მალჰოლანდ დრაივი (ფილმი)
„მალჰოლანდ დრაივი“ (ინგლ. Mulholland Dr.) — 2001 წლის ამერიკული ნეო-ნუარული თრილერი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია დევიდ ლინჩი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ ნაომი უოტსი, ლორა ჰერინგი, ჯასტინ თერუ. „მალჰოლანდ დრაივმა“ ხელი შეუწყო უოტსისა და ჰერინგის კარიერის წინსვლას. ფილმი უკანასკნელი იყო ჰოლივუდის ვეტერან მსახიობ ენ მილერისთვის.
„მალჰოლანდ დრაივი“ | |
---|---|
რეჟისორი | დევიდ ლინჩი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | დევიდ ლინჩი |
როლებში | |
კომპოზიტორი | ანჯელო ბადალამენტი |
ოპერატორი | პიტერ დემინგი |
მონტაჟი | მერი სუინი |
სტუდია |
|
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 146 წუთი[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 15 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 20.1 მილიონი აშშ დოლარი[2] |
საიტი |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი გვიყვება ამომავალი მსახიობის - ბეტი ელმსის ისტორიას, რომელიც ახალი ჩასულია ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, იქ ნახულობს და უმეგობრდება ამნეზიით შეპყრობილ ქალს - რიტას, რომელიც მისი დეიდის სახლში იმალება. რიტა ავტოავარიაში მოყვა და მეხსიერება დაკარგა. მას სახელი არ ახსოვს, ამიტომ სახელ რიტას შეირჩევს. ის ამ სახელს ფილმ „ჯილდას“ პოსტერზე ამოიკითხავს, სადაც რიტა ჰეივურთია გამოსახული. რიტა ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს, მაგრამ წარსული თან სდევს. ამბავი ასევე შეიცავს რამდენიმე გარეგნულად დაუკავშირებელ მოკლე იმპრესიონისტულ სცენას, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთს უკავშირდებიან სხვადასხვა გზებით, ისევე როგორც, რამდენიმე სიურრეალისტურ სცენასა და მეტაფორას, რომლებიც მიანიშნებენ შეფარულ სიუჟეტურ ხაზზე.
გადაღება
რედაქტირებაფილმი ეძღვნება ჯენიფერ საიმს, რომლის ცხოვრებაც მთავარი გმირის, ბეტის ცხოვრებას ჰგავს. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო სატელევიზიო სერიალის შექმნა და რეჟისორის გეგმის მიხედვით, ფილმის დიდი ნაწილი ასეც იქნა გადაღებული 1999 წელს. ეს არის ფილმის პირველი ორი საათი, რომელზეც 8 მლნ დოლარი დაიხარჯა. ნამუშევრის ნახვის შემდეგ, ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ის გაეუქმებინა. ამის შემდეგ ლინჩმა შექმნა ამ პროექტის დასასრული და გადააკეთა მხატვრულ ფილმად. ბოლო 26 წუთის გადაღებას 7 მლნ დოლარი დასჭირდა. მისი დამახასიათებელი სტილით გაჯერებულმა ნახევრად სატელევიზიო პილოტმა და ნახევრად მხატვრულმა ფილმმა შექმნა ერთგვარი საზოგადო აზრი ფილმის შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით. რეჟისორმა უარი თქვა, რომ აეხსნა თუ რა იყო მისი განზრახვა სიუჟეტთან მიმართებაში, რითაც მაყურებელი, კრიტიკოსები და სამსახიობო კოლექტივი დაბნეული დატოვა იმასთან დაკავშირებუთ თუ რა ხდება.
შეფასება
რედაქტირებაკრიტიკოსებმა ეს სიურრეალისტური ფილმი დადებითად შეაფასეს და 2001 წელს ლინჩმა მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისათვის, ასევე ოსკარის ნომინაცია ამავე კატეგორიაში. ფილმმა მიიღო BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის. დევიდ ლინჩის 1977 წლის „საშლელი თავისა“ და 1986 წლის „ლურჯი ხავერდის“ გვერდით, „მალჰოლანდ დრაივიც“ ფართოდაა აღიარებული, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნამუშევარი.
ნიუ-იორკ ტაიმზი წერს, რომ სანამ ეს სიუჟეტი ბევრმა შესაძლოა განიხილოს, როგორც „მთხრობელობითი წყობის შეურაცხყოფა... თავად ფილმი არის გონებიდან წამოსული გამაბრუებელი თავისუფლება, ისეთი მომენტებით, რომელშიც იგრძნობ არაცნობიერების ბნელი ღამის სამყაროდან მთელი სიძლიერის სააშკარაოზე მოჩვენებით გამოსვლას“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „მალჰოლანდ დრაივი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „მალჰოლანდ დრაივი“ — Allmovie-ზე
- Lost on Mulholland Dr.[მკვდარი ბმული], ანალიზი
- Deciphering David Lynch's 10 Clues დაარქივებული 2007-01-26 საიტზე Wayback Machine. , შეტანილი DVD გამოცემაში
- Mulholland Drive / lynchnet.com - ინტერვიუები, პრეს-რელიზი და ნაწყვეტები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ MULHOLLAND DRIVE (15). British Board of Film Classification (July 26, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 27, 2014. ციტირების თარიღი: October 26, 2014.
- ↑ Mulholland Drive (2001) – Box Office Mojo. Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 21, 2012. ციტირების თარიღი: August 10, 2012.