თეო ანგელოპულოსი
თეოდოროს „თეო“ ანგელოპულოსი (ბერძ. Θεόδωρος Αγγελόπουλος; დ. 27 აპრილი, 1935 — გ. 24 იანვარი, 2012) — ბერძენი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. მსოფლიოს არაერთი კინოფესტივალის ლაურეატი და გამარჯვებული. ბერძნული კინემატოგრაფიის თვალსაჩინო კინოხელოვანი, მსოფლიო კინოს ერთ-ერთი საუკეთესო, გავლენიანი და პატივცემული რეჟისორი.[1][2] მისი ფილმები უჩვენეს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალზე.[3] ანგელოპულოსის ნამუშევრები 6-ჯერ მოხვდა კანის კინოფესტივალის ძირითად პროგრამაში.
თეო ანგელოპულოსი | |
---|---|
თეო ანგელოპულოსი 2009 წელს | |
დაბადების სახელი | თეოდოროს ანგელოპულოსი |
დაბადების თარიღი |
27 აპრილი, 1935 ათენი, საბერძნეთი |
გარდაცვალების თარიღი |
24 იანვარი 2012 პირეი, საბერძნეთი |
სხვა სახელები | თეო ანგელოპულოსი |
აქტიური | 1965–2012 |
თეოდოროს ანგელოპულოსი დაიბადა 1935 წლის 27 აპრილს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. სწავლობდა სამართალს. მოგვიანებით სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ გაემგზავრა ქალაქ პარიზში, სადაც სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში. IDHEC-ის გამო სასწავლებელი მიატოვა. 1964 წელს საბერძნეთში დაბრუნდა, სადაც მუშაობა დაიწყო ჟურნალ „დემოკრატიული არჩევანი“-ს ჟურნალისტად და კინოკრიტიკოსად.
1968 წელს შექმნა პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 1970-იან წლებში დადგა სამნაწილიანი ფილმი, რომელიც მიეძღვნა XX საუკუნის საბერძნეთის ისტორიას. ცნობილი იყო თავისი სტილით, რომლისთვისაც დამახასიათებელია შენელებული თხრობა და გრძელი კადრები. 1995 წელს მიენიჭა საპატიო დოქტორის ხარისხი ბრიუსელის უნივერსიტეტში, 2001 წელს ესექსის უნივერსიტეტში,[4] 2008 წელს დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტში,[5] ხოლო 2009 წელს ეგეოსის უნივერსიტეტში.[6]
არაერთი ჯილდოს გამარჯვებულია. 1988 წელს ვენეციის კინოფესტივალზე მიენიჭა „ვერცხლის ლომი“ გადაღებული ფილმისთვის „პეიზაჟი ნისლში“. 1995 წელს კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის „ულისეს მზერით“ მიენიჭა გრან-პრი, ხოლო 1998 წელს მიენიჭა „ოქროს პალმის რტო“ ფილმისთვის „მარადისობა და ერთი დღე“.
თეოდოროს ანგელოპულოსი გარდაიცვალა 2012 წლის 24 იანვარს ავტოსაგზაო შემთხვევისას 76 წლის ასაკში. ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ კერაცინში მოხდა. ანგელოპულოსი თავისი ფილმის „სხვა ზღვის“ გადასაღებ მოედანზე მიიჩქაროდა, როცა მას მოტოციკლი დაეჯახა. ეს ფილმი მისი ტრილოგიის ბოლო ნაწილი უნდა გამხდარიყო. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი რეჟისორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.[7]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- რადიოგადაცემა (Εκπομπή, 1968)
- რეკონსტრუქცია (Αναπαράσταση, 1970)
- 1936 წლის დღეები (Μερες του '36, 1972)
- კომედიანტები (Ο Θίασος, 1975)
- მონადირეები (Οι Κυνηγοί, 1977)
- ალექსანდრე დიდი (Μεγαλέξανδρος, 1980)
- ათენი, დაბრუნება აკროპოლში (Αθήνα, επιστροφή στην Ακρόπολη, 1983)
- მოგზაურობა კითერაში (Ταξίδι στα Κύθηρα, 1984)
- მეფუტკრე (Ο Μελισσοκόμος, 1986)
- პეიზაჟი ნისლში (Τοπίο στην ομίχλη, 1988)
- ლაკლაკის წყვეტილი ნაბიჯი (Το Μετέωρο βήμα του πελαργού, 1991)
- ულისეს მზერით (Το Βλέμμα του Οδυσσέα, 1995)
- ლუმიერი და კომპანია (Lumière et compagnie, 1995)
- მარადისობა და ერთი დღე (Μια αιωνιότητα και μια μέρα, 1998)
- ტრილოგია: მტირალა მდელო (Τριλογία 1: Το Λιβάδι που δακρύζει, 2004)
- ყველას თავისი კინო აქვს (2007)
- დროის მტვერი (Η Σκόνη του Χρόνου, 2009)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Merry, Bruce (2004). of Modern Greek Literature[მკვდარი ბმული]. Westport, Connecticut: Greenwood. p. 145. ISBN 0-313-30813-6. OCLC 53938047. Retrieved 2012-03-21
- ↑ The New Biographical Dictionary of Film, Alfred A. Knopf, 2002. — P. 21—22, ISBN 0-375-41128-3.
- ↑ Theodoros Angelopoulos – Awards. IMDb.
- ↑ Honorary Graduates :: Theodoros Angelopoulos. University of Essex (09 December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2012.
- ↑ Honorary Graduates :: Theodoros Angelopoulos. University of Western Macedonia (15 December 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2012.
- ↑ Honorary Graduates :: Theodoros Angelopoulos. University of the Aegean (12 July 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2012.
- ↑ ბერძენი რეჟისორი თეო ანგელოპულოსი ავარიაში დაიღუპა