მარიონ კოტიარი
მარიონ კოტიარი (ფრანგ. Marion Cotillard; დ. 30 სექტემბერი, 1975) — ფრანგი კინომსახიობი, რომელიც თითქმის 40 კინო და სატელევიზიო ფილმში გამოჩნდა 1993 წლიდან.
მარიონ კოტიარი | |
---|---|
დაბადების სახელი | მარიონ კოტიარი |
დაბადების თარიღი |
30 სექტემბერი, 1975 პარიზი, საფრანგეთი |
აქტიური | 1993-დღემდე |
ოსკარი | 2007 — ცხოვრება ვარდისფერ ფერებში |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში |
BAFTA | 2007 — ცხოვრება ვარდისფერ ფერებში |
სეზარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარიონი დაიბადა მსახიობთა ოჯახში. მან სენაზე თამაში ბავშვობიდან დაიწყო, თინეიჯერობის პერიოდში კი ტელეფილმებიდან კინოში გადავიდა. 1990-იანი წლების დასასრულს მან, როგორც ფრანგმა კინომსახიობმა, წარმატებას მიაღწია ფილმებით: „ჩემი სექსუალური ცხოვრება... ანუ როგორ ჩავერთე კამათში“ (1996) და „ტაქსი“ (1998), ასევე, ის უფრო ფართო აუდიტორიამ ნახა ფილმებში: „დიდი თევზი“ (2003), „ხანგრძლივი ნიშნობა“ (2004), რომლისთვისაც მან სეზარის პრემია დაიმსახურა, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა მეორეხარისხოვან როლში და „კარგი წელი“ (2006).
მისი მიერ შექმნილმა ედიტ პიაფის პორტრეტმა ფილმში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ (2007) მას საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო მოუტანა, მათ შორის: BAFTA-ს, სეზარის, ოქროს გლობუსის ჯილდოები და სწორედ ამ ფილმით ის პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც აიღო ოსკარი ფრანგულენოვანი როლის შესრულებისათვის.
მარიონმა ინტერესი გარემოს საქმეებშიც გამოავლინა და გრინპისის ორატორადაც იმსახურა. ის თავის კომპანიონ მსახიობ და რეჟისორ გიიომ კანესთან ერთად ცხოვრობს.
ფილმოგრაფია
რედაქტირებამოცემული ფილმოგრაფია არ არის სრული. გთხოვთ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1996 | ფ | ჩემი სექსუალური ცხოვრება... ანუ როგორ ჩავერთე კამათში | My Sex Life... or How I Got Into an Argument | სტუდენტი |
1998 | ფ | ტაქსი | Taxi | ლილი |
2003 | ფ | დიდი თევზი | Big Fish | ჟოზეფინ ბლუმი |
2003 | ფ | შემიყვარე თუ გაბედავ | Jeux d'enfants | სოფი კოვალსკი |
2004 | ფ | ხანგრძლივი ნიშნობა | Un long dimanche de fiançailles | ტინა ლომბარდი |
2006 | ფ | კარგი წელი | A Good Year | ფანი შენალი |
2007 | ფ | ცხოვრება ვარდისფერ ფერებში | La Vie en rose | ედიტ პიაფი |
2009 | ფ | საზოგადოების მტრები | Public Enemies | ბილი ფრეჩიტი |
2009 | ფ | ცხრა | Nine | ლუიზა კონტინი |
2010 | ფ | დასაწყისი | Inception | მელორი „მოლ“ კობი |
2010 | ფ | პატარა საიდუმლოებები | Les petits mouchoirs | მარი |
2011 | ფ | შუაღამე პარიზში | Midnight in Paris | ადრიანა |
2012 | ფ | ბნელი რაინდი: აღზევება | The Dark Knight Rises | მირანდა ტეიტი |
2012 | ფ | ჟანგი და ძვალი | De rouille et d'os | სტეფანი |
2013 | ფ | იმიგრანტი | The Immigrant | ევა საიბულსკი |
2014 | ფ | ორი დღე, ერთი ღამე | Deux jours, une nuit | სანდრა |