კარგი წელი (ინგლ. A Good Year) — რიდლი სკოტის 2006 წლის ფილმი, რომანტიკული კომედია. ფილმი ამავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. გადაღებულია ლონდონსა და პროვანსში.

„კარგი წელი“

ფილმის პოსტერი
ჟანრი რომანტიკული კომედია
დამდგმელი რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი რიდლი სკოტი
სცენარის ავტორი მარკ კლაინი
ნაწარმოები პიტერ მეილის „კარი წელი“
როლებში რასელ კროუ
მარიონ კოტიარი
ფრედი ჰაიმორი
მუსიკა მარკ სტრაიტენფელდი
ოპერატორი ფილიპ ლე სუ
მონტაჟი დოდი დორნი
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 10 ნოემბერი, 2006
ხანგრძლივობა 118 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური, ფრანგული
ბიუჯეტი 35 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 42 მლნ აშშ დოლარი[1]
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მთავარ გმირს, ლონდონის ერთ-ერთ საფინანსო კომპანიაში მომუშავე მაქს სკინერს (რასელ კროუ) ბიძა, ჰენრი, გარდაეცვლება საფრანგეთში, პროვანსში. მაქსის ბიძა ცნობილი მეღვინე იყო და შესანიშნავ ვენახსა და მარანს ფლობდა. თავდაპირველად მაქსი აპირებს გაყიდოს მამული, თუმცა საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ მას ახსენდება ბიძასთან გატარებული ბავშვობა და საკუთარ გადაწყვეტილებაში დაეჭვდება. აღმოჩნდება, რომ ჰენრის ქალიშვილი (ები კორნიში) ჰყავდა და სიკვდილის წინ მაქსს წერილი მისწერა, რათა ამ უკანასკნელს ეზრუნა იმისათვის, რომ ჰენრის მემკვიდრეობა მის ქალიშვილს მიეღო. საფრანგეთში ყოფნისას მაქსი მომხიბვლელ ფანი შენელს (მარიონ კოტიარი) გაიცნობს. ყოველივე ეს მას საბოლოო გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. მაქსი ლონდონს დატოვებს და საცხოვრებლად ბიძის სახლში გადავა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. A Good Year (2006) (25 იანვარი, 2007). ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2011.