თუ... (ინგლ. if...) — 1968 წლის ინგლისური ფილმი-დრამა. ლინდზი ანდერსონის ტრილოგიის თუ... -- ო, იღბლიანო! -- ჰოსპიტალი ”ბრიტანეთი” პირველი ნაწილი. ფილმის ნახვა 16 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის.

„თუ...“
რეჟისორი ლინდზი ანდერსონი
პროდიუსერი ლინდზი ანდერსონი
სცენარისტი დევიდ შერვინი
როლებში მალკოლმ მაკდაუელი
კომპოზიტორი მარკ ვილკინსონი
ხანგრძლივობა 111 წუთი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
შემდეგი ო, იღბლიანო!

სიუჟეტი რედაქტირება

მიკ ტრევისი დადის ბიჭთათვის განკუთვნილ ინგლისურ კერძო სკოლაში და დაუმორჩილებელ მოსწავლედ მიიჩნევა. სკოლის ახალგაზრდა მოსწავლეებს მათი უფროსი კოლეგები ხშირად ჩაგრავენ და ამცირებენ. დაშვებულია ფიზიკური სასჯელები, დასმენები, ყაზარმული ყოფა. ყოველივე ეს ახალგაზრდა მოსწავლეებში იწვევს სიძულვილს არსებული წესრიგისადმი. მიკ ტრევისი და მისი მეგობრები ცდილობენ, წინ აღუდგნენ სკოლაში არსებულ მკაცრ დისციპლინას.

სკოლის დაარსების დღესთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე მიკ ტრევისი და მისი მეგობრები აღმოაჩენენ იარაღს საიდუმლო საცავში, მოკლვანე დირექტორს და ცეცხლს გაუხსნიან სტუმრებს. ფილმი მთავრდება სროლის სცენით, სადაც მოჩანს ტრევისის სახე.

ჯილდოები რედაქტირება

ფილმმა მიიღო ოქროს პალმის რტო 1969 წლის კანის კინოფესტივალზე. 1970 წელს ფილმი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე როგორც საუკეთესო უცხოური ინგლისურენოვანი ფილმი.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

ფილმი გადაიღეს ინგლისის სხვადასხვა ადგილებში.[1] მსოფლიო პრემიერა გაიმართა 1968 წლის 19 დეკემბერს ლონდონში[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Filming locations für If....,
  2. Premierendaten für If…,
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თუ...&oldid=4114972“-დან