ლურჯი ხავერდი (ფილმი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლურჯი ხავერდი“ (ინგლ. „Blue Velvet“) — 1986 წლის დეტექტივი, თრილერი და ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი. მისი რეჟისორი და სცენარისტია დეივიდ ლინჩი. [3] მთავარ როლებში არიან კაილ მაკლაქლენი, იზაბელა როსელინი, დენის ჰოპერი და ლორა დერნი. ფილმის სახელწოდება დაფუძნებულია იმავე სახელის მქონე 1951 წელს გამოშვებულ სიმღერაზე.

„ლურჯი ხავერდი“
Blue Velvet
ჟანრი თრილერი, დეტექტივი
რეჟისორი დეივიდ ლინჩი
სცენარისტი დეივიდ ლინჩი
როლებში იზაბელა როსელინი, კაილ მაკლაქლენი, დენის ჰოპერი, ლორა დერნი
კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტი
გამოსვლის თარიღი
  • 12 სექტემბერი, 1986 (1986-09-12) (ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი)
  • 19 სექტემბერი, 1986 (1986-09-19) (აშშ)
ქვეყანა აშშ

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის ამბავს, რომელიც ავადმყოფი მამის მოსანახულებლად მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული მინდორში დაგდებულ ადამიანის მოჭრილ ყურს აღმოაჩენს.

70-იანების მიწურულს და 80-იანების დასაწყისში კინოსტუდიები ფილმს ბლოკავდნენ მისი მკვეთრად ნუდისტური და ძალადობრივი სცენების გამო.

მსახიობი როლი
იზაბელა როსელინი დოროთი ვალენსი
კაილი მაკლაქლენი ჯეფრი ბომონტი
დენის ჰოპერი ფრენკ ბუტი
ლორა დერნი სენდი უილიამსი
ჰოუპ ლენჯი მისის პემ უილიამსი
დენ სტოკველი ბენი
ჯორჯ დიკერსონი დეტექტივი ჯონ უილიამსი
პრისცილა პოინტერი მისის ფრანსის ბომონტი
ფრანსის ბეი დეიდა ბარბარა
ჯეკ ჰარვი მისტერ ტომ ბომონტი
კენ სტოვიცი მაიკ შაუ
ბრედ დურიფი რეიმონდი
ჯეკ ნენსი პოლი
ჯ. მაიკლ ჰანტერი ჰანტერი
დიკ გრინი დონ ვალენსი
ფრედ პიკლერი დეტექტივი ტომ გორდონი/ყვითელი კაცი
მეგან მულელი ლუის ვერტჰემი
ჯონ ჯონ სნაიპსი პატარა დონი

გამოხმაურება

რედაქტირება

1986 წელს „ლურჯი ხავერდი“ ამერიკაში პოპულარული გახდა და მან მალევე ამერიკული კლასიკის როლი დაიმკვიდრა. გვიანდელ 80-იანებსა და ადრეულ 90-იანებში, ფილმის VHS-ზე, LaserDisc-სა და DVD-ზე ჩაწერის შემდეგ, იგი ამერიკის უფრო ფართო აუდიტორიამ იხილა და დეივიდ ლინჩმა ჰოლივუდის მეინსტრიმ კინოში დაიკავა ადგილი, ხოლო დენის ჰოპერი ისევ გამოჩნდა კინოსამყაროში. ჰოპერის პერფორმანსმა ფრენკ ბუტის როლში, დიდი გავლენა მოახდინა პოპკულტურაზე, მისი შთაგონებით შეიქმნა უამრავი კულტურული რეფერენსები თუ პაროდიები.[4]

ფილმის ბნელმა, ეროტიულმა და სპეციფიკურმა სტილმა საფუძველი დაუდო ლინჩის სხვა ნამუშევრებსაც, როგორებიც არის „ტვინ პიკსი“ (1990-1991), მულჰოლენდ დრაივი“ (2001).

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
დეივიდ ლინჩი

„ლურჯი ხავერდს“ ხშირად უწოდებენ 80-იანების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს, ამერიკული სიურეალიზმის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს და ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს დეივიდ ლინჩის კარიერის განმავლობაში.[5] The Guardian-მა ფილმი 100 საუკეთესო ფილმის სიაში შეიყვანა.[6]

„ლურჯს ხავერდს“ ბევრი სხვადასხვა ჯილდო აქვს აღებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოსკარი, რომელიც 1987 წელს დეივიდ ლინჩმა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში მოიპოვა.

ფილმით ინსპირირებულმა პოპ-მომღერალმა, ლანა დელ რეიმ 2012 წელს ბობი ვინტონის სიმღერის, "ლურჯი ხავერდის" ქავერი ჩაწერა. ვიდეო კლიპში ჩანს დეივიდ ლინჩის გავლენა. ვიდეოში დელ რეი დოროთი ვალენის როლს ასახიერებს. [7]

იზაბელა როსელინიმ 1987 წელს Independent Spirit Award-ში საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. დენის ჰოპერმა და დეივიდ ლინჩმა 1987 წელს ლოს-ანჟელესის კინოკრიტიკოსების ასოციაციის ჯილდო მოიპოვეს, საუკეთესო რეჟისორისა (ლინჩი) და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის (ჰოპერი) ნომინაციებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.rottentomatoes.com/m/blue_velvet
  2. https://www.allmovie.com/movie/v6299
  3. https://www.bbfc.co.uk/releases/blue-velvet-1970-3
  4. Walters, Ben (August 4, 2010). "Hopper mad: Blue Velvet screening prompts Lynchian tributes to Dennis". The Guardian. London. Retrieved August 25, 2012.
  5. Atkinson, Michael (1997). Blue Velvet. London: British Film Institute. ISBN 978-0-85170-559-0.
  6. Blue Velvet at Filmsite.org. Retrieved September 11, 2007.
  7. Rubenstein, Jenna Hally. "Watch Lana Del Rey Cover 'Blue Velvet' For H&M (VIDEO)". MTV. Retrieved October 5, 2012.