ადამიანი-სპილო (ფილმი)
„ადამიანი-სპილო“ (ინგლ. The Elephant Man) — 1980 წლის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია XIX საუკუნეში, ლონდონში მცხოვრები სხეულის დეფორმაციის გამომწვევი დაავადების მქონე ჯოზეფ მერიკის (ფილმში ჯონ მერიკი) ნამდვილ ამბავზე. ფილმის რეჟისორია დევიდ ლინჩი, ხოლო როლებს ასრულებენ ენტონი ჰოპკინზი, ჯონ ჰარტი, ენ ბენკროფტი და სხვა მსახიობები. ლინჩმა, კრისტოფერ დე ვორმა და ერიკ ბერგრენმა სცენარი დაწერეს ფრედერიკ ტრივზის წიგნის „ადამიანი-სპილო და სხვა მოგონებები“ (1923) მიხედვით. ფილმი გადაღებულია შავ-თეთრ ფორმატში.
„ადამიანი-სპილო“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა, ბიოგრაფიული, ისტორიული |
რეჟისორი | დევიდ ლინჩი |
პროდიუსერი | მელ ბრუკსი, სტუარტ კონფელდი |
სცენარის ავტორი | ფრედერიკ ტრივზი. ეშლი მონტაგუ |
როლებში |
ენტონი ჰოპკინზი ჯონ ჰარტი |
კომპოზიტორი | ჯონ მორისი |
მხატვარი | სტიუარტ კრეიგი, რობერტ კარტრაითი, ჰიუ სკეფი |
სტუდია | Brooksfilms |
დისტრიბუტორი |
|
გამოსვლის თარიღი | 3 ოქტომბერი, 1980 |
ხანგრძლივობა | 124 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 5 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 26 მილიონი აშშ დოლარი[1] |
სიუჟეტი
რედაქტირებაადამიანი, სახელად ჯონ მერიკი მისი საშინელი შესახედაობის გამო ცნობილია, როგორც ადამიანი-სპილო. მის გარეგნულ საშინელებას იყენებს ბეიტსი, რომელიც ბაზრობაზე ფულის საფასურად აჩვენებს მერიკს ადამიანებს, იყენებს რა მერიკის უსუსურობას. ექიმი ტრევისი დაინახავს მერიკს და გადაწყვეტს, დაეხმაროს მას და წაიყვანს საავადმყოფოში. თუმცა სამეცნიერო ინტერესს მალე ჩაანაცვლებს გულწრფელი ადამიანური გრძნობა. აღმოჩნდება, რომ მერიკი იმბეცილი არ არის და წერა-კითხვა შეუძლია და ფსალმუნებიც იცის. მის ამბავს გაიგებს ლონდონის არისტოკრატული წრეები და თავად დედოფალი ვიქტორია. მას საავადმყოფოში ტოვებენ. ყოფილი მფლობელი მერიკის გატაცებას ახერხებს, თუმცა მერიკი საავადმყოფოში მაინც დაბრუნდება.
როლებში
რედაქტირება- ენტონი ჰოპკინზი — ფრედერიკ ტრევისი
- ჯონ ჰარტი — ჯონ მერიკი
- ენ ბენკროფტი — მაგდა კენდალი
- ჯონ გილგუდი — კარ გომი
- უენდი ჰილერი — მისის მაზერსჰედი
ჯილდოები
რედაქტირებაადამიანი-სპილო მიჩნეულია როგორც კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული ფილმი. ფილმი ოსკარზე წარდგენილი იქნა რვა ნომინაციაში, მათ შორის 1981 წლის საუკეთესო ფილმი.
BAFTA
- საუკეთესო ფილმი: ჯონათონ სანგერი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯონ ჰარტი
- საუკეთესო დიზაინი: სტიუარტ კრეიგი
სეზარი
- საუკეთესო უცხოური ფილმი: დევიდ ლინჩი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "The Elephant Man (1980)", Box Office Mojo (IMDb.com, Inc), http://www.boxofficemojo.com/movies/?id=elephantman.htm. წაკითხვის თარიღი: July 4, 2010