დეივიდ ლინჩი

(გადამისამართდა გვერდიდან დევიდ ლინჩი)

დეივიდ ლინჩი (ინგლ. David Keith Lynch; დ. 20 იანვარი, 1946) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, ვიზუალური არტისტი, მუსიკოსი და შეთავსებით, მსახიობი. ცნობილია სიურრეალისტური ფილმებით. მუშაობდა რამდენიმე სატელევიზიო სერიალზეც, რომელთა შორის განსაკუთრებით ცნობილია მარკ ფროსტთან ერთად შექმნილი „ტვინ პიქსი“ (1990—1991).

დეივიდ ლინჩი
დაბადების სახელი დეივიდ კით ლინჩი
დაბადების თარიღი 20 იანვარი, 1946 (1946-01-20) (78 წლის)
მისუოლა, მონტანა, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მხატვარი, მუსიკოსი
აქტიური 1966-დღემდე

2017 წელს განაცხადა, რომ აღარ აპირებდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების გადაღებას[1].

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1977 საშლელთავა Eraserhead რეჟისურა, სცენარი, პროდიუსერი
1980 ადამიანი-სპილო The Elephant Man რეჟისურა, სცენარი, მონტაჟი, პროდიუსერი
1986 ლურჯი ხავერდი Blue Velvet რეჟისურა, სცენარი
1990 გულით ველურნი Wild at Heart რეჟისურა, სცენარი
1990–1991 ტვინ პიქსი Twin Peaks ავტორი, გორდონ კოულის როლის შემსრულებელი
1997 დაკარგული გზა Lost Highway რეჟისურა, სცენარი
2001 მალჰოლანდ დრაივი Mulholland Drive რეჟისურა, სცენარი
2006 შიდა იმპერია Inland Empire რეჟისურა, სცენარი, პროდიუსერი, მონტაჟი, ხმის დიზაინი
2017 ტვინ პიქსი Twin Peaks ავტორი, რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, გორდონ კოულის როლის შემსრულებელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დეივიდ ლინჩი