ხანგრძლივი ნიშნობა

ხანგრძლივი ნიშნობა (ფრანგ. Un long dimanche de fiançailles) — 2004 წლის ფრანგული რომანტიკული ანტიმილიტარისტული ფილმი. მთავარ როლს ასრულებს ოდრი ტოტუ.

„ხანგრძლივი ნიშნობა“
დამდგმელი რეჟისორი ჟან-პიერ ჟენე
პროდიუსერი ფრანსის ბესფლუგი, ბილ გერბერი, ჟან-ლუი მონტიუ, ფაბიენ ცაი
სცენარის ავტორი ჟან-პიერ ჟენე, გიიომ ლორენი
ნაწარმოები სებასტიან ჟაპრისოს „ხანგრძლივი ნიშნობა“
როლებში ოდრი ტოტუ
გასპარ ულიე
მუსიკა ანჯელო ბადალამენტი
ოპერატორი ბრუნო დელბონელი
მონტაჟი ერვე შნაიდი
დისტრიბუტორი Warner Independent Pictures
გამოსვლის თარიღი 27 ოქტომბერი, 2004
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ბიუჯეტი $56 600 000
შემოსავალი $70 115 868
საიტი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მატილდე და მანეკი დანიშნულები არიან. მანეკი შეგნებულად დაიჭრება ხელში, რათა სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდეს და საცოლესთან დაბრუნდეს. სავარაუდოდ სომის ბრძოლაში დაიღუპა. მის საცოლე მატილდეს მშობლები ადრე დაეღუპა და თავად კოჭლია. მატილდე ცრუმორწმუნეა და მანეკის სიცოცხლე სხვადასხვა გარემოებებზე დამოკიდებული ჰგონია. ის საქრმოს ძებნას დაიწყებს. მატილდე გაიცნობს ტინა ლომბარდის შურს იძიებს საკუთარი საყვარელის მკვლელზე. ასევე ელოდი გორდეს, რომელიც ქრმის დაჟინებული მოთხოვნით მეექვსე შვილზე სხვა კაცისგან ორსულდება, რადგან ექვსი შვილის მშობლებს ჯარიდან ათავისუფლებენ. მატილდეს ოჯახს სელესტინ პუ ეწვევა, რომელიც ფრონტზე დაღუპულების ამბავს უყვება მათ და ყველაფერს უამბობს, რაც მანეკის შესახებ იცის. საბოლოოდ მანეკი ცოცხალი აღმოჩნდება და მატილდე მას შეხვდება.

ჯილდოები

რედაქტირება

ფილმმა დაიმსახურა 4 სეზარი, ასევე მიიღო ოსკარის ნომინაციები საუკეთესო ოპერატურასა და მხატვრულ გაფორმებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება