კაპიტანი ამერიკა
კაპიტანი ამერიკა (ინგლ. Captain America) — კომპანია Marvel Comics-ის პერსონაჟი. ის მწერალმა ჯო საიმონმა და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს. პირველად გამოჩნდა კომიქსში Captain America Comics #1 (მარტი 1941წ.). ის იყო ფაშისტებთან მებრძოლი სუპერგმირი. ეს კომიქსი 75-მდე ქვეყანაში იქნა გამოცემული. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი სიუჟეტის მიხედვით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.
კაპიტანი ამერიკა | |
---|---|
კაპიტანი ამერიკა #109, იანვარი 1969 | |
გამოცემის ინფორმაცია | |
გამომცემელი | Marvel Comics |
პირველი გამოჩენა | Captain America Comics #1 (მარტი 1941) |
ავტორ(ებ)ი | ჯო სეიმონი, ჯეკ კიბრი |
დახასიათება | |
ფსევდონიმები | კაპიტანი, Yeoman America |
მოკავშირეები | ბაკი, შევარდენი, მოხეტიალე. |
მტრები | ბარონი ზემო, ფაშისტები და სხვა. |
შესაძლებლობა | ფიზიკური გამძლეობა, აერობიკა, და სხვა ბევრი |
დაბრუნება
რედაქტირებაკომიქსში სახელწოდებით საოცარი ისტორიები #114 (ნოემბერი 1963), გამომცემლობა მარველ კომიქსმა, მხატვარ ჯეკ კიბრისთან და ავტორ-რედაქტორ სტენ ლისთან ერთად, ფანტასტიკური ოთხეულის წევრი ჯონი შტორმის დახმარებით კომიქსებში დააბრუნეს კაპიტანი ამერიკა, როგორც მეორე მსოფლიო ომის გმირი, რომელმაც მრავალი წელი გაატარა გაურკვევლობაში. თუმცა შემდეგ ის აღმოჩნდა თვითმარქვია, რომელიც ჯონ შტორმმა დაამარცხა.
გარკვეული დროის შემდეგ შემდეგ კვლავ აღადგინეს კაპიტანი ამერიკა (ნამდვილი კაპიტანი) კომიქსში The Avengers #4 (მარტი 1964), მისი გაუჩინარების მიზეზი აღმოჩნდა ის რომ მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღერებში ის დაზიანებული თვითმფრინავით ატლანტის ოკეანეში ჩავარდა და ათეულობით წლები გაყინულმა გაატარა. დაბრუნების შემდეგ კაპიტანი მალევე გახდა შურისმაძიებელთა ლიდერი.
ძალები და შესაძლებლობები
რედაქტირებაკაპიტან ამერიკას შეუყვანეს ეგრეთ წოდებული „სუპერ-ჯარისკაცის შრატი“, რომელიც მოიცავდა ექსპერიმენტს სუპერ-ჯარისკაცის გამოყვანის თაობაზე, თუმცა შრატი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდნენ და შემქმნელების იმედი გაამართლა.
კაპიტან ამერიკას აქვს ზეადამიანური ფიზიკური შესაძლებლობები, მას თავისი ფიზიკური ძალით შესწევს 5-დან 12 ტონამდე ტვირთის აწევის საშუალება, ასევე გააჩნია ზეადამიანური სისწრაფე, გამძლეობა, ამტანობა და ენერგიულობა.
აქვს ზეადამიანური გაუმჯობესებული რეფლექსები - კაპიტანი ტყვიებსაც კი იცილებს. აქცს ზეადამიანური მხედველობა, სმენა და ყნოსვა. აქვს ასწრაფებული რეგენერაციის და სწრაფად განკრუნების უნარი - კაპიტანი სამჯერ განიკურნა თავში ნასროლი ტყვიის შემდეგ, იგი ადამიანებზე სწრაფად იხორცებს ჭრილობებს. აქვს ასწრაფებული მეტაბოლიზმი.
აგრეთვე აქვს იმუნიტეტი დაავადებებზე და ტოქსიკურ შხამებზე, იმუნურია შოკერებზე და დამაძინებელ საშუალებებზე.
კაპიტანი ამერიკა მარველის კომიქსებში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ბრძოლის უნარიანად, ფლობს უამრავ საბრძოლო ხელოვნებას (დაახლოებით 150-მდე) და დახვეწილი აქვს თავისი გამოგონებული ტექნიკები.
არის უმაღლესი დონის და საუკეთესო სტრატეგიების შემმუშავებელი.