ცხოვრება ვარდისფერ ფერებში (ფილმი)
"ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" (ფრანგ. საერთაშორისო სახელწოდება: La Vie en rose) (ორიგინალი, ფრანგული სახელწოდება: La Môme, ქართულად: ბავშვი) — 2007 წლის ფრანგული ფილმი, რომელიც გადაღებულია სეზარის ჯილდოს ნომინანტი რეჟისორის – ოლივიე დაჰანის მიერ. ფილმი მოგვითხრობს ფრანგი მომღერლის – ედიტ პიაფის შესახებ.
„ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ | |
---|---|
რეჟისორი | ოლივიე დაჰანი |
სცენარის ავტორი |
იზაბელ სობელმენი ოლივიე დაჰანი |
როლებში |
მარიონ კოტიარი ჟერარ დეპარდიე სილვი ტესტუ |
კომპოზიტორი |
კრისტოფერ განინგი ედიტ პიაფი |
სტუდია | Picturehouse (აშშ) |
გამოსვლის თარიღი |
გერმანია: 8 თებერვალი, 2007 ნიდერლანდები: 8 მარტი, 2007 აშშ: 8 ივნისი, 2007 |
ხანგრძლივობა | 140 წუთი |
ქვეყანა |
საფრანგეთი გაერთიანებული სამეფო ჩეხეთის რესპუბლიკა აშშ |
ენა |
ფრანგული ინგლისური |
ბიუჯეტი |
25 000 000 $ შემოსავალი: 86,274,793$ |
ჯილდოები
რედაქტირებაილმმა მიიღო ხუთი სეზარი, მათ შორის საუკეთესო ქალი მსახიობისათვის. ასევე მარიონ კოტიარმა დაიმსახურა ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოსკარი გადაეცა მსახიობს ფრანგულენოვანი როლისათვის. ის ასევე არის პირველი ფრანგი მსახიობი, რომელმაც აიღო ბაფტა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და ასევე პირველია, რომელმაც მიიღო ოქროს გლობუსი კომედიაში ან მიუზიკლში უცხოენოვანი ფილმისათვის. ეს ფილმი ასევე გახდა პირველი ფრანგული ფილმი, რომელმაც აიღო ორი ოსკარი.
ოსკარი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: მარიონ კოტიარი
- საუკეთესო გრიმი
BAFTA
- საუკეთესო მსახიობი ქალი: მარიონ კოტიარი
- საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: ჟან არჩიბალდი, დიდიე ლორენი
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: მარიტ ალენი
- საუკეთესო მუსიკა: კრისტოფერ განინგი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა და კომედიაში: მარიონ კოტიარი
სეზარი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: მარიონ კოტიარი
- საუკეთესო დიზაინი: ოლივიე რაუ
- საუკეთესო ოპერატურა: ტეცუო ნაგატა
- საუკეთესო ხმა: ლორენ ცაილინგი, პასკალ ვილარი, მარკ დოსნი, ჟან-პიერ ურიე
- საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: მარიტ ალენი