ველური დასავლეთის სამყარო (ტელესერიალი)


ველური დასავლეთის სამყარო (ინგლ. Westworld) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ვესტერნული თრილერის ჟანრის ტელესერიალი, შექმნილი HBO-სთვის ჯონათან ნოლანის და ლიზა ჯოის. იგი ეფუძნება ამავე სახელწოდების 1973 წლის მხატვრულ ფილმს, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ამერიკელი მწერალი მაიკლ კრაიტონი და აქა-იქ - მის 1976 წლის გაგრძელებას „მომავლის სამყარო“. ეს არის რიგით მეორე სერიალი, რომელიც ამ ორ ფილმს ეფუძნება, 1980 წლის სერიალის „ველური დასავლეთის სამყაროს მიღმა“ შემდეგ. ნოლანი და ჯოი არიან სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები, ჯეი ჯეი აბრამსის, ჯერი უაინტრაუბის და ბრაიან ბერკის თანამონაწილეობით. ნოლანი აგრეთვე საპილოტო ეპიზოდის რეჟისორია. პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2016 წლის 2 ოქტომბერს, ჩვენება კი 4 დეკემბერს დასრულდა და საერთო ჯამში, 10 ეპიზოდისგან შედგებოდა.[3] ნოემბერში HBO-მ დაუკვეთა ათი ეპიზოდი მეორე სეზონისთვის[4], რომელიც 2018 წელს გამოვა.[5]

ველური დასავლეთის სამყარო
ჟანრი
ავტორი
ეფუძნება ველური დასავლეთის სამყარო
მაიკლ კრაიტონი
მონაწილეობენ
თემის კომპოზიტორი რამინ ჯავადი
კომპოზიტორ(ებ)ი რამინ ჯავადი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 4
ეპიზოდი 36 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი ათენა უიკემი
მონტაჟი
  • მარკ იოშიკავა
  • ტანია სუერლინგი
  • სტივენ სემელი
  • ენდრიუ სეკლირი
  • მარკ ჯოზეფოვიჩი
ოპერატორი
  • ბრენდან გელვინი
  • რობერტ მაკლაქლენი
  • პოლ კემერონი
  • დევიდ ფრანკო
  • ჯეფრი ჯერი
ხანგრძლივობა 57–91 წთ.[1][2]
კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Television Distribution
ეთერი
ჩვენების ფორმატი 1080i (HDTV)
აუდიო ფორმატი ციფრული
ეთერში 2 ოქტომბერი, 2016 (2016-10-02) — დღემდე
რესურსები ინტერნეტში
საიტი

სერიალის მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ „ველური დასავლეთის სამყაროში“, ტექნოლოგიურად განვითარებულ, ველური დასავლეთის თემაზე აგებულ გასართობ პარკში, რომელიც დასახლებულია ანდროიდი პერსონაჟებით. პარკის სტუმრებს მის ტერიტორიაზე ყველაფრის კეთების უფლება აქვთ.

„ველური დასავლეთის სამყაროს“ დებიუტს მოჰყვა HBO-ს ეთერის მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა სერიალის „ნამდვილი დეტექტივი“ პირველი ეპიზოდის პრემიერის დროიდან. მას აგრეთვე HBO-ს ისტორიაში პირველ სეზონებს შორის მაყურებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ჰყავდა.[6] „ველური დასავლეთის სამყაროს“ ვიზუალურ გადაწყვეტას, ამბავს და შესრულებას მოჰყვა კრიტიკოსების მაღალი შეფასებები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Westworld 05: Contrapasso. HBO. ციტირების თარიღი: September 11, 2016.
  2. Westworld 10: The Bicameral Mind. HBO. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 18, 2016. ციტირების თარიღი: October 14, 2016.
  3. „Drama Series "Westworld" Debuts Oct. 2 on HBO“ (პრეს-რელიზი). HBO. September 28, 2016. ციტირების თარიღი: October 12, 2016.
  4. Andreeva, Nellie. (November 14, 2016) ‘Westworld’, ‘Divorce’ & ‘Insecure’ Renewed For Season 2 By HBO. ციტირების თარიღი: November 14, 2016.
  5. Hibberd, James. (November 14, 2016) Westworld renewed for second season, likely returning 2018. ციტირების თარიღი: December 5, 2016.
  6. Andreeva, Nellie. (December 5, 2016) ‘Westworld’ Finale Hits Season High, Caps Most Watched First Season Of HBO Series. Deadline. ციტირების თარიღი: December 12, 2016.