ალფრედ პენიუორთიDC კომიქსების გამოგონილი პერსონაჟი. მისი დებიუტი შედგა კომიქსში ბეტმენი #16 (1943 წ. აპრილი-მაისი) და მისი შემქმნელები არიან სცენარისტი ბობ კეინი და მხატვარი ჯერი რობინსონი. ალფრედი ბეტმენისთვის (და ბრიუს უეინისთვის) წარმოადგენს მსახურთუფროსს, თანაშემწეს, მესაიდუმლეს და მამობილს. თანამედროვე ისტორიებში ალფრედი გახდა ბრიუსის კანონიერი მეურვე, მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ. ალფრედის ერთ-ერთი მეტსახელია ბეტმენის შიკრიკი( Batman's batman ).[1][2] ალფრედი ხშირად ახდენს კომიკურ განტვირთვას, თავისი სარკასტული და ცინიკური იუმორით, ბეტმენთან დიალოგისას. ის არის ბეტმენის მითის განუყოფელი ნაწილი და ჩნდება ბეტმენზე შექმნილ, თითქმის ყველა მედია გადაცემაში.

ალფრედ პენიუორთი

ალფრედ პენიუორთი, ბეტმენის 686-ე ნომრის გარეკანზე. მხატვარი ალექს როსი.
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი DC კომიქსები
პირველი გამოჩენა ბეტმენი #16
(აპრილი-მაისი, 1943წ)
ავტორ(ებ)ი ბობ კეინი
ჯერი რობინსონი
დახასიათება
სრული სახელი ალფრედ პენიუორთი
სახეობა ადამიანი
ფსევდონიმები Thaddeus Crane, Thaddeus Middleton, the Eagle, the Outside
მოკავშირეები ბეტმენი
რობინი

ალფრედმა მიიღო Squiddy Awards, როგორც საუკეთესო დამხმარე პერსონაჟი, 1994 წელს და როგორც საუკეთესო პერსონაჟი 2001 წელს. ასევე მიიღო ჟურნალ ვიზარდის ჯილდო 1994 წელს[3].

ბეტმენზე შექმნილ ფილმებში და სერიალებში ალფრედის როლი შეასრულეს მსახიობებმა მაიკლ გოუმ, ეფრემ ზიმბალისტ უმცროსმა, მაიკლ კეინმა და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mackie, Rob (2005-10-21). "Batman Begins review". The Guardian. Retrieved 2007-02-20.
  2. Tilley, Steve (2005-06-13). "Michael Caine one tough butler". CANOE (Edmonton Sun). Retrieved 2007-02-20.
  3. "Comic Book Awards Almanac". Users.rcn.com. Retrieved