმი ლი და სკოტ უილიამსი | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | DC კომიქსები |
პირველი გამოჩენა | 1938 |
ავტორ(ებ)ი | ჯერი სიგელი და ჯო შუსტერი |
დახასიათება | |
ალტერ ეგო |
კალ-ელი (სახელი დაბადებისას) ჟურნალისტი კლარკ კენტი |
სრული სახელი | კალ-ელი, დედამიწაზე შვილად აყვანის შემდეგ კლარკ კენტი |
ფსევდონიმები | სუპერბიჭი, ბოისკაუტი, კრიპტონის უკანასკნელი შვილი, სი-კეი |
მოკავშირეები | სამართლიანობის ლიგა |
წარმოშობა
რედაქტირება1938 წლის ივნისში გამოჩნდა სუპერმენის პირველი კომიქსი.
სუპერმენი — სამართლიანობისათვის მებრძოლი გმირია. ის უცხოპლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენელია. მისი პლანეტა კრიპტონი აფეთქდა, მაგრამ მშობლებმა ბავშვი კაფსულაში ჩასვეს და დედამიწისკენ გაამგზავრეს. მისი დედამიწელი მშობლები არიან მართა და ჯონათან კენტები. დედამიწელმა მშობლებმა კალ-ელს სახელი შეუცვალეს და მისი ვინაობაც გაასაიდუმლოეს, თქვეს, რომ ის ბავშვთა სახლიდან აიყვანეს.
სუპერმენი ლურჯ-წითელ კოსტიუმშია გამოწყობილი, რომელსაც მკერდზე გიგანტური ასო „S“ ამშვენებს. ვერანაირი იარაღი ავნებს. მისი მოკვლა მხოლოდ კრიპტონის ქვას შეუძლია - ეს რადიოაქტიური ნივთიერება სუპერმენის პლანეტიდან დედამიწაზე მოხვდა და მომაკვდინებელია, ხოლო ადამიანზე მისი ზემოქმედება მუტირებას იწვევს.
ძალები და შესაძლებლობები
რედაქტირებასრული ხელშეუხებლობა (თუ კრიპტონიტს არ ჩავთვლით), რენტგენის მზერა, ლაზერული (თერმული) ხედვა,სუპერრეაქცია, ფრენის უნარი, სუნთქვის დიდხანს შეკავების უნარი, ზესმენა, დიდი ინტელექტი,ზეადამიანური სისწრაფე.
მოწინააღმდეგეები
რედაქტირებაფილმები სუპერმენზე
რედაქტირება- სუპერმენი (1948)
- სუპერმენი (1978)
- სუპერმენი 2 (1980)
- სუპერმენი 3 (1983)
- სუპერმენი IV: ბრძოლა სამყაროსათვის (1987)
- ლუისი და კლარკი: სუპერმენის ახალი თავგადასავლები, ტელესერიალი (1993—1997 წლები.)
- სმოლვილი, ტელესერიალი (2001—2011)
- სუპერმენის დაბრუნება (ფილმი) (2006)
- ფოლადის კაცი (2013)
- ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი (2016)
- სამართლიანობის ლიგა (2017)
სუპერმენის როლს ასრულებდნენ
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2001-04-01 საიტზე Wayback Machine.
- Golden Age დაარქივებული 2019-11-21 საიტზე Wayback Machine. , Silver Age დაარქივებული 2019-11-06 საიტზე Wayback Machine. და Modern Age დაარქივებული 2019-11-21 საიტზე Wayback Machine. მონაცემთა ბაზა სუპერმენზე
- სიახლეები
- Superman Through the Ages